როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრეტორიაში ჩატარებულ პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 9:40 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ თამაში თამამად დაიწყეს და აბჟანდაძემ უკვე მეორე წუთზე ჯარიმიდან ანგარიში გახსნა, რომელსაც ორიოდე წუთში მსოფლიოს ჩემპიონებმა ფლანგიდან სწრაფი შეტევით და ლელოთი უპასუხეს. ამას ჩვენები სულაც არ დაუბნევია, ბურთს თითქმის სულ ფლობდნენ და მრისხანე მეტოქის შეტევებს ჩანასახშივე კლავდნენ. ტაიმის შუისკენ აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ისევ დააწინაურა თავისიანები და ანგარიში 5:9 გახდა. ნელ-ნელა აფრიკელებმა იძალეს, ტემპს უმატეს, შერკინებაშიც რამდენიმეჯერ ივარგეს, მაგრამ ვიდრე მიჯრით ჯარიმებისათვის საღინაძე არ გაასიმბინეს, ლელო ვერ დადეს.
რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა აფრიკელებმა ორი ლელო გაგვიტანეს და ანგარიში 19:9 გახადეს, რომლის შემცირება ისევ აბჟანდაძეს შეეძლო, გაწითლებულ დროში არეკნი რომ გაეტანა, მაგრამ ააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მასპინძლებმა იძალეს, უმატეს ტემპს, ძალისმიერ ბრძოლებშიც დაგვჩაგრეს და მიუხედავად „ბორჯღალოსანთა“ დიდი წინააღმდეგობისა, მათი შეკავება შეუძლებელი გამოდგა და დავმარცხდით.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა 9 ივლისს იოჰანესბურგში გაიმართება.

altცვლილება შემადგენლობაში - სპანდერაშვილი ცუცქირიძის ნაცვლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
დიდი დონის გუნდის კლასი სწორედ ბოლო წუთებზე ვლინდება უმრავლეს შემთხვევაში,ნებისმიერ გეიმისას.თავისართლება კი წაგებისას კი უთავბოლოდ შეიძლება.ვიმეორებდი და ეხლაც ვამბობ, თუ გვსურს მსოფლიო გუნდების ათეულში დავიმკვიდროთ ადგილი, გვესაჭიროება მილტონ ჰეიგზე არანაკლები ავსტრალიელი ან ახალზელანდიელი ქოაჩი და საჩქაროდაც,თუ არადა ადგილზე გუნდის ადგილზე ტკეპნას აუცილებლად მოჰყვება უკან ხევა გუნდის სიძლიერისა და აი მაშინ კი უკვე გვიანი იქნება წინსვლაზე ფიქრიც კი....
სებასტიან ჩაბალი
03 ივლისი 2021 21:58
1
გვჭირდება - ეროვნულ ჩემპიონატში დ ი დ ი ფინანსების ჩადება ( მისთვის დავაინტერესოთ მილიონერები,როგორც ქართველები, ისე დასავლელი - შეღავათიანი კანონმდეობით) და - ,,დიდი 10,,- ის გადაქცევა ერთ- ერთ ძლიერ კონკურენტულ - პრესტიჟულ ტურნირად თანამედროვე რაგბში - მოწვეული ფრანგი, ბრიტანელი ...სპეციალისტების, მოთამაშეების (ოკეანეთიდანაც)...მოკლედ მინიმალური ხელფასი რომ - 4000 - 5000 ე უ რ ო მაინც რომ იყოს + ყველა სასწავლო დაწესებულება- სკოლებში - ფიზ- მომზადება- რაგბის შეტანა ( ისევე როგორც სხვა სპორტის სახეობებებიც) და მერწმუნეთ - მსოფლიო ელიტის მყარი წევრი- ერთ - ერთი ლ ი დ ე რ ი შევიქმნებით...დაახლოებით 10 წელიწადში.
გლახუნა
05 ივლისი 2021 13:42
1
ადმინ,შავ სიაში ჩამწერეთ?აფერუმ!ძალიან მაგრები ყოფილხართ.ჩემი კომენტარები უხამსობას შეიცავს თქვენი ზოგიერთი სტატიასავით,შეურაცხყოფას,ძალადობისაკენ მოწოდებას თუ სიძულვილის ენას,ზოგიერთი პოსტერის მსგავსად?ან იქნებ რეკლამას ვეწევი,კომერციული სახისას?აბა რატომ მბლოკავთ წარამარა?
სოსო
03 ივლისი 2021 18:40
3
შესანიშნავი თამაში იყო... წინ უფრო დიდი ბძოლებია...
tngh
03 ივლისი 2021 15:17
3
მაისაშვილს დიდი მადლობა, რაც არ შეუძლია იმაზე მეტს აკეთებს ამდენი ხანია, მაგრამ ძალიან მაგარი მწვრთნელი გვჭირდება მაგარი ბიჭებისთვის, თუნდაც სახალხო ფონდი შევქმნათ მწვრთნელის დაქირავებისთვის
სტალინი
03 ივლისი 2021 14:54
3
თამაში იყო, ბრძოლა იყო ...მსოფლიო ჩემპიონებთან, მაგრამ თავიდანვე შეცდომა იყო-ლ ე ლ ო ზ ე უნდა ითამაშოთ ბიჭებო, თავიდანვე ...უნდა აგრძნობინო-მოწინააღმდეგეს,რომ ბრძოლისათვის მ ზ ა დ ხართ-,, ეშვების თუ დასატეხად,,...ჯარიმებით თამაში ნიშნავს- რომ თავს არიდებთ, მოგებისათვის- ა რ იბრძვით, რაც მოწინააღმდეგეს დ ი დ ფისიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს-ეს დ ი დ ზედმეტ ენერგიას და... მოკლედ- 2 ლელო მაინც უნდა დადოთ ბიჭებო მომავალ თამაშში, რაც შესაძლებელია.

ისე, ფიზიკურად ამ ახალგაზრდა ბიჭების კიდევ უფრო გაძლიერება-მომზადება- გამძლავრება (საფრანგეთთან ერთად ბრიტანეთი-ინგლისშიც გაგზავნა- სხვა დისციპლინაა) და საქართველოს რაგბის მსოფლიო ელიტაში -ეს ბიჭები შეიყვანენ (მერწმუნეთ- იტალია -ასე ვ ე რ ეთამაშება ვერც აფრიკას და ვერც... და მ ო ვ ი წ ვ ი ო თ თბილისში-კატეგორიულად)
გლახუნა
03 ივლისი 2021 12:55
5
ზოგიერთის კომენტარმა გამაოცა. 18-20 წლის ბიჭებს როგორ უნდა მოსთხოვო მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებს მოუგეო?! მომწიფთებიან ბიჭები და 3-4 წელიწადში მოვა მაგათი დროც! მადლობა ბიჭებს! პ.ს. მაისაშვილს არაფერს ვერჩი, მაგრამ უფრო მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი კარგი იქნებოდა.
შოთა
03 ივლისი 2021 12:01
3
ჩვენი ნაკრების რაგბისტების უმრავლესობა 22 წლამდე ბიჭებო არიან. კიდევ მოუმატებენ, ასეთი დონის თამაშები თუ გვექნება სისტემატიურად და ჩვენც გავტეხავთ აუცილებლად ნავსს. მაგრამ ჯერ უნდა მოვუმატოთ ინდივიდუალურად და გუნდურადაც. თორემ ეს ბიჭები არ იყვნენ U20 ნაკრებში არგენტინას, ირლანდიას, შოტლანდიას, იაპონიას და ფიჯის რომ მოუგეს?! მოდი გთხოვთ ყველას, ნუ დავუკარგავთ მონდომებას და შრომას და თავდადებას. პირველ ტაიმში იყო ერთი მომენტი, როცა სამხრეთ აფრიკა იმათ ნახევარზე კიდევ ერთხელ დავაჯარიმეთ და იმათმა რაგბისტმა იმედგაცრუებულმა თავი როგორ გააქნია და გამოაქნია… მე რა მგონია იცით, რომ თბილისში შეიძლება შოტლანდია დავაყირავოთ
გიორგი
03 ივლისი 2021 11:49
4
რა იყო ბრძოლა? თავის დაცვა? მოგვიგებენ კლასით გვაჯობებენ მარა, მოლს რო ვერ დააყენებ მთელი თამაში , და უჯარიმოდ მოწინაგმდეგეს ვერ ჩაუშლი ეგაა საწყენი, არაფერი თამაში ეგ არ იყო, პატარაა აჩქარება და ან ლელო იყო ან ვჯარიმდებოდით,წინა თაობა აგებდა მარაა მოლით და შერკინებით მაინც გვახარებდა ხოლმე,აქ კი რავი რაა,
gocha
03 ივლისი 2021 10:40
11
ეს იყო ბრძოლა. რა არ იყო ბრძოლა დღეს ვნახეთ, 102-0 წააგო ტონგამ ზელანდიასთან. ტონგა რეიტინგში ერთი საფეხურით ჩამოგვრჩება :)
აბა რა იყო
03 ივლისი 2021 13:01
3
მწვრთელი გვჭირდება, მწვრთნელი! ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ყოჩაღ!!!
გიორგი
03 ივლისი 2021 10:38
4
Vinc mogebas eloda im nakrebtan sasaciloa an tanabar tamahs...sul sxva donea.eg igivea argentinastan an braziliastan mostxovo tanabari tamahi pexburthi..mosamayebelia tavistavad .magram ararealirs veravis ber motxov
Labirinti..
03 ივლისი 2021 10:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული