"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

შემოდგომაზე ჩვენი გუნდი ორ თამაშს გამართავს:

14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთს, საქართველოს დროით 17 საათზე ვეთამაშებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ლე ბლეს" მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით. აქამდე ფრანგებთან ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია;

20 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, არანხუესში, ფიჯის ვერკინებით.

ლევან მაისაშვილმა გაფართოებულში პრაქტიკულად ყველა იმ მორაგბეს უხმო, რომელთა ხილვაც ამ ეტაპზე სურდა. 33 მორაგბიდან 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. გუნდი უკვე შევიდა შეკრებაზე „შევარდენის“ ბაზაზე და 7 ნოემბერს
ბორდოში გაემგზავრება, სადაც პირველი მატჩის წინ მზადების დასკვნით ეტაპს გაივლის.

მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია, რომ მომავალი შეხვედრებისთვის საუკეთესო შემადგენლობის შეკრება მოახერხა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეთა უმეტესობა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უჩივის:

"ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ. შეკრებაზე გვყავს თითქმის ყველა ის მოთამაშე, რომელთა ხილვაც ამ ეტაპზე გვსურდა. ერთადერთი ჯაბა ბრეგვაძემ ვერ შეძლო ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ყველას ერთად ნახვა სასიამოვნო ფაქტია“.

„ასევე სასიამოვნოა, რომ მოთამაშეთა უმეტესობას კლუბებში საკმარისი სათამაშო დრო აქვს და მომავალ შეხვედრებს კარგ ფორმაში ხვდება. კარგი იყო, "შავ ლომს" მესამე თამაშიც ჩაეტარებინა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. კარგია, რომ მოსამზადებელი ეტაპი ერთად გავიარეთ და ამ მხრივ უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე გასულ წლებში. 2017-19 წლებში ლეგიონერების აქტივობა კლუბებში იყო დაბალი, რასაც პანდემია მოჰყვა. კარგია, რომ წელს სურათი შეიცვალა და უთამაშებლობის პრობლემა ისე მწვავედ აღარ დგას“ – ამბობს მაისაშვილი.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული რაზმი ნოემბრის ტესტებისთვის:

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (6 კეპი), გურამ გოგიჩაშვილი (23 კეპი, 10 ქულა); შალვა მამუკაშვილი (83 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (17 კეპი, 5 ქულა), ვანო კარკაძე (5 კეპი, 5 ქულა); ბექა გიგაშვილი (23 კეპი, 10 ქულა), გიორგი მელიქიძე (29 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (1 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (68 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (32 კეპი), დავით გიგაური (12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (11 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (5 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), ბექა საღინაძე (23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (10 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (29 კეპი, 30 ქულა), ბექა გორგაძე (31 კეპი, 35 ქულა);

9: ვასილ ლობჟანიძე (59 კეპი, 50 ქულა), გელა აფრასიძე (35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (5 კეპი);

10: თედო აბჟანდაძე (26 კეპი, 164 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (4 კეპი, 9 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (35 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (10 კეპი, 5 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი);

11-14: სანდრო თოდუა (93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (13 კეპი, 55 ქულა), მირიან მოდებაძე (16 კეპი, 35 ქულა);

15: დავით ნინიაშვილი (7 კეპი, 20 ქულა), ლაშა ხმალაძე (87 კეპი, 53 ქულა).


Georgian Rugby

alt"ბორჯღალოსნები" - ნოემბერში მერფი და დოლმანი გვიმსაჯებს

altჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევან ჩილაჩავა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
dato
02 ნოემბერი 2021 17:56
0
ჩილაჩავას "კასტრმა" შინ "ბრივი" მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 23:22. ლევან ჩილაჩავამ, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს, 28-ე წუთზე ლელო გაიტანა.
dato
02 ნოემბერი 2021 13:36
0
აი რო ამბობს მაისაშვილი ყველა გამოვიძახეთო, ერთადერთი ბრეგვაძე ვერ ჩამოვიდაო, რითი ხსნის ჩილაჩავას რო არ იძახებს? რატო არ უსვამთ ჟურნალისტები კიტვას? კონფლიქტი აქ? კაი, ჩავარდნა ქონდა. ნარიაშილს არა აქ? მელიქიძე სუ ჩავარდნაა თავიდან ბოლომდე! ამოვიდა ყელში ეს უსამართლობა!
ჩილაჩავა
02 ნოემბერი 2021 11:42
4
ჩილაჩავას "კასტრმა" შინ "ბრივი" მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 23:22. ლევან ჩილაჩავამ, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს, 28-ე წუთზე ლელო გაიტანა.
dato
02 ნოემბერი 2021 13:17
0
მიდით ჩვენო ლომებო!!!
გლახუნა
01 ნოემბერი 2021 19:07
0
Თბილისში არ გვექნება თამაში?
დათო
01 ნოემბერი 2021 17:48
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული