"შემდეგში არ მგონია ვითანამშრომლოთ, ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემლობა, ერთი პირიც არ გამოგვიყვეს რომ დაგვხვედროდა - რა ხდება საქართველოსა და ლიეტუვის რაგბის კავშირებს შორის

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის კავშირის ირგვლივ ახალი  სკანდალები აგორდა. ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის შვიდკაცა ნაკრები საქართველოში ამხანაგური შეხვედრებისთვის იმყოფებოდა, საქართველოს ნაკრებში კოვიდ-ინფიცირების გამო კი შეხვედრა ვერ შედგა. საბოლოოდ, ლიეტუველები სამ ქართულ კლუბს გაეჯიბრნენ.

სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ ქართულმა მხარემ სრული უყურადღებობა გამოიჩინა და ამის გამო მომავალში მათთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ. "ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემლობა, ერთი პირიც არ გამოგვიყვეს რომ დაგვხვედროდა" - აცხადებენ ისინი.

საქართველოს რაგბის კავშირი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, კლუბები კი ადასტურებენ, რომ მათი შეხვედრა შედგა, სხვა დეტალებზე
კი ინფორმაცია არ აქვთ.


მკითხველის კომენტარები / 15 /
რა ხდება რაგბში საერთოდ? სრული დომხალია. ლიეტუვა მეგობარი ქვეყანაა ასე მოქცევა არ შეიძლება. მეგობრობა და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ვიცოდით.
giga
13:58 31-05-2021
4
რაგბი როგორც ორგანიზაცია და როგორც სპორტის სახეობა ჩვენთნ ძალიან შესამჩნევად განიცდის რეგრესს, სპორტის არაფერი რომ გაგეგებოდეს ელემენტალური ზრდილობის საქმეა სტუმარ "მეგობარ" ქყვეყანას ეცე პატივი და ყურადღება მიაქციო!
koba
16:14 31-05-2021
7

სიახლეები პოპულარული