ოფიციალურად: საქართველოსა და რუსეთის მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში "ბორჯღალოსნებს" რუსეთთან უნდა ეთამაშა, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბისთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

საქართველოს
რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბისთან. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.

ასევე გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი ჯერჯერობით ძალაში რჩება. 

წყარო: Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 15 /
გაა....ნეთ რუსებს ყველა საერთაშორისო ფედერაციებიდან!
კომენტარი
20:04 24-02-2022
7
მოსალოდნელი იყო, რათქმაუნდა არ ჩამოვიდოდნენ კუანები, იცოდნენ ასეთ დროს გაასმაგებული შემართებით გამოვიდოდნენ ქართველები და გადავახევდით თავზე ბურთს + მთელი სტადიონი პუტინ ხუილოს იძახებდა და მშობლებს მოუკითხავდით, მერე მთელ მსოფლიოს სპორტულ გამოშვებებში მთავარი თემა გახდებოდა. დარწმუნებული ვარ ტ-რუსების იდეაა თამაშის გადადება!
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული