"ბორჯღალოსნების" საბრძოლო ფრე ფიჯისთან - 15:15 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ქალაქ არანხუესში ჩატარებული ტესტ-მატჩი საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებს შორის 15:15 დასრულდა.

„ბორჯღალოსნები“ მეტოქეს შეტევითი თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და აბჟანდაძემ ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი დააწინაურა, რის შემდეგაც ფიჯელთა მრავალფაზიანი, სახიფათო იერიშის მოგერიება შეძლეს. ჩვენი გუნდი კარგად გამოიყურებოდა შერკინებაში და დერეფანში. 27-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება ვერ მოახერხა, სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და იქით მიიღო ლელო. გარდასახვა კი ფიჯიმ ვერ გამოიყენა. 37-ე წუთზე აბჟანდაძემ მესამე საჯარიმო შეასრულა უზადოდ. გამოიკვეთა, რომ მშვიდ, კლასიკურ თამაშში ჩვენი გუნდი დაცვაში უკეთ ირჯებოდა,
ვიზავისთან უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმი 9:5 მოიგო.

შესვენების შემდეგ ფიჯიმ გამეტებით შემოგვიტია, ლელო ვერ გაიტანა, თუმცა საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული „ბორჯღალოსნებმა“ ისევ დაიწყეს იერიშების მიტანა, აბჟანდაძემ ორი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ მერე ფიჯიმ ლელოც გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა ვიზავის გააფთრებულ იერიშებს გაუძლეს და საბოლოოდ საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.

5 ჯარიმა: თედო აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 33 /
მსგავსი ამხანაგური თამაშები უნდა გამოვიყენოთ ზრდისთვის და არა შედეგისთვის, ქულებზე რომ ვართ ორიენტირებული და არა ხარისხის გაუმჯობესებაზე ძალიან ცუდი როგორ უნდა გავიზარდოთ თუ შეტევაში არ წავედით მერე რა რომ დავკარგავთ და კონტრ ლელოს მივიღებთ მთავარი იქნებოდა გვეთამაშა გავიგეთ რომ თედო კარგად ურტყამს აღარ უნდა ვარჯიში მაგაში
გოგა
21 ნოემბერი 2021 20:11
2
ფიჯისთან ფრე კარგი შედეგია... თუმცა მოგება სჯობდა. იმედია, შემდეგში მოვუგებთ... უხერხული მეტოქეა.
tngh
21 ნოემბერი 2021 14:32
0
ამ ეტაპზე მხოლოდ ჩახურული თამაშით გვაქვს შანსი ფიჯისთან, ხომ ნახეთ უელსს კინაღამ მოუგო, ასე რომ ჩემი აზრით სწორი ტაკტიკით ათამაშა მაისაშვილმა, შედეგიც მისაღებია, ზაფხულში ყველა ტესტი რომ გვეთამაშა ამ თამაშს მოვიგებდით... მალე დადგება დრო როდესაც ფიჯისთან ეს შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს..
zviads
21 ნოემბერი 2021 13:54
1
სამწუხაროდ- ეს ა რ იყო მოგებისთვის თამაში...ალბათ სხვაგვარი მომზადება ჭირდება(!) ისე ჩვეულებრივ- ბიჭების თავგანწირული თამაში ვნახეთ - რისთვისაც გვიყვარს ჩვენ რაგბისტები- ბიჭები და ვაფასებთ.
გლახუნა
21 ნოემბერი 2021 11:55
0
ნინიაშვილი, გორგაძე და შარიქაძე შეუცვლელები გვყვავს. ლობჟანიძე,მიქაუტაძეც კარგი იყო. გიგაშვილი ბევრჯერ დაჯარიმდა. კვესელაძემ თუ არ მოუმატა -საქართველოს ჩემპიონატიდან უკეთესებიც მოდიან.
rable
21 ნოემბერი 2021 07:57
0
მაისაშვილის ადგილას, კვესელაძეს ფიჯისთან არ ვათამაშბდი. მერამდენედ უნდა ... არ გამოდსდის ამ ბიჭს ფიჯის ნაკრებთან თამაში და ძალაა???
....
21 ნოემბერი 2021 23:34
0
ბოლოს ბურთის გადაგდება და ფრეზე დაყაბულება რავი რაა...კი,ფიჯია,მაგრამ ძალიან კაცნაკლული და ლელოს შანსიც რომ არ გაქვს...
მეორე,ეს რა მოედანზე გვათამაშეს,ალაგ ალაგ ბალახი და მოედანი ძალიან უსწორმასწორო.სად იპოვეს,ან როგორ დათანხმდა ორივე ნაკრების დელეგაცია მაგ ხნულებში თამაშს????დავიჯერო ნაკლები ქირის გამო მოხდა თუ რა ხდება?))))ამ მოედანს ჩემი ოკუპირებული სოფლის სტადიონი მილიონჯერ ჯობდა.
ალექსი
21 ნოემბერი 2021 06:09
4
ფიჯისთან ასეთი სტადიონი იყო საჭირო. სწორი ქნეს.
დათო
21 ნოემბერი 2021 12:48
0
გაითვალოსწინეთ რომ ფიჯის აკლდა: იატო,ნადოლო, ბოთია, რადრადრა და მურიმურივალუ. საქართველოს ნაკრებს კი ლელოს დადების შანსიც არ ქონია. რითი ვართ კმაყოფილი და ბედნიერი
123
21 ნოემბერი 2021 01:49
17
ფიჯელებს შორის, თამაშის კლასში დიდი განსხვავებაა არაა! ყველანი ჩვენს მორაგბეებზე ძლიერები არიან! თქვენ ეს უნდა იცოდეთ! იაპონიაში ხომ შევუტიეთ... ამ თამშშიც კონტრშეტევაზე დაგვიდეს ლელო! ეს მათი სტიქიაა!
....
21 ნოემბერი 2021 22:37
0
რა შანსზე ლაპარაკობ თუარ შეუტევ ლელო ჰაერიდან კიარ მოდის? 5მეტრიანში ერთხელაც არ გადაუკიდით ბურთი ყველა ჯარიმა კარებში გაუშვეს და მთელი თამაში დაცვაში რო იყვნენ მაგიტო იყო ბოლოს ფეხზე რო ვეღარ იდგნენ ისე იყვნენ დაღლილები
რომა
21 ნოემბერი 2021 13:29
4
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს წარმატებულ თამაშს ძლიერ ფიჯის ნაკრებთან! თედო აბჟანდაძე ძალიან მაგარი ხარ! საქართველოს ნაკრები დღეს შენ გადაარჩინე თამაშის წაგებას! გვიმრავლოს შენისთანა ნიჭიერი ქუთაისელი! დიდი წარმატებაა დღეს ფიჯის ნაკრებთან ასეთი თანაბარი თამაში! მართალი გითხრათ მყარად ვფიქრობდი საქართველოს ნაკრების წაგებას.
....
21 ნოემბერი 2021 00:18
6
ძალიან რთული შეხვედრა იყო. ამჟამად ფიჯი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და დიდი ამბიციები აქვს. დღევანდელი შედეგი ნამდვილად დადებითია. გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი კომპონენტია, მაგ., შეტევა. მთლიანობაში ჩვენი ნაკრები სწორ გზაზეა.
gogig
20 ნოემბერი 2021 23:20
6
ეს რაგბი არ იყო, ეს იყო წვალება და რა თქმა უნდა თავგანწირვა ქართველი მორაგბეების. უდიდესი პოტენციალი გვაქვს,უდიდესი, მაგრამ მწვრთნელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელი უნდა ამ საქმეს.
David
20 ნოემბერი 2021 22:18
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული