2022 წლის პირველ მატჩამდე "ბორჯღალოსნებს" ზუსტად ერთი თვე დარჩა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 5 თებერვალს ორი თამაშით იხსნება – რუმინეთი რუსეთს ბუქარესტში მასპინძლობს, ესპანეთი კი ნიდერლანდებს მადრიდში დაუხვდება.

ტურის დასკვნით მატჩში, 6 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" პორტუგალიას „ავჭალაზე“ 15 საათზე მიიღებს და მისი მიჯრით მეათედ დამარცხებით საფრანგეთისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას ეცდება. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი შარშან მე-13-ედ მოპოვებული ტიტულის დაცვას იწყებს!

პირველი წრის (2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი) შემდეგ 2023 წლის მსოფლიო თასის ევროპის შესარჩევ ზონას საქართველო 23 ქულით ლიდერობს. 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 12 - ესპანეთს, 9 - რუსეთს და 0 - ნიდერლანდებს. შეგახსენებთ, მსოფლიო თასის საგზურს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები), ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფში ჩაერთვება.

წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხუთი თამაშიდან სამს "ბორჯღალოსნები" შინ გამართავს. პორტუგალიის გარდა, 27 თებერვალს „დინამო არენაზე“ რუსეთს დავუხვდებით, ხოლო 20 მარტს ესპანეთს „ავჭალაზე“ მივიღებთ. ორი თამაში გვაქვს სტუმრად – 12 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში და 12 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან.

Georgian rugby

misha
დაცვა ასე თუ ისე გამოაკეთეს მაგრამ შეტევა კაპიკად არ უვარგთ ჩვენებს.
რეზო
რაღა დროს მწვრთნელის შეცვლაა, ეხლა უარესია, ცოტა დროა დარჩენილი, ეხლა კარგი ასისტენტი აიყვანეს შეტევის, ერთი კიდევ საჭიროა ჩემი აზრით. მწვრთნელი ადრე უნდა შეცვლილიყო მაგრამ ხომ გახსოვთ არჩევნები როგორ გაიწელა? თან პანდემია. მაისაშვილი უნდა იყოს ამ ეტაპზე, მსოფლიოს მერე ალბათ შეიცვლება ეგეც.
თემო
და მწვრთნელი როდის შეიცვლება? მაისაშვილის ხელში პროგრესი არაა უბრალოდ. მხოლოდ თავის მართლება
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
"ვიცოდი, როგორი კალათბურთელიც იყო, მაგრამ მისმა ამ უნარებმა გამაოცა" - დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში