კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 28:17 დაამარცხა.

დასაწყისში ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები კაცნაკლული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი 1-ხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა ბაბუნაშვილი). შეხვედრა კი ბაბუნაშვილი არენკით დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა 28:17 გაიმარჯვა.

გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა"
ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
სპორტში ყველაფერი ხდება. არ შეიძლება ადამიანს ყველაფერი დაუკარგო ერთი შეცდომის გამო. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება! ამდენი პოზიტივის მერე მაინც ნეგატივს რომ აფრქვევთ, იქედნურად კი არა, კაცურად, ადამიანურად, ჭირისუფლურად გირჩევთ, კაი ფსიქოლოგი იპოვოთ ეგებ და იმკურნალოთ, თუ, რა თქმა უნდა, ქრონიკული ბოღმისმთხვევლობა საერთოდ იკურნება.
ვაი, ვაი!
28 მარტი 2021 17:27
1
100% ხარ ტელევიზორთან თბილად წამოწოლილებიც კი დაბოღმილები არიან:))
gurulo
28 მარტი 2021 17:56
1
ოზუზი, კაი ქნაო, სად წაიკითხე, მაგრამ არც ფეხქვეშ უნდა გავიგდონ შეცდომის გამო და არც ნაკრებიდან მოკვეთაზე იბლუყუნონ იმათ, ვინც რაგბის პირველად უყურა.
ვაი, ვაი!
28 მარტი 2021 22:04
0
ყველა გამოხმაურება
კაცი უკვე ვეტერანია, საერთაშორისო გამოცდილებით და ასეთი უპასუხისმგებლობა - არც დაძაბულობა იყო, არც გარდაუვალი საჭიროება, არც დროის დეფიციტი ჰქონდა - თამშის დასწყისში, მოედნის შუაგულში და ცარიელ სიტუაციაში - ნუ ამას ახსნა არ აქვს....
ოზუზი
28 მარტი 2021 16:10
13
რუმინეთს თავიდანვე ფორა ''მივეცით'' და ლამის ბონუსით მოუგეთ.
giorgi 3
28 მარტი 2021 17:42
0
Ნეტა რომ არ გაეგდოთ მაშინაც ესეთი საინტერესო თამაში იქნებოდა?
Ირაკლი
28 მარტი 2021 17:13
1
გილოცავთ ბიჭებო!!!
გიზოგ
28 მარტი 2021 17:46
0
დაგლიჯა. მადლობა ბიჭებს , მადლობა მწვრთნელს ............
სტალინი
28 მარტი 2021 17:29
2
ბიჭები ლომებია და დიდი მადლობა, (კაცნაკრული რას ნიშნავს, უკვე მერამდენედ ამახინჯებენ)
მინდია
28 მარტი 2021 17:19
0
ისე ამ მსოფლიო რაგბის ბოსების გადამკიდე ერთი იდეა მაქვს - 14 კაცით ვითამაშოთ ერთა თასზე, უფრო საინტერესო იქნება ხანდახან შეიძლება წავაგოთ კიდეც
რომა
29 მარტი 2021 04:08
0
ისე არ არი ცუდი აზრი, პროტესტის ნიშნად სულ14 კაცით ვითამაშოთ ამ ტურნირზე, მხოლოდ ამ ტურნირზე, თამაშებიც უფრო საინტერესო და დაძაბული გახდება. მოგებაც უფრო გემრიელი. რაც მთავარია ვაჩვენოთ ვინცხა ვინცხეებს რომ ამ ტურნირს 14 კაცითაც ვიგებთ და უნამუსოები რომ არიან მსოფლიოს ყველა რაგბის ქომაგი დაინახავს. ოღონდ როგორ გავაკეთოთ ეს არ ვიცი რომ ახლა მაგის გამო არ დაგვსპჯონ.
ბს
29 მარტი 2021 13:56
0
იდეა კარგია მაგრამ რეალურად მოწინააღმდეგეების უპატივცემულობაა, ეხლა ფეხბურთში საქართველოს ნაკრებთან რომ გამოვიდეს რომელიმე გუნდი 10 კაცით, მაინც მოვუგებთო, ეგეთი თემაა
გიორგი
30 მარტი 2021 10:59
0
პირველ რიგში გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას!ბოლო ორი თამაშია ხელით აშკარად მომატებული გვაქვს და ამას დამატებული ტემპიც მომწონს.ულევი საქებარი სიტყვები ახალგაზრდებს რომლებიც ჯერ კიდევ ზრდის პროცესში არიან და მართლაც რომ ბევრად უკეთესი ნაკრები გვეყოლება ამათი შემყურე.ხო ახლა მამუკაშვილის და კიდევ სხვა ვეტერანებსი მიმართ უდიდესი პატივისცემისა მგონი დროა უკვე მთლიანად ამ ტურნირზე მაინც განახლებული გუნდით ვითამაშოთ.მაქსიმუმ ერთი ორი ისეთი ვეტერანი მოთამაშე რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშOბს ისევ ეგენი უნდა დავიტოვოთ.აი მამუკაშვილი მარტო ამ მომენტისგამო კ იარა ბოლო თამაშებია ხშირად უშვებს შეცდომებს რასაც ასაკი ჰქვია,ჰოდა იგივე ითქმის ხმალაძეზე.მგონი დროა კიდევ სხვებმაც ნელნელა ადგილი დაუთMონ ბიჭებს.
აბგდ
28 მარტი 2021 17:33
11
+60 წუთი 14-15-ზე თამაში და მაინც მოგება, მაგრად გაგვახარეს
რაგბის ფანი
29 მარტი 2021 07:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული