25 წლის "ბორჯღალოსანი" ბექა გორგაძე ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და 14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ბექამ, რომლის ანგარიშზე 31 კეპი და 7 ლელოა, ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში, "შემოდგომის ერთა თასზე" ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და ჯვარედინი მყესებიც ამ შეხვედრაში დაიზიანა. მას ოპერაცია შარშან, 9 დეკემბერს ჩაუტარდა და მოედანს უკვე "პოს" მოთამაშის რანგში დაუბრუნდა, სადაც საქმეები კარგად აეწყო და უკვე 7 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"საბედნიეროდ, მოსამზადებელი პერიოდიდან დაწყებული, ყველაფერი ისე და იმაზე უკეთ განვითარდა, ვიდრე ველოდი და შედეგმაც არ დააყოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმის პიკში არ ვიყავი და თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, პირველივე ამხანაგური მატჩიდან შევძელი გუნდში ადგილის დამკვიდრება და მხრის ტრავმის მიღებამდე ყველა შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ამაში იმანაც შემიწყო ხელი, რომ გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა და უმოკლეს დროში შევძელი ინტეგრირება", - ამბობს გორგაძე, რომელიც მომავალ თამაშებს საუკეთესო ფორმაში ხვდება:

"მხრის ტრავმა წარსულს ჩაბარდა და მას შემდეგ ტოპ 14-ში სამჯერ ვითამაშე. ახლა სრულად ვარ გადართული სანაკრებო მატჩებზე და მაქსიმუმს გავიღებ, რათა კარგი შეხვედრები ჩავატარო. "პოში" საკმარისი სათამაშო დრო მქონდა და მიმაჩნია, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ. ბოლო კვირაში ნაკრების წევრებს ტოპ 14-ში არ გვითამაშია, უკვე შეკრებაზე ვიყავით და ამ მხრივაც დასვენებულები ვართ".

გორგაძის აზრით, მომავალ თამაშებს მთელი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება, რისი მიზეზიც ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნება, მიმდინარე სეზონში ლეგიონერებისთვის საკმარისი სათამაშო დრო და ოპტიმალურთან მაქსიმალურად მიახლოებული შემადგენლობაა:

"ვფიქრობ, მთელი გუნდი კარგ ფორმაშია. "შავი ლომის" არსებობა გუნდს სასიკეთოდ უკვე დაეტყო. თბილისის ჯგუფში შემავალი მოთამაშეები გაცილებით შეთამაშებულები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ ხოლმე. მათ რამდენიმე თვე ჰქონდათ ერთად მოსამზადებლად, თამაშებიც ჩაატარეს და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგზეც აისახება. ჩვენთვის, ლეგიონერებისთვისაც, გაცილებით მარტივი იყო ადაპტაცია, რადგან თბილისის ჯგუფს უკვე გავლილი ჰქონდა სათამაშო და აუტების სისტემა, რაც პროცესს ამარტივებს.

სამწუხაროდ, ბოლო მომენტში დაშავდა გელა აფრასიძე, თორემ ტრავმების მხრივაც ოპტიმალურ სიტუაციაში ვიყავით. ლეგიონერებს მიმდინარე სეზონში საკმარისი სათამაშო დრო გვაქვს და ეს ხარისხზეც აუცილებლად აისახება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვერგებით კლუბებს, რაც ნაკრების შემდგომი პროგრესისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ მაღალ დონეზე რეგულარულად თამაშით მოპოვებული გამოცდილება ნაკრების წინსვლას მოვახმაროთ".

ისტორიული მატჩის მოლოდინში

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთს ისტორიაში მეორედ ხვდება, მაგრამ პირველად მსოფლიო თასს მიღმა. "ლე ბლეს" პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე, მარსელში ვეთამაშეთ და მაშინ მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ფრანგებს "შემოდგომის ერთა სერიების" ეგიდით 14 ნოემბერს, ჩვენი დროით 17:00 საათზე "სტად მატმუტზე" ვერკინებით. აღსანიშნავია, რომ "პოში" გადასვლამდე გორგაძე სწორედ ამ სტადიონის ბინადრის, "ბორდოს" ღირსებას იცავდა.

"ამ ისტორიულ თამაშს ყველა მოუთმენლად ველოდებით. საფრანგეთის ნაკრების ეს თაობა ბრწყინავს თანამედროვე რაგბიში და ეს ზაფხულში ავსტრალიაშიც დაამტკიცეს, როდესაც "ვოლაბებთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მათი თამაშის ხარისხით და შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, 2023 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც საფრანგეთში ტარდება, მასპინძლები ერთ-ერთი ფავორიტები არიან. კონტრშეტევაზე და არეულ თამაშში ყველა მათგანი საფრთხეს წარმოადგენს და დიდი გამოცდა გველის.

მეორე მხრივ, ესაა თაობა, რომლის წინააღმდეგაც 20-წლამდელთა ნაკრებში არაერთხელ გვითამაშია. გარდა ამისა, ეს ბიჭები ტოპ 14-ში ჩვენი თანაგუნდელები არიან და მათი თამაშის სტილი ჩვენი საკუთარი ხუთი თითივით ვიცით. ეს ჩვენთვის ერთგვარი სტიმულია, რადგან ვიცით, რომ ბევრ რამეში შეგვიძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. მნიშვნელოვანი იქნება საწყისი წუთები და პირველი კონტაქტები. ფრანგებმა საწყის წუთებში თუ დაგჩაგრეს, მერე თამაშის მსვლელობა სრულად იცვლება. ამიტომ საწყისი სასტვენიდანვე უნდა ვიყოთ აგრესიულები.

პირადად ჩემთვის ეს ნაცნობი ქალაქი და გარემოა, რაც სტიმულს კიდევ უფრო მმატებს. მოედანზე საბრძოლველად გავდივართ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივრებმა და ჩვენმა ოჯახებმა იამაყონ".

საფრანგეთთან ჯახის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ესპანეთში გადაინაცვლებს, სადაც 20 ნოემბერს არანხუესში ფიჯის ერკინება - გუნდს, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე გვაჯობა და რომელსაც დიდი ალბათობით, 2023 წლის მსოფლიო თასზეც შევხვდებით:

"2019 წლიდან მოყოლებული, ფიჯისთან დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. სამწუხაროდ, ვერც იაპონიაში და ვერც შარშანდელ "შემოდგომის ერთა თასზე" ვერ შევძელით მათი დამარცხება. ვიყოთ რეალისტები და ასეთი კომპლექტაციის ფიჯის დამარცხება იოლი არ იყო, ახლა კი ამის შანსი კიდევ ერთხელ მოგვეცემა. ცოტა შორსაც თუ გავიხედავთ, მომავალ მსოფლიო თასზეც, დიდი ალბათობით, კვლავ ფიჯისთან მოგვიწევს შეხვედრა და ეს მატჩი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.

ამ ეტაპზე საფრანგეთისთვის ვემზადებით, მერე კი ვნახავთ, როგორ ითამაშა ფიჯიმ ესპანეთის წინააღმდეგ, რას იზამს უელსთან და რადგან მოსამზადებლად მოკლე კვირა გვაქვს, ალბათ, დიდ დროს დავუთმობთ ვიდეოანალიზებს. ფაქტი ისაა, რომ პრინციპულ მეტოქესთან ღირსეულად სათამაშოდ მაქსიმალური მობილიზებით მოვემზადებით".

rugby.ge

გლახუნა
მიდით ლ ო მ ე ბ ო - თავიდანვე აგრესიით, მერე 10 წუთი ბურთაობა, მით დასვენება... მერე ისევ აგრესიით ბოლომდე - ბურთი ა რ დაუთმოთ , ხშირად არ გადაუგდოთ, მით შეტევების საშუალება არ მისცეთ , საკმაოდ სწრაფები არიან...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო