მსოფლიო რაგბმა შემოდგომის ტესტებისთვის მსაჯები და ოფიციალური პირები დანიშნა.

14 ნოემბერს, ბორდოში, "მატმუტ ატლანტიკზე" "ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან პირველ, ისტორიულ ტესტს გამართავენ. „ლე ბლესთან“ აქამდე ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია, მას შემდეგ კი 14 წელიწადი გავიდა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი დეიმონ მერფია. 36 წლის ავსტრალიელი საქართველოს თამაშს პირველად იმსაჯებს. კიდეებიდან მას ინგლისელი კარლ დიქსონი და შოტლანდიელი სემ გროუ-უაითი დაეხმარებიან. ვიდეო-რეფერი უელსელი ბენ უაითჰაუსია.

"ბორჯღალოსნები" 20 ნოემბერს ნეიტრალურ მოედანზე, მადრიდში (ესპანეთი) ფიჯის ეთამაშებიან და აქ რეფერი 30 წლის ახალზელანდიელი ჯეიმს დოლმანია. მას საქართველოსთვის ეროვნული ნაკრებების დონეზე არასდროს უმსაჯია. სამაგიეროდ, 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდია 17:12 რომ დაამარცხეს, მოედნის მსაჯი სწორედ დოლმანი იყო.

ზელანდიელს კიდეებიდან თანამემამულე ბენ ოკეფე და იტალიელი ჯანლუკა გნეჩი დაეხმარებიან. ვიდეო-რეფერი ასევე იტალიელი სტეფანო პენე იქნება.

ნოემბერში ტიერ1-ის გუნდების სამ თამაშზე ვიხილავთ 27 წლის ქართველ რეფერის ნიკა ამაშუკელს. აქამდე მან ტიერ 1-ისა და ტიერ 2-ის ნაკრებების დაპირისპირება იმსაჯა, ახლა კი უმაღლეს დონეზე ავიდა.

6 ნოემბერს ის დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" ირლანდია – იაპონიის შეხვედრას იმსაჯებს, ხოლო 13 ნოემბერს ლიონში, "სტად მატმუტზე" ფრანგი "ბარბაროსებისა" და ტონგას მატჩს განსჯის. 20 ნოემბერს კარდიფში უელსი ავსტრალიას ეთამაშება და აქ ამაშუკელი გვერდითი მსაჯი იქნება, ცენტრში მაიკ ადამსონი იმუშავებს, ხოლო მეორე კიდეზე მეთ რეინალი იდგება.

rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო