მაისაშვილი: ამ ორი მატჩით ერთი საფეხურით ზევით ავედით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

არანხუესში გამართული რკენა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 15:15 დასრულდა. მაისაშვილს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარისხი მოეწონა:

"თამაშამდე ღრმა ანალიზი გვქონდა, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და მთლიანობაში ეს მოვახერხეთ. შეხვედრის დებიუტშივე შევძელით თამაშის მართვა, რისი პრობლემაც ძლიერ გუნდებთან სულ გვაქვს ხოლმე. ფიჯიმ შეცდომები დაუშვა და მათი რეალიზება შევძელით. საწყენია, რომ იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ. ამ ეპიზოდში ემოციამ გვძლია, თორემ დარწმუნებული ვარ, შემდეგ ფაზაში ლელოს ჩვენ დავდებდით.
სამწუხარო იყო ტაიმის ბოლოს აცელილი ჯარიმა. როგორც აღმოჩნდა, ის გადამწყვეტი იქნებოდა. მთლიანობაში, ტაიმმა ჩვენი კარნახით ჩაიარა, ვიყავით ხისტები დაცვაში და კარგად ვმოქმედებდით ფეხით თამაშისას.

მეორე ტაიმში ფიჯიმ თავისი თამაში მოგვახვია თავს და ასეთ დროს მისი შეჩერება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანი იყო, რომ შევძელით მათი მოლების გაჩერება და შერკინებაში რამდენჯერმე დავაჯარიმეთ. საწყენია, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, რისი შანსიც გვქონდა, თუმცა წაგებამდეც ერთი ნაბიჯი იყო. მთლიანობაში, ჩვენი გეგმის ნაწილობრივ განხირციელება შევძელით და თამაშსაც დადებითად ვაფასებ.

მიმაჩნია, რომ ამ თამაშით და ზოგადად ამ ტურნეთი, ერთი საფეხურით ზევით ავედით. ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და დაინახეს, რომ ამ მრისხანე მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვახსოვს რა შედეგით დასრულდა ფიჯისთან მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასზე. მას შემდეგ, შარშანდელ შეხვედრაში გვქონდა პროგრესი, ახლა კი შარშანდელთან შედარებით იყო პროგრესი. ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ნოემბრის ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
არანაირი წინსვლა ამ კაცის ხელში ნაკრებს არ აქვს ყველგან ამას ვწერ და სანამ ეს კაცი არის მთავარი მწვრთნელი დავწერ დაუბრუნდი ლელო სარასენს ბატონო ლევან და მოიყვანეთ ვინმე უცხოელი გამოცდილი ადამიანი თითქმის მთელი ნაკრები უმათლეს დონეზე თამაშობს კლუბებში რატომ არ შეიძლება ეს გრანდებთან ვითო. ბრძოლაში წაგება არ გვაკმაყოფილებდეს? 4 ლელოზე მეტით რო მოგიგებს რომელ ბრძოლაზეა ლაპრაკი თუ ესე ძალიან უნდა ნაკრებში ყოფნა იყოს ასისტენტად მაგრამ ასისტენტი რომ იყოს იქ ვეღარ ჩასვავს განაცხადში ბევრ “საყვარელ” მოთამაშეს
21 ნოემბერი 2021 23:07
26
მე, მთლიანად ვიზიარებ მამუკა გორგოძის შეხედულებას უცხოელ მწვრთნელთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის. ვფიქრობ ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო გამოცდილება საკმარისად აქვს, რომ ეროვნულ ნაკრებს წარმატების მიღწევაში მიეხმაროს. სამწვრთნელო შტაბს კი გაძლიერება არ აწყენდა და არც მაღალი დონის უცხოელი კონსულტანტი აწყენდა მთავარ მწვრთნელს, მაგრამ ქართველი მთავარი მწვრთვნელი ამ ეტაპზე ოპტიმალურ გამოსავლად მეჩვენება. "შავი ლომი" -ის ფრანჩაიზის შექმნა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სამწვრთნელო შტაბს, რომ ეროვნულ ნაკრებს ბევრად უკეთესად მომზადებული და შეთამაშებული რაგბისტები ხვდებოდნენ, მომზადდეს უახლოესი რეზერვი, გაიზარდოს სიღმეები და დამუშავდეს სათამაშო კომბინაციები, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ეროვნული ნაკრების თამაშს. ამასთან, მთავარია ქართულ მენტალობაში ღრმად გამჯდარი ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის რეციდივებისგან განთავისუფლება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს გული ვატკინო, ან ვინმეს ჯინი მჭირს, არამედ იმიტომ, რომ მეტი წარმატების მიღწევაში ხელი არაფერმა შეგვიშალოს. წარმატებას ვუსურვებ სამწვრთნელო შტაბს და სრკ -ის ახალ ხელმძღვანელობას ! ! !
პანტელეიმონი
23 ნოემბერი 2021 16:55
2
არ დაიღალეთ ამ "ერთი ნაბიჯით წინ წავედით" და წინ გადადგმული ნაბიჯებით?გამაგებინეთ თქვენ ხო ერკვევით დეტალებში და სხვების თამაშებსაც უყურებთ ნაკრებმა რომელ კომპონენტში მოუმატა ამ კაცის ხელში ან რომელი მნიშვნელობანი თამაში მოვიგეთ? ფიჯის ჰეიგთან ერთად ლელო არ დავადებინეთ თუ გახსოვთ ისე მოვუგეთ არ ვამბობ რომ ყველაფერი კარგად იყო მაგრამ აშკარაა ამ კაცს არ აქვს ცოდნა ამ დონეზე იყოს მწვრთნელი
22 ნოემბერი 2021 11:37
7
ყველა გამოხმაურება
ვინც ქართული რაგბის წინსვლას ვერ ამჩნევს სულ მინიმუმ აზრზე არ არის რაგბის. ფიჯის რაც შეეხება მათ შემადგენლობაში მინიმუმ 19 კაცი საუკეთესოა თავის კლუბში ტოპ 14-ში. უელსს ერთი კვირის წინ 60 წუთი კაცნაკლულმა კინაღამ მოუგო. რაც შეეხება ჟვანიას და ჩილაჩავას, ვინც მათ დაბრუნებას ითხოვთ, იცით ჟვანია სად თამაშობს ამ ბოლო დროს და რა ფორმაშია? ან ჩილაჩავას თამაში როდის ნახეთ ბოლოს? დღესდღეობით სუკეთესოებია ნაკრებში და არავისთვის დაკეტილი არ არის
გია
21 ნოემბერი 2021 22:59
9
ჩილაჩავა მშვენიერ ფორმაშია!
გიორგი
23 ნოემბერი 2021 16:37
1
ზევით ასვლის რა დაინახეთ?ფიჯის შეცდომებზე ითამაშა გუნდმა, არანაირი სიახლე არ დაგვინახავს
მთ
21 ნოემბერი 2021 21:47
19
არ მესმის რატო ჰქვია "ერთი საფეხურით ზევით ასვლა" -ფიჯისთან ფრით კმაყოფილებას, როცა მათთან უფრო პრინციპული თამაში გვაქვს მოგებული...
საფრანგეთთან შედარებით ნაკლები ბალანსით წაგებაც ნუ აგვაეიფორიებს -(აქაოდა ზელანდიასაც ბევრით მოუგოვო) ყველა ჩახედულმა იცის რა განწყობაა ტიერ ერთებთან და დანარჩენებთან თამაშისას...
rable
21 ნოემბერი 2021 21:39
17
ერთი ვერ გამიგია, საფრანგეთის ნაკრები ერთ-ერთი ძლიერი გუნდია მსოფლიოში. ამ ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს ჩვენი ნაკრების წევრთა 70%. ისინი ფრანგი მოთამაშეების დონის რომ არ იყვნონ ფრანგულ გუნდებში ვინ მიიწვევდა? ამიტომ ჩემის აზრით ჩვენი ნაკრები ფიჯისთვის და მაგის დონის გუნდებისთვის, თუნდაც იტალიისთვის არ უნდა იყოს ხელწამოსაკრავი გუნდი. ანუ რა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის?
ჟორა გაბრიჭიძე
21 ნოემბერი 2021 20:11
2
ჩვენების უმრავლესობა საფრანგეთის მეორე ლიგაშია. ვინც თოფ14-შია ძირითადში იშვიათად აყენებენ.
გიორგი
23 ნოემბერი 2021 16:41
0
ნამდვილად საქართველოს ეროვნული ნაკრების აქტივში ჩასათვლელი თამაშები იყო, მაგრამ არ შემიძლია ჩემი რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება არ გამოვთქვა. ვიქრობ მოთამაშეების სელექციაში ნეპოტიზნს და ფავორიტიზმს, თუ გამოვრიცხავდით, ბევრად უკეთეს შედეგს მივაღწევდით თუნდაც უკანასკნელ თამაშებში. 9 ნომერზე ლობჟანიძის და აფრასიძის დონის ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული მოთამაშეები ჯერჯერობით არ გვყავს და აფრასიძის ტრამვის პირობებში ფიჯისთან ლობჟანიძის შეუცვლელად თამაში მაინც დიდ შეცდომად მიმაჩნია. რა ლოგიკით გყავდათ ალანია მარქაფაში ფიჯელებთან მატჩში? მადლობა ღმერთს, რომ არ გამოიყვანეთ, თორემ ისეთივე სირცხვილს ვჭამდით და მოთამაშესაც ღრმა ფსიქოლოგიურ ტრამვას მივაყენებდით ციკლოპური აღნაგობის ფიჯელებთან თამაშით, როგორც ეს მათიაშვილს დაემართა იმავე ფიჯელებთან ადრე გამართულ მატჩში. რითი შეიძლება აიხსნას ალანიას ფიჯელებთან მარქაფაში ყოფნა და საერთოდ ნაკრებში ყოფნა, თუ არა ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი? ვფიქრობ 9 ნომერზე ქართულ რაგბს აქვს რესურსი მესამე-მეოთხე ტექნიკურად, ფიზიკურად და მენტალურად ბევრად უფრო მომზადებული შემცვლელი წარადგინოს ეროვნულ ნაკრებში! რაც შეეხება 10 ნომერს, უდიდეს შეცდომად მიმაჩნია წლების განმავლობაში ლაშა მალაღურაძის არა სათანადოდ გამოყენება ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, მიუხედავად მისი ასაკისა, შეცდომაა ის, რომ მალაღურაძე არ იყო გამოძახებული "შავ ლომში", რაც მას გაუორმაგებდა მოტივაციას შესულიყო ფორმაში და დაბრუნებულიყო ნაკრებში. ლაშას ძლიერი ფეხი, რომელიც მუდმივად მოგვაგებინებდა 60-70 მეტრით მოედანს და ასევე მისი ფიზიკური შესაძლებლობები აქტიურად ემუშვა შებოჭვებზე ის ოფციაა რასაც არ იყინებს ჩვენი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია "კრასნი იარის" კლუბმა კონტრაქტის გაგრძელებაზე მხოლოდ იმიტომ უთხრა ლაშას უარი, რომ მან უარი არ თქვა საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაზე, რაც ასევე მის დიდ პატრიოტიზმზე მიუთითებს. არ მინდა ბევრისთვის ცნობილი ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის სხვა მაგალითები მოვიყვანო და ამით ზედმეტი აჟიოტაჟი შემოვიტანო ჩვენს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ სამწვრთნელო შტაბს; ებრძოლეთ ამ მავნე სენს თქვენს პროფესიულ საქმინობაში და ეს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ როგორც თქვენ, ისე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რაგბში ! ! !
პანტელეიმონი
21 ნოემბერი 2021 19:03
3
კარგით რა, საკმარისია ეს უტრირებული კომენტარები რაგბში. რა ნეპოტიზმზეა და ფავორიტიზმზეა საუბარი, ფედერაცია ფეხებზე წელს იდგამს საუკეთესოებში დაიმკვიდროს ადგილი.ეს მოარული, სპორტის სხვა სახეობებში ფეხგადგმული დაბალი დონის კომენტარები არ ესადაგება რაგბს.
ლევანი
21 ნოემბერი 2021 22:04
11
ჩილაჩავა ჟვანია კიდევ იყო ერთი ბიჭი გვარი დამავიწყდა.. ნაკრები ზებრის არაა ეგ ნაკრები ჩვენი ყველასია... ეს შედეგი მიუღებელია იმ თამაშით რაც ვაჩვენეთ.. პრაქტიკულად არ შეგვიტევია მასიურად მთელი თამაში დაცვაში ვიყავით და ამიტომაც დავიღალეთ ბოლოს....
რომა
21 ნოემბერი 2021 21:47
13
სამწუხაროდ არსადაც არ ავსულვართ.
ვართ ზუსტად იქ, სადაც ვიყავით 20 წლის წინ - ვუგებდით რუსებსა და ესპანელებს და "ღირსეულად" ვნადგურდებოდით გრანდებთან.
ILIA
21 ნოემბერი 2021 19:00
41
100%! ავიღოთ თუნდაც გუშინდელი მატჩი ფიჯისთან: 0 ლელო, 0 გააზრებული შეტავა, 0 კრეატიულობა!
ფანი
21 ნოემბერი 2021 20:17
20
20 წლის წინ აშკარად არაფერი გახსოვს, კუნძულელები გვაპამპულებდნენ და ხშირდად რუმინეთთანაც ვაგებდით ესპანეთთანაც და პორტუგალიასთანაც. 2001-დან 2006 წლამდე მოგებული არ გვქონდა ერთა თასი. აშკარა პროგრესია გორგოძის და ზირაქას თაობათა ცვლიდან გამომდინარე
ilias
21 ნოემბერი 2021 19:58
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული