ოფიციალურად: საქართველოსა და რუსეთის მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში "ბორჯღალოსნებს" რუსეთთან უნდა ეთამაშა, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბისთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

საქართველოს
რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბისთან. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.

ასევე გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი ჯერჯერობით ძალაში რჩება. 

წყარო: Georgian Rugby
მკითხველის კომენტარები / 15 /
კალაძესაც უთხარით,მე გაბუტული ვარ
შალვა
20:09 26-02-2022
0
https://www.world.rugby/news/691618/world-rugby-statement
რუსეთის ნაკრები მსოფლიო რაგბიმ მოკვეთა:
World Rugby fully supports Rugby Europe’s suspension of matches and activities hosted in Russia in line with the IOC position. World Rugby does not have any planned events in Russia.
მსოფლიო რაგბი სრულად უჭერს მხარს რაგბი ევროპის მიერ შეჩერებულ მატჩებსა და აქტივობებს რუსეთში, IOC-ის პოზიციის შესაბამისად. მსოფლიო რაგბის რუსეთში დაგეგმილი ღონისძიებები არ აქვს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული