ზაფხულის სანაკრებო სეზონი თელავში გაიხსნება

AutoSharing Option
26 ივნისს "ბორჯღალოსნები" თელავში და ზოგადად, კახეთში, პირველად ითამაშებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთის რეგიონში სანაკრებო (სათამაშო სპორტის სახეობაში) მატჩი გაიმართება.

ეს იქნება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი და მისი დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ვინ ეწვევა თელავს – ბელგია თუ ნიდერლანდები, 29 მაისს გაირკვევა.

თელავში თანამედროვე რაგბის სტადიონი „კავკასიონი არენა“ „ქართუ ჯგუფმა“ ააშენა, რომელიც 2018 წელს გაიხსნა.

რაგბის კავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ რეგიონებში რაგბის პოპულარიზაცია მოხდეს და თელავში მატჩის ჩატარება ამ გეგმის ნაწილია. ვიცე-პრეზიდენტი
ბაჩო ხურციძე ამბობს:

„სასიხარულოა, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით, რაგბის რეგიონებში გატანის საშუალება გვაქვს და ამისათვის კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. რეგიონებში რაგბის გატანა ქუთაისიდან დავიწყეთ და მომავალშიც ვეცდებით სანაკრებო თამაშების არეალის გაზრდას. თელავში უკვე გვაქვს ძალიან კარგი კომპლექსი. კახეთში რაგბის კუთხით ბევრი კარგი რამ კეთდება, რაც თელავში ნაკრების მატჩის ჩატარებით დაფასდა. ეს, ერთი მხრივ, რეგიონში რაგბის პოპულარიზაციას დაეხმარება და მეორე მხრივ, კახეთში ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს“.

Sportall.Ge

რაგბის კავშირის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ალავიძე ამბობს, რომ რაგბის კავშირის მიზანია ქვეყანას ტურიზმის აღდგენა-განვითარებაში, ეკონომიკის გაჯანსაღებაში დაეხმაროს და სანაკრებო თამაშები ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასაც მოემსახურება:

„ჩვენი პოზიციაა, რომ რაგბი მხოლოდ გუნდის წარმატება და სპორტი არაა. ჩვენი სურვილია, რომ ეს წარმატება მივმართოთ ქვეყნის კეთილდღეობის ასამაღლებლად და პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის პროცესში. გადავწყვიტეთ, რომ ნებისმიერი თამაში, შინ იქნება ის თუ სტუმრად, გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის. ამიტომ, სადაც მოედნის ხარისხი და ინფრასტრუქტურა მოგვცემს თამაშების ჩატარების შესაძლებლობას, ამ შანსს ყველგან გამოვიყენებთ“.

„ამ შემთხვევაში, ბელგიისა თუ ნიდერლანდების ნაკრებთან თამაშს, რომელიც რაგბი ევროპის ეგიდით ტარდება, სთრიმისა თუ ტელევიზიების საშუალებით წვდომა 40-50 მილიონ ადამიანს ექნება. შოტლანდიასთან თამაშზე საერთაშორისო მედიის მოლოდინები 300-იდან 500 მილიონამდე ადის, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან, მსოფლიო ჩემპიონის პირველ თამაშზე, 800 მილიონამდე ნახვას ელიან. ეს იქნება საშუალება, რომ მათ დავანახოთ არა მხოლოდ ჩვენი სპორტული, არამედ ტურისტული შესაძლებლობა და ამ კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და კერძო სექტორთან. გვინდა, რომ ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო დებს ქართული რაგბის განვითარებაში, ათმაგად დაუბრუნდეთ ჩვენი ქვეყნის გადასახადების გადამხდელებს“.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი!!! რაგბის, და საერთოდ სპორტის გეოგრაფია უნდა გაფართოვდეს!!!
tngh
21 მაისი 2021 15:46
0
ფოტოზე ისე ჩანს, რომ ძალიან ახლოს არის კედლებთან ხაზები და რამდენად უსაფრთხოა ამ პირობებეში თამაში?
ივანე
19 მაისი 2021 17:27
1
ფსონს ვდებ 50 ან 70 კაცზე
Tota
19 მაისი 2021 13:35
4
ვცდილობ, გამოვიცნო, რამდენ მაყურებელზეა გათვლილი თელავის სტადიონი. 5 ათასზე? 7 ათასზე? გაქვთ ვინმეს ინფორმაცია?
N
19 მაისი 2021 01:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული