შეგახსენებთ, მომავალი მსოფლიო თასის საგზურს ევროპის შესარჩევი ზონიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები) ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფში ჩაერთვება.
მოცემული მომენტისთვის, 5 თამაშიდან 24 ქულით საქართველო პირველია, 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 9 - რუსეთს, 7 - ესპანეთს და 0 - ნიდერლანდებს. 2021 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, 18 დეკემბერს, ნიდერლანდები ამსტერდამში ესპანეთს მასპინძლობს.
2022 წლის ჩემპიონატში "ბორჯღალოსნები"
სამ თამაშს შინ და ორს სტუმრად გამართავს. ტურნირი 5 თებერვალს იწყება, 6-ში კი საქართველო პორტუგალიას უმასპინძლებს. 12 თებერვალს გასვლა გვაქვს ნიდერლანდებში, ორი კვირის შემდეგ, 27 თებერვალს კი, რუსეთს ვმასპინძლობთ. ტურნირის კიდევ ორ შეხვედრას მარტში გავმართავთ და 12-ში რუმინეთს ვესტუმრებით, 20-ში კი შინ ესპანეთს მივიღებთ.
2022 წლის ჩემპიონატში "ბორჯღალოსნები"
rugby.ge