"შემდეგში არ მგონია ვითანამშრომლოთ, ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემლობა, ერთი პირიც არ გამოგვიყვეს რომ დაგვხვედროდა - რა ხდება საქართველოსა და ლიეტუვის რაგბის კავშირებს შორის

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის კავშირის ირგვლივ ახალი  სკანდალები აგორდა. ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის შვიდკაცა ნაკრები საქართველოში ამხანაგური შეხვედრებისთვის იმყოფებოდა, საქართველოს ნაკრებში კოვიდ-ინფიცირების გამო კი შეხვედრა ვერ შედგა. საბოლოოდ, ლიეტუველები სამ ქართულ კლუბს გაეჯიბრნენ.

სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ ქართულმა მხარემ სრული უყურადღებობა გამოიჩინა და ამის გამო მომავალში მათთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ. "ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემლობა, ერთი პირიც არ გამოგვიყვეს რომ დაგვხვედროდა" - აცხადებენ ისინი.

საქართველოს რაგბის კავშირი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, კლუბები კი ადასტურებენ, რომ მათი შეხვედრა შედგა, სხვა დეტალებზე
კი ინფორმაცია არ აქვთ.


მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ მართალია, ძალიან შევრცხვენილვართ, მაგრამ ლიტველებისგან არაადეკვატური პრეტენზიები გასაკვირი არ არის, ცოტა მოყინული ხალხია.
ლუკა
17:14 01-06-2021
11
შენ გეტყობა ლიტვაში არ გიცხოვრია, მემწვადე მასხრებად აღიქვამენ ქართველებს.
ლუკა
17:12 01-06-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული