საქართველოს რაგბის კავშირის ღირსეული საქციელი

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, "რაგბი ევროპის" მე-3 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს, 18:00 საათზე, რუსეთს უმაპინძლებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ ნაკრებების დაპირისპირებას სტადიონზე დამსწრეთა ზუსტად ნახევარი, 50% შეძლებს.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის ქარდზე უკრაინულ ენაზე გაკეთებული წარწერა დაიტანა.

Sportall.Ge

2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევში საქართველო 31 ქულით ლიდერია. მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე ადგილის დასაბევებლად "ბორჯღალოსნებს", შესაძლოა, 27 თებერვალს რუსეთის ნაკრების დამარცხებაც ეყოს. რუსები უშანსოდ არიან, საქართველოსთან ერთად მსოფლიოს თასზე გასვლის რეალური კანდიდატები რუმინეთი და ესპანეთი არიან; თეორიული შანსი პორტუგალიასაც
აქვს.


მკითხველის კომენტარები / 27 /
რა თამაში არ უნდა შედგეს?! აქ ვიღაც-ვიღაცეებს ხომ არ გაჟრიალებთ? რა, რუსებს უბრძოლველად ვაჩუქოთ მოგება და ისტორია დავუწეროთ?

პირიქით! უნდა ვითამაშოთ და გავხიოთ შუაზე ისე როგორც არასდროს! ისეთი სხვაობით უნდა მოვუგოთ რომ საუკუნოდ შევიდეს გინესის რეკორდების წიგნში! და ეს გამარჯვება მთელი მსოფლიოს გასაგონად, ძალიან ხმამაღალი განცხადებებით უნდა მივუძღვნათ უკრაინას!
უნივერსალი
16:34 24-02-2022
1
რომ დავანგრიოთ არ ჯობია?
ლექსო
11:42 23-02-2022
1

სიახლეები პოპულარული