რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" - ფიჯისთან უფრო ახლოს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა და რადგან სანაკრებო თამაშები დასრულებულია, წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება.

20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან 15:15 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" 0,29 სარეიტინგო ქულა მიიღო, ამდენივე დააკლდა ფიჯის და შესაბამისად, გუნდებს შორის სხვაობა შემცირდა. ამჟამად საქართველოს ჯამში 74,02, ხოლო მე-11 პოზიციაზე მყოფ ფიჯის 76,32 ქულა აქვს.

2021 წლის განმავლობაში "ბორჯღალოსნებმა" 8 თამაში გამართეს - რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოიგეს ხუთივე და მე-13-ედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებული; ერთი ფრედ დაასრულეს (ფიჯისთან) და დათმეს ორი - მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ
აფრიკასთან პრეტორიაში 9:40 და საფრანგეთთან ბორდოში 15:41.

რეიტინგში პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, რომელმაც "ოლ ბლექსის" მარცხებით ისარგებლა. ევროპულ ნაკრებებს წარმატებული ნოემბერი ჰქონდათ და მათ რეიტინგში სამხრეთელები შეავიწროვეს, თუმცა პირველობა ჯერ ვერ ჩამოართვეს:

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით

სამხრეთ აფრიკა – 90,61
ახალი ზელანდია – 88,75
ინგლისი – 87,83
ირლანდია – 86,53
საფრანგეთი – 85,53
ავსტრალია – 83,92
შოტლანდია – 83,05
უელსი – 81,56
არგენტინა – 80,58
იაპონია – 78,26
ფიჯი – 76,32
საქართველო – 74,02
სამოა – 73,59
იტალია – 70,51
რუმინეთი – 67,91
ტონგა – 67,72
აშშ – 66,54
ურუგვაი – 66,40
პორტუგალია – 65,84
ესპანეთი – 65,42
კანადა – 61,80
ჰონკონგი – 61,23
რუსეთი – 60,07
ნამიბია – 59,72
ჩილე – 58,41
ნიდერლანდები – 57,60
ბელგია – 54,86
პოლონეთი – 53,81
ბრაზილია – 53,31
გერმანია – 53,15…..

rugby.ge