"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 16 ლეგიონერია – თითო-თითო ინგლისიდან და რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. ამ 14 მოთამაშიდან 10 ტოპ 14-ის კლუბების ღირსებას იცავს, ოთხი კი პრო დე2-იდანაა. შემადგენლობაში 7 მორაგბეა "შავი ლომიდან".

დავით ნინიაშვილი, რომელიც "ლიონს" ზაფხულში შეუერთდა, ლეგიონერის სტატუსით პირველად ითამაშებს. ტოპ 14-ის მოთამაშის რანგში შემადგენლობაში პირველად არიან "იონში" ნინიაშვილის თანაგუნდელი ბექა საღინაძე და "ბიარიცის" მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. საფრანგეთში, კერძოდ, პრო დე2-ის "აჟენში" გადასვლის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს
გრიგორ ქერდიყოშვილი.

ტრავმების მოშუშების შემდეგ ნაკრებს ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ ბექა გორგაძე და ქერდიყოშვილი. თებერვლის შემდეგ "ბორჯღალოსნებთან" ერთად პირველადაა გიორგი ცუცქირიძე.

მაისაშვილის თქმით:

"ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. მცირე ტრავმა აქვს მიხეილ ნარიაშვილს, რომელიც ფიჯისთან მატჩისთვის, სავარაუდოდ, მწყობრში იქნება. ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და ფორმაში შედის ლაშა ჯაიანი. სხვა მხრივ, ყველანი ჯანმრთელად და კარგად მომზადებულია. სასიხარულოა, რომ ტრავმიდან დაგვიბრუნდნენ ბექა გორგაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ცუცქირიძე. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მსვლელობისას დიდ ძალას შეგვმატებენ შეცვლაზე მყოფი მორაგბეები“.

"ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთისა და ფიჯისთან მატჩებისთვის მზადება 1-ელ ნოემბერს თბილისში, "შევარდენის“ ბაზაზე დაიწყო, 7 ნოემბერს კი საფრანგეთში გაემგზავრა. ბორდოში გუნდმა ბოლო მოსამზადებელი ვარჯიში გუშინ გამართა. დღეს დასვენების დღეა, ხვალ "სტად მატმუტზე" - კაპიტნის ვარჯიში, ხოლო კვირას საფრანგეთს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ვერკინებით.

საფრანგეთთან მატჩი 14 ნოემბერს, საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

შემოდგომის ერთა სერიები | 14 ნოემბერი. 17 საათი (საქ. დრო)

საფრანგეთი – საქართველო | ბორდო. "სტად მატმუტი“

Sportall.Ge

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 7 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 55 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 35 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 93 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 26 კეპი, 164 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 59 კეპი, 50 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 23 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 83 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 29 კეპი, 15 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 5 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 68 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 23 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 21 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 31 კეპი, 35 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 17 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 23 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 1 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 32 კეპი), 20.თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 10 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 5 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 10 კეპი, 5 ქულა).

წყარო: Georgian Rugby

altბექა გორგაძე: ფრანგებთან მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივრებმა და ჩვენმა ოჯახებმა იამაყონ

altმერაბ შარიქაძე: ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია

მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ არ იძახებენ ლექსო ყაულაშვილს.კაცი ტოპ-14 სიმბოლურში ხვდება.
ასა
16:32 13-11-2021
0
წარმატებებს გისურვებთ!!
ვიმედოვნებ, რომ მწვრთლენმა, კაპიტანმა და თითოეულმა გუნდის წევრმა დაჯაბანა თავის თავში ის განწყობა, რომ მხოლოდ კარგი წინააღმდეგობის გასაწევად გადიან მოედანზე, არამედ სჭერათ, რომ მოიგებენ და სწორადაც, რომ მოსაგებად გადიან!
გასაგებია, რომ ეს საფრანგეთის ნაკრებია, მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საფრანგეთი 2023 წელს იქნება ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ვინც შეეცდება მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, მაგრამ ერთი კონკრეტული თამაში საქართველოს ნაკრებს შეუძლია მოუგოს ყველას.
გრძელ პერიოდზე გათვლილი შეჯიბრი, სადაც გჭირდება შემადგენლობის დიდი სიღრმე რთული მისაგებია, მაგრამ ერთი კონკრეტული შეხვედრის მოგება გუნდს, რომლეშიც ნამდვილად ძალიან კარგი მოთამაშეები არიან თავმოყრილი მჯერა, რომ შესაძლებელია!
გორდა
07:41 13-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული