ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა

AutoSharing Option
კორონავირუსისგან განკურნებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი იტყობინება.

მაისაშვილი ივლისში კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩი ჩაატარა, ფილტვები დაუზიანდა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ექიმების დახმარებით დაავადება დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავ ლევან,გადარჩენას და გამოჯანმრთელებას.მჯეროდა,მაგრამ მაინც ძალიან გაგვახარე.
სოსო
08 სექტემბერი 2021 20:29
0
ნამდვილი რაგბისტი ხარ!!! ჯამრთელობა და წარმატებები.
გლახუნა
08 სექტემბერი 2021 12:58
0
მადლობა ღმერთს და აფრიკელებს, ჯანი დაწარმატება არ მოკლებოდეს. აწი ლევან აცრა შენზეა ხომ იცი :)))
ლუკა
08 სექტემბერი 2021 12:35
1
ჯანმრთელობა ბატონო ლევან
tttt
08 სექტემბერი 2021 12:00
0
გილოცავთ ბატონო ლევან გამოჟანმრთველებას და შინ მშვიდობით დაბრუნებას. გაიხარეთ და იმრავალჟამიერეთ.
გიზოგ
08 სექტემბერი 2021 11:12
0
ყველა ქართველს, ნამდვილ ქართველს, სულით ქართველს---ვენაცვალე!!!
mamuka09ze
08 სექტემბერი 2021 10:03
0
გილოცავთ სამშობლოში ჩამოსვლას და გამოჯანმრთელებას!
მერაბი
08 სექტემბერი 2021 09:46
0
გილოცავ მეორედ დაბადებას, ძალიან გქომაგობდი
***
08 სექტემბერი 2021 03:21
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული