სამხრეთ აფრიკასთან ტეს-მატჩის შედეგით (9:40) უკმაყოფილო იყო "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე. აი, რა განუცხადა მან rugby.ge-ს:
"სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი ტყუილად არ არის. ძალიან ძლიერი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სასურველი არ არის, ვფიქრობ გვქონდა უკეთ თამაშის შანსი.
ვთვლი, რომ 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ და დასანანია, რომ განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს, ორი დასანანი ლელო მივიღეთ, რამაც პირველი ტაიმი დაგვათმობინა. რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც დასაფასებელია. მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ და ასეთ მარტივ გამოსავლებს მეტოქეს არ ვაჩუქებთ".
მაისაშვილი ნაკრების ცუდ თამაშებს არ აჩვენებს,მიუხედავად იმისა, რომ შერკინების 1-ლი ხაზი შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი-მძლავრი და ეფექტური გვყავდეს(მეტი გამოცდილების მქონე (გამჭრელებიც) ბიჭები ჩასვას ნაკრებში,რისი პოტენციალი არის), მაგრამ მომავალში- მსოფლიო თასის მომზადებისათვის ან ავსტრალიელი, ან სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი გვჭირდება - მაისაშვილ- მაისურაძესთან თანამშრომლობით.