საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთს 26:23 სძლია.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო: დებიუტში მეტოქემ „ბორჯღალოსნების“ იერიში მოიგერია, მსაჯმა ტაბუცაძე გააძევა, აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ შემდეგი შეტევისას ლობჟანიძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მელინტემ ორი საჯარიმოთი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ამას შარიქაძისა და თოდუას ლელოები და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვები მოჰყვა. ტაიმის დასასრულს კოჟოკარუმ ლელო გაგვიტანა, მელინტემ გარდასახვა, ბოლოს მან ცენტრიდან საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა და პირველი ტაიმი 21:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ შარიქაძე მსაჯს შეეკამათა,
მან საჯარიმო დანიშნა და მილინტემ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვა, მოწინააღმდეგე სახიფათო ზღვარზე მოგვიახლოვდა, 66-ე წუთზე შეტევის მოგერიებისას მსაჯმა აფრასიძე გაასიმბინა, „ბორჯღალოსნებმა“ წნეხს გაუძლეს, ტაბუცაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გააცუდა. ვლახებმა სწრაფად გვიპასუხეს ლელოთი და ზუსტი გარდასახვით და ანგარიში ისევ 3 ქულამდე შემცირდა, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლო.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ევროპის ზონიდან პირველი ადგილით გავიდა და ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის გამარჯვებულ გუნდთან ერთად იასპარეზებს.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

4 ლელო: ლობჟანიძე, შარიქაძე, თოდუა, ტაბუცაძე

3 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 სინბინი: ტაბუცაძე, აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 52 /
პოლიტიკაში არაფრის მაქნისები ხართ შიშით ლამის ჩაიფსათ,უბრძოლველად სხვათა მუდმივ მონებად ვიქნებითაქეთ იქით მორჩებით მხარი არ დაუჭირეთ ევროკავშირს და იმავ დროს განაცხადს აკეYებთ ევროკავშირში საჩქაროდ მიღების თაობაზე.სააკაშვილს არ უშვებთ უკრაინაში,ქვეყნის იმიჯს ასწევდა,დასავლეთის თვალში,ჯერ კიდევ არაა გვიანი,რაგბიში კი წლებია ვიძახით მწვრთნელი გვჭირდება ჰეიგის ან მასზე მეტი დონის,ზელანდიიდან ან ავსტრალიიდან,შეაყარე კედელს ცერცვი....მალე რაგბისაც გაანადგურებთ ....
ოლ ბლექსი და არა ქურციკები
12 მარტი 2022 21:49
46
შენ პილიტსაბჭოს წევრი ხარ , თუ რაგბის გულშემატკივარი ? ))
კახა
13 მარტი 2022 00:19
4
სამწუხაროდ მწვრთნელი ვერ არის იმ დონის რაც ჩვენ ნაკრებს განვითარების საშუალებას მისცემს
kote
12 მარტი 2022 21:48
5
აშკარად იგნორშია ჩვენი ნაკლები, არ ვიცი ეს მარტო მწვრთნელის ბრალია თუ უკვე ეროვნული სენია. ასე ყველაფერში ერთდროულად გაჭედვა?
ლუკა
12 მარტი 2022 21:47
2
ეს ის შემთხვევა იყო,როცა გუნდი ინერციით გუნდურობს, ინერციითღა იგებს და მხოლოდ ინდივიდუალურობის ძალისხმევის შედეგია უდიდესწილად..
ნინიაშვილი უმაღლესი კლასია, შარიქაძე შეუცვლელი კაპიტანი. ტაბუცაძეს დრო ჭირდება და კლასს აიმაღლებს.
წარმატება საქართველოს
rable
12 მარტი 2022 21:42
3
Ashkaraaa regresiii ashkaraa
I have
12 მარტი 2022 21:38
1
უკან და უკან მივდივართ. მოიყვანეთ რა ვინმე უცხოელი მწვრთნელი. რა ყველაფერი უნდა დაანგრიოთ და გააფუჭოთ.
ლომი
12 მარტი 2022 21:37
3
უმწვრთნელოდ თამაშობენ
ელგუჯა
12 მარტი 2022 21:37
2
ცხრილს გადავხედე და თუ სწორეა ესპანეთმა თუ ხვალ პორტუგალიას მოუგო, რაგბი ევროპის გამარჯვებული ის ხდება თუნდაც ერთ კვირაში ჩვენ მოვუგოთ მათ...
ზურა
12 მარტი 2022 21:34
30
შაკოს.გაიხარე შაკო!ეს ნერვებ დაწყვეტილი, ისე გულიანად გამაცინე,მთელი სტრესი მომეხსნა.
სოსო
13 მარტი 2022 00:33
0
ხვალ გადახედე ძმა ფხიზელზე და გასწორდება
შაკო
12 მარტი 2022 22:06
1
ყველა გამოხმაურება
ნინიაშვილი რომ არა ამ თამაშს წავაგებდით, მისი აქტიურობით დაიდო ორი ლელო.
დიმა
12 მარტი 2022 21:32
1
100%
დიდგორელი
13 მარტი 2022 00:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული