შარიქაძე: ბოლო წლებში რუმინეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში რუმინეთს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ბუქარესტში მძიმე თამაშის მოლოდინშია.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა 12 მარტს, ჩვენი დროით 19:30 საათზე დაიწყება. ეს თამაში ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ეგიდით იმართება და მის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ესპანეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებებისთვის, რომლებიც საფრანგეთის მეორე საგზურისთვის იბრძვიან.

"ბოლო წლებში რუმინეთს ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს და მძიმე თამაში გვექნება. მათ არაერთი უცხოელის ნატურალიზება მოახდინეს
და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. მძიმე და ძალისმიერი გუნდია, რომელსაც შეუძლია ქულების აღება. მიუხედავად ყველაფრისა, გვაქვს იმედი, რომ განსაკუთრებით ასეთი მძიმე სიტუაციის ფონზე, შევძლებთ და ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ" - ამბობს მერაბ შარიქაძე.

13 მარტს, საქართველოს დროით 15:45 საათზე ესპანეთი პორტუგალიას მადრიდში დაუხვდება. გაუქმდა გუშინ გასამართი მატჩი რუსეთსა და ნიდერლანდებს შორის. რუსეთს შეუნარჩუნდა ბოლო სამ მატჩამდე დაფიქსირებული შედეგები, საქართველოსთან, ნიდერლანდებთან და პორტუგალიასთან კი, წაგებები ჩაეთვალა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხო კიდევ, ამ თამაშის მოგებაში ტაბუცაძე და ნინიაშვილი გაიბრწყინებენ....
გიორგი 50
12 მარტი 2022 17:24
0
ფაქტია,რომ საქართველოს ნაკრებიც ვერ თამაშობს დამაჯერებლად.რუმინელებმა კი იმდენ უცხოელს მისცეს ნატურალიზაცია,რომ წესით საკმაოდ მოძლიერებული უნდა იყოს.ასე რომ მართლაც მძიმე ბრძოლას ველი,თუმცა ჩვენი ცოტა შერყეული პრესტიჟი თუ არ გავიმაგრეთ,რუსებისა არ იყოს,ყველა კბილებს დაილესავს ჩვენზე და გამარჯვებას დაიქადნებს.დროა ჩვენი ნამდვილი ძალაც გამოვაჩინოთ და ვნახოთ,რა შეგვიძლია.კარგ თამაშს ვუსურვებ ბორჯღალოსნებს და რა თქმა უნდა, ლამაზ გამარჯვებას.
სოსო
12 მარტი 2022 16:47
1
ვეჭვობ, დღევანდელ თამაშს ლაღი კი არა, ცოდვილობა უფრო შეეფერება. წლევანდელი ტურნირი ნამეტანი ტანჯვით ვითამაშეთ. იმედია , სახლში ესპანეთთან თავს არ მოვიჭრით, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 დონის გუნდები ნისლიან ამინდშიც კი არ დაგვენახვებიან. დისლაიქზე ხელი შეცდომით დამეჭირა და ბოდიშს ვიხდი
: )))))))
13 მარტი 2022 02:35
0
ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ ბონუსით ვერა... საქართველოს გაუმარჯოს...
გიორგი 50
12 მარტი 2022 12:44
0
წელს ჩვენს გარდა ყველა ნაკრებმა განიცადა პროგრესი, ასე რომ მერაბ არ გვინდა ეხლა რუმინეთის სიძლიერეზე აქცენტების გაკეთება. სამწუხაროდ წლებია ჩვენი რაგბი და შესაბამისას ნაკრებიც რთულ მდგომარეობაშია, ასე რომ ჩვენს თავს მოვთხოვოთ პასუხი
პაატა
11 მარტი 2022 23:13
0
რუმინეთს თავი დავანებოთ და ჩვენ რომ გყავს წელს, ესეთი უსახური ნაკრები ბოლოს არ მახსენდება. ეს რაგბი ევროპა უკცე ისე გაბანძდა, ასეთი ნაკრებით, ისიც ჯგუფში პირველი ადგილით გავედით მსოფლიოზე. ძალიან დამაფიქრებელია რამდენად შევიტანთ მსოფლიომდე სიახლეებს ჩვენს თამაშში
: )))))))
11 მარტი 2022 22:57
0
იმიტომ აის მე 4-ე ადგილოზე?
Grisha
11 მარტი 2022 22:15
1

სიახლეები პოპულარული