მაისაშვილი: ამ ორი მატჩით ერთი საფეხურით ზევით ავედით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

არანხუესში გამართული რკენა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 15:15 დასრულდა. მაისაშვილს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარისხი მოეწონა:

"თამაშამდე ღრმა ანალიზი გვქონდა, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და მთლიანობაში ეს მოვახერხეთ. შეხვედრის დებიუტშივე შევძელით თამაშის მართვა, რისი პრობლემაც ძლიერ გუნდებთან სულ გვაქვს ხოლმე. ფიჯიმ შეცდომები დაუშვა და მათი რეალიზება შევძელით. საწყენია, რომ იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ. ამ ეპიზოდში ემოციამ გვძლია, თორემ დარწმუნებული ვარ, შემდეგ ფაზაში ლელოს ჩვენ დავდებდით.
სამწუხარო იყო ტაიმის ბოლოს აცელილი ჯარიმა. როგორც აღმოჩნდა, ის გადამწყვეტი იქნებოდა. მთლიანობაში, ტაიმმა ჩვენი კარნახით ჩაიარა, ვიყავით ხისტები დაცვაში და კარგად ვმოქმედებდით ფეხით თამაშისას.

მეორე ტაიმში ფიჯიმ თავისი თამაში მოგვახვია თავს და ასეთ დროს მისი შეჩერება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანი იყო, რომ შევძელით მათი მოლების გაჩერება და შერკინებაში რამდენჯერმე დავაჯარიმეთ. საწყენია, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, რისი შანსიც გვქონდა, თუმცა წაგებამდეც ერთი ნაბიჯი იყო. მთლიანობაში, ჩვენი გეგმის ნაწილობრივ განხირციელება შევძელით და თამაშსაც დადებითად ვაფასებ.

მიმაჩნია, რომ ამ თამაშით და ზოგადად ამ ტურნეთი, ერთი საფეხურით ზევით ავედით. ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და დაინახეს, რომ ამ მრისხანე მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვახსოვს რა შედეგით დასრულდა ფიჯისთან მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასზე. მას შემდეგ, შარშანდელ შეხვედრაში გვქონდა პროგრესი, ახლა კი შარშანდელთან შედარებით იყო პროგრესი. ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ნოემბრის ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
წარმატებები ლევანს და ბიჭებს, კარგები ხართ!!! ვინც ლევანს იცნობს მისი ნეპოტიზმში დადანაშაულება უბრალოდ სირცხვილია..
zviads
22 ნოემბერი 2021 10:33
2
არანაირი წინსვლა ამ კაცის ხელში ნაკრებს არ აქვს ყველგან ამას ვწერ და სანამ ეს კაცი არის მთავარი მწვრთნელი დავწერ დაუბრუნდი ლელო სარასენს ბატონო ლევან და მოიყვანეთ ვინმე უცხოელი გამოცდილი ადამიანი თითქმის მთელი ნაკრები უმათლეს დონეზე თამაშობს კლუბებში რატომ არ შეიძლება ეს გრანდებთან ვითო. ბრძოლაში წაგება არ გვაკმაყოფილებდეს? 4 ლელოზე მეტით რო მოგიგებს რომელ ბრძოლაზეა ლაპრაკი თუ ესე ძალიან უნდა ნაკრებში ყოფნა იყოს ასისტენტად მაგრამ ასისტენტი რომ იყოს იქ ვეღარ ჩასვავს განაცხადში ბევრ “საყვარელ” მოთამაშეს
21 ნოემბერი 2021 23:07
26
სამართლიანი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ეს თამაში იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. რაგბი რთული თამაშია და წვრილმანებში უნდა ერკვეოდე და სხვა გუნდის თამაშებსაც უნდა ადევნოს კაცმა ხანდახან თვალი, რომ მიხვდეს დღეს სად ვდგევართ. მადლობა მთელს საქართველოს ნაკრებს, ყველას ერთად. წარმატებებით მომავალში კიდევ!
გიორგი
22 ნოემბერი 2021 00:44
2
არ დაიღალეთ ამ "ერთი ნაბიჯით წინ წავედით" და წინ გადადგმული ნაბიჯებით?გამაგებინეთ თქვენ ხო ერკვევით დეტალებში და სხვების თამაშებსაც უყურებთ ნაკრებმა რომელ კომპონენტში მოუმატა ამ კაცის ხელში ან რომელი მნიშვნელობანი თამაში მოვიგეთ? ფიჯის ჰეიგთან ერთად ლელო არ დავადებინეთ თუ გახსოვთ ისე მოვუგეთ არ ვამბობ რომ ყველაფერი კარგად იყო მაგრამ აშკარაა ამ კაცს არ აქვს ცოდნა ამ დონეზე იყოს მწვრთნელი
22 ნოემბერი 2021 11:37
7
ყველა გამოხმაურება
გენაცვლეთ!
Რაგბის ფანი
22 ნოემბერი 2021 07:34
0
ilias
2001 წელს ბუქარესტში ლევან ცაბაძის( ლეონსიოს) შესანიშნავი თამაშის შემდეგ პირველად მოვიპოვთ ევროპის ერთა თასი, რუმინეთის ნაკრები დავამარცხეთ.
....
22 ნოემბერი 2021 06:43
0
... უი შენ სხვა ყოფილხარ :D გაიხარე. მართლა რთული პერიოდი იყო ის დრო როცა ყველა თამაში საბრძოლო იყო ერთა თასზე. საბოლოოდ ცაბაძის შემდგომმა თაობამ დახვეწა შეძლო და 2015 წელს ძალიან ძლიერი ნაკრები გამოდგა. თამასა აიწია რაღაცნაირად ზევით და ახლა ახალ სახეებს დრო სჭირდებათ რომ კაჭის მამუკას და მათ თაობას გადაასწრონ და სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ წერტილი საიდანაც პროგრესს ვითვლით, 2018 წლიდან დღემდე წინ მივდივართ და ვნახოთ 2023 წლამდე უნდა დავიხვეწოთ მსოფლიოსთვის, მთავარი ჯახი ფიჯისთან იქ გველის!
ილაისი
22 ნოემბერი 2021 18:26
0
მაგას ვამბობ რომ 2001 წელს მოვიპოვეთ ეა მერე 2007 წელს. 6 წელი არ გვქონდა თასი აღებული და შენ იძახი რომ ადრე როგორც ვიყავით ახლაც მასე ვართ
ილიასი
22 ნოემბერი 2021 18:19
0
20 წლის წინ აშკარად არაფერი გახსოვს, კუნძულელები გვაპამპულებდნენ და ხშირდად რუმინეთთანაც ვაგებდით ესპანეთთანაც და პორტუგალიასთანაც. 2001-დან 2006 წლამდე მოგებული არ გვქონდა ერთა თასი. აშკარა პროგრესია გორგოძის და ზირაქას თაობათა ცვლიდან გამომდინარე
ilias
ერთი ის გამაგებინა, დიზლაიკს რატომ უწერთ ამ კაცის კომენტარს??? :)) P.S. 20 წლის წინ რუმინელებთან იშვიათად ვიგებდით ხოლმე, თითქმის ყველა თამაშს ვაგებდით!
....
22 ნოემბერი 2021 06:01
1
უფრო ადრე თმაშობდნენ თუ თამაშობდნენ ქართული რაგბის ლეგენდები დუგლას კავთელაშვილი ,მოგვიანებით მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის "მშენებელი"(ბოლოს სახელი გადაერქვა-"აია") სამჯერ ზედიზედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1987,88,89 წლებში და ორჯერ თასის მფლობელი.ოლეგ ლიპარტელიანი.საშა ნაჭყებია,ბართლომე ხამაშურიძე, ბესარიონ ლილუაშვილი ნუგზარ ძაგნიძე (მამუკა გორგოძის დონის ლიდერი რაგბისტი იყო საბჭოთა კავშირში, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული). მაშინ რუსულ გუნდებთან ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაშები გვქონდა. ამ ადამიანების ძალისხმევით დაიწყო ქართული რაგბის აღორძინება, უაღრესად წარმატებული სვლა!
....
22 ნოემბერი 2021 15:45
0
უფრო ადრე პერიოდს თუ ავირებთ, შეიზლება რაგბს არა მაგრამ ლელოს ვთამაშობდით
ლევანი
22 ნოემბერი 2021 14:45
1
ყველა გამოხმაურება
Cota riskia tamashshi sachiro
Shepaseba
22 ნოემბერი 2021 02:16
1
Dinji nabijebit miviwevt win, amasobashi sxvac ar wamogvewios, tamashshi cota unda garisko kidec tan romeli finali eg tamashi iyo
Shepaseba
22 ნოემბერი 2021 02:12
0
რომ გაერისკათ წააგებდნენ დიდი ანგარიშით. ნუ გავიწდებათ ვის ვეთამაშეთ, ყველაფერი გააზრებულად იყო. გარისკავ ფიჯისთან და 70% აქეთ იღებ შენსკენ. ასეთი გუნდია, თავისი პლიუსები და მინუსები ქონდა. იმ ლელოზეც რაც მივიღეთ ძაან ნუ იდარდებთ, თამაშგარეში იყო ლობჟანიძე ფეხი როდესაც მიარტყა, მინიმუმ 3 ქულას მაინც აიღებდა მაშინ ფიჯი.
deme
22 ნოემბერი 2021 03:03
0

სიახლეები პოპულარული