მატჩი საინტერესოდ დაიწყო: დებიუტში მეტოქემ „ბორჯღალოსნების“ იერიში მოიგერია, მსაჯმა ტაბუცაძე გააძევა, აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ შემდეგი შეტევისას ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მელინტემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამას შარიქაძისა და თოდუას ლელოები და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვები მოჰყვა. ტაიმის დასასრულს კოჟოკარუმ ლელო გაგვიტანა, მელინტემ გარდასახვა, ბოლოს მან ცენტრიდან საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ.
შესვენების შემდეგ შარიქაძე მსაჯს შეეკამათა, მან საჯარიმო დანიშნა და მილინტემ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა, მოწინააღმდეგე სახიფათო ზღვარზე მოგვიახლოვდა, 66-ე წუთზე შეტევის მოგერიებისას მსაჯმა აფრასიძე გაასიმბინა, „ბორჯღალოსნებმა“ წნეხს გაუძლეს, ტაბუცაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გააცუდა. ვლახებმა სწრაფად გვიპასუხეს ლელოთი და ზუსტი გარდასახვით და ანგარიში ისევ 3 ქულამდე შემცირდა, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ევროპის ზონიდან პირველი ადგილით გავიდა და ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულ გუნდთან ერთად იასპარეზებს.
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.
4 ლელო: ლობჟანიძე, შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე
3 გარდასახვა: აბჟანდაძე
2 სინბინი: ტაბუცაძე, აფრასიძე