საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს

AutoSharing Option
შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა.

შოტლანდიელებმა ეს ნაბიჯი პირველად 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გადადგეს და "ბორჯღალოსნებთან" 31 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ ითამაშეს, წელს კი, 17 ივლისს გვეწვევიან. ჯერჯერობით უცნობია, სად და რომელ საათზე გაიმართება შეხვედრა.

მეექვსედ შოტლანდიასთან

უკანასკნელ ათწლეულში "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშია. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე, ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება ჯარიმების წყალობით მოიპოვა. ეს არის ჯერჯერობით
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტიერ1-ის გუნდთან ლელო ხელუხლებლად შევინახეთ.

2016 წლის ნოემბერში სქოთებმა კილმარნოკში, შემოდგომის ტესტ-მატჩში გვიმასპინძლეს და 43:16 იმარჯვეს, თუმცა "ბორჯღალოსნებთან" თამაში ისე მოეწონათ, რომ თბილისში სტუმრობა მაშინვე დააანონსეს.

2019 წლის მსოფლიო თასის წინ შოტლანდიამ სიტყვა შეასრულა და გახდა პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) გუნდი ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. მსოფლიო თასის წინა გასახურებელი თამაში „დინამო არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა. ქომაგმა უმაღლესი დონის შემსრულებლების ცოცხლად ხილვით ისიამოვნა, თამაში კი სტუმრებმა 44:10 მოიგეს.

ერთი კვირის თავზე იმავე მეტოქეს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შევხვდით. "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იყო, თუმცა ობიექტურად ძლიერმა მეტოქემ მეოთხედაც გაიმარჯვა – 36:9.

შარშანდელ „შემოდგომის ერთა თასამდე“ შოტლანდიამ ტესტ-მატჩის გასამართად „მარიფილდზე“ მიგვიწვია. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი, იძულებითი უქმობის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველი შეხვედრა 23 ოქტომბერს გამართა და მასპინძლებმა 48:7 იმარჯვეს.

მაგალითი ტიერ1-ის სხვა გუნდებისთვის

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სპორტული მიმართულებით ლაშა (ბაჩო) ხურციძე ამბობს, რომ შოტლანდიელთა მეორე სტუმრობა მაგალითი უნდა გახდეს ტიერ1-ის სხვა გუნდებისთვის:

„მადლობლები ვართ შოტლანდიის, რომელიც იყო პირველი ტიერ1-ის ქვეყანა, რომელიც საქართველოში გვეწვია. მერე ორჯერ გვიმასპინძლა და ახლა კვლავ ჩვენთან ჩამოდის. მათ თავად გამოთქვეს საქართველოში თამაშის სურვილი და ეს იმის დასტურია, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ 2019 წლის მასპინძლობით, როგორც საორგანიზაციო, ასევე სპორტული კუთხით. სტადიონზე იყო ძალიან კარგი გარემო და მიუხედავად ანგარიშისა, მეტოქე კმაყოფილი დარჩა ჩვენთან თამაშის ხარისხით“.

„ქართველი გულშემატკივარი არ არის განებივრებული ასეთი მაღალი დონის გუნდების ხილვით და ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია. შოტლანდიელთა სტუმრობა კარგი მაგალითი უნდა გახდეს ტიერ1-ის სხვა გუნდებისთვის. ისინი აუცილებლად გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს ექვსი ერის და ტიერ1-ის სხვა გუნდებს და ეს არის საწინდარი იმისა, რომ მომავალში უმაღლესი დონის სხვა გუნდებიც გვეწვევიან“.

შოტლანდიასთან კიდევ ერთხელ თამაშის შესაძლებლობა ხიბლავს "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს:

„შოტლანდია საინტერესო გუნდია და მოხარული ვარ ამ შესაძლებლობის. მას შემდეგ, რაც ის გრიგორ თაუნსენდმა ჩაიბარა, წლიდან წლამდე სერიოზული პროგრესი აქვს და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, რაც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაშიც გამოჩნდა. შოტლანდიამ დაამტკიცა, რომ ექვსი ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში“.

„შარშან შემოდგომაზე მათთან მოუმზადებლად მოგვიწია შეხვედრა. იმედს ვიტოვებ, რომ წელს ზაფხულში გაცილებით უკეთეს ფორმაში ვიქნებით და ხარისხობრივად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ივნისში, სავარაუდოდ, ბელგიასთან ან ნიდერლანდებთან გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა. მიდის მუშაობა, რომ შოტლანდიამდე კიდევ ერთი ან ორი თამაში გვქონდეს და სწორედ ეს იძლევა იმედს, რომ 17 ივლისისთვის უკეთეს ფორმაში ვიქნებით“.



მკითხველის კომენტარები / 13 /
მეორედ ჩამოსვლა უკვე ძმობაა!
დასაფასებელია და საგულისხმო.
ისე უნდა დავხვდეთ, როგორც არავის!

სავსე სტადიონი და საქვეყნო ზეიმი !

დიმა
27 აპრილი 2021 20:54
0
100 %. დახვედრა ქართული, ბრძოლა ღირსეული და გაცილება ძმური!
bs
28 აპრილი 2021 13:42
0
ბიჯო, ნამახვანში ესენი მაინც დაგვესახლებინა და ბაზაც გაეხსნათ, არ სჯობია?

ვიცი - სახუმარო თემა რომ არაა და ბოდიში ვისაც ვაწყენინე, ძალიან დასაფასებელ საქმეს გვიკეთებენ სკოტები და აბა, ძმებო, მოძმეს ძმურად უნდა დახვედრა (გინება არ უნდა იყოს, ჰიმნის დროს სიჩუმე და მერე ტაში, დროშები და, ბოლოს, ქეიფი).
alex
27 აპრილი 2021 22:34
0
მადლობა შოტლანდიელებს. არცერთი გუნდი არ გვკადრულობს მათ გარდა. მეორეჯერ ჩამოდიან უკვე ჯიგრები. კარგი იქნება ბათუმში თუ ჩატარდება თამაში. ზაფხულში, მშვენიერი ქალაქი მშვენიერი სტადიონი მშვენიერი გულშემატკივარი მშვენიერი გუნდები მეტი რაუნდა გინდოდეს ნამდვილ გულშემატკივარს
მადლობა
27 აპრილი 2021 22:03
0
რაღაც საოცარი წინათგრძნობა მაქვს, უნდა მოვიგოთ.... და ეს იქნება ,,ძლევაი საკვირველი ''....
გიორგი 50
27 აპრილი 2021 22:09
5
შარშან შემოდგომაზე მოუმზადებელი შევხვდით და ახლა უკეთ მოვემზადებითო.

შარშან ჯერ 4 თამაში გვქონდა ზედიზედ ჩვენს რანგში - რუმინეთთან, ესპანეთთან, ბელგიასთან და პორტუგალიასთან, შემდეგ 4 უმაღლესი რანგის საერთაშორისო მატჩი გავმართეთ ზედიზედ - შოტლადიასთან, ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან, რის მერეც აბსოლუტურად უთამაშებელმა ფიჯიმ მაინც დაგვანგრია.

მხოლოდ ფაქტი, ყოველგვარი კომენტარის გარეშე. ყველამ თავად შეაფასოს...
alibaba
27 აპრილი 2021 21:06
14
ფიჯი ჩემო მეგობარო მსოფლიო ვარსკვლავებითაა სავსე, მთელი უკანა ხაზი. ჩვენ ნაკრებს მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ყავს. ამას თავი რო დაანებო ღმერთმა იმათ უფრო მეტი ჯანი მისცა და აგერ ტაბუცაძე რომ თავისი ჯანის მაქსიმუმზეა ისეთ ტანზეა მართლა კუნთები ასკდება, ნადოლოსთან პატარა ბიჭივით იდგა გვერდიგვერდ
დემე
27 აპრილი 2021 22:05
1
აზრზე არ ხარ რას ლაპარაკობ
რეზო
27 აპრილი 2021 21:37
2
ყველა გამოხმაურება
ძალიან კარგი ინფორმაციაა...,, 8 ერის ტურნირს,, - აც თუ ტრადიციულს გახდიან და მასზე საქართველოს რაგბის ფედერაცია აქტიურად იმუშავებს - იაპონიის გარდა + ,, ერთა თასის,, გამარჯვებული და ოკეანეთის გამარჯვებულით- ასე- ტურნირს კომერციულად-აც თუ გადააქცევთ - 4-5 მილიონერის ჩართვით - დაფინანსებით...
გლახუნა
27 აპრილი 2021 22:07
0
რა აზრი აქ თუ ისევ მაისაშვილი იქნება?!მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება პირველ რიგში!!!სქოთებს კი მადლობა!
BOSS
28 აპრილი 2021 15:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული