მსოფლიო რაგბიმ ქართული რაგბის დაფინანსება აღადგინა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას შორის ზუმით საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ის კონკრეტული, პოზიტიური შედეგებით დასრულდა.

რამდენჯერმე გადადებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების, მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და გაურკვევლობის გამო მსოფლიო რაგბის 2020 წლის ნოემბრიდან ქართული რაგბის დაფინანსება შეჩერებული ჰქონდა. ბოლო პერიოდში მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა საქმიანი კომუნიკაცია. ზემოაღნიშნული შეხვედრა კი დამაგვირგვინებელი იყო, რომლის შემდეგაც დაფინანსება აღდგა.

"მსოფლიო რაგბი საქართველოს რაგბის კავშირს, მაღალი მიღწევებისა და განვითარების გრანტის ფარგლებში, სოლიდური თანხით აფინანსებდა, რაც გაურკვევლობის ფონზე და მენეჯმენტში არსებული ხარვეზების გამო
შეჩერებული იყო. ახლა ეს დაფინანსება აღდგა. ასევე დაგვიმტკიცდა და გადმოირიცხება თანხა მსოფლიო რაგბის კოვიდ-დახმარების ფონდიდან, – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ. - ეს ჩართვა უპრეცედენტოდ წარმომადგენლობითი იყო, რომელშიც მსოფლიო რაგბიდან თითქმის ყველა მაღალჩინოსანი მონაწილეობდა, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი, საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დავიდ კერიგი, მაღალი მიღწევების ხელმძღვანელი პიტერ ჰორნი და სხვები. მათ გავაცანით ჩვენი გეგმები, გავუკეთეთ რამდენიმეგვერდიანი პრეზენტაცია, წარვუდგინეთ ფინანსური დოკუმენტები. მსოფლიო რაგბი კმაყოფილი დარჩა ჩვენი გეგმებით და შეჩერებული დაფინანსება განახლდა. მათი მხრიდან ითქვა, რომ ქართული რაგბის მართვა საიმედო და სანდო ხელშია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

რაგბის კავშირის მხრიდან ონლაინშეხვედრაში ჩართულნი იყვნენ პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტები ლაშა ხურციძე, ნიკა ალავიძე და თორნიკე გოგებაშვილი, ასევე, მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ნიჟარაძე.

ონლაინშეხვედრას წინ უძღვოდა რამდენიმე საქმიანი საუბარი კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. ნიკა ალავიძემ მათ წარუდგინა ფინანსური დოკუმენტაცია და აუდიტის დასკვნა, რითაც მსოფლიო რაგბი კმაყოფილი დარჩა:

"დაახლოებით ერთწლიანი უნებური პაუზის შემდეგ ეს იყო პირველი ოფიციალური საუბარი ჩვენსა და მსოფლიო რაგბის შორის. მათ ჰქონდათ ბევრი არასწორი ინფორმაცია ჩვენთან რაგბის კავშირში არსებულ სიტუაციაზე, რაც პირდაპირ მოქმედებდა ქართული რაგბის რეპუტაციაზე. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ფინანსური კუთხით, ვისაუბრეთ დაგეგმილ კალენდარსა და კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ შეფერხებებზე. საუბრის შედეგად მსოფლიო რაგბიმ აღგვიდგინა შეჩერებული დაფინანსება, რაც ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ია".

"იოსებ ტყემალაძემ ალან გილპინს გააცნო უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურება, განსაკუთრებით, გამგეობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა. მსოფლიო რაგბიმა აღნიშნა, რომ ამდენი სამუშაო შეხვედრა ბოლო ოთხ წელიწადში ერთად აღებული არ ყოფილა. ჩვენმა პრეზიდენტმა ბატონი ალანი საქართველოში დაპატიჟა. ის თავადაც დაინტერესებულია ჩვენთან ვიზიტით, რაც არა მხოლოდ ქართული რაგბისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება".

rugby.ge

altსაქართველოს ნაკრები 13 ნოემბერს საფრანგეთს შეხვდება


მკითხველის კომენტარები / 5 /
რატო არ წერთ ან რამდენით გვაფინანსებენ ან რამდენია ჩვენი ბიუჯეტი იქნებ ეგეც დაწეროთ
0
და დანარჩენი 80 % საიდან? ისე დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა- ქართულმა თაგვმა ჩაილურის წყალი დალია.2-3 წელიწადში რუსეთს თუ გავუმკლავდით,ეგეც სასიხარულო იქნება.
ჟორიკა
21:22 08-05-2021
5

სიახლეები პოპულარული