მაისაშვილი: რაქშიც, მოლშიც და შერკინებაშიც პრობლემები გვქონდა, რაც ძალიან საწყენია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ბუქარესტში რუმინეთთან (26:23) მოგებული მატჩის შემდეგ მთელი რიგი სათამაშო კომპონენტებით უკმაყოფილო დარჩა:

"რუმინეთთან გასვლით შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდით და მიზანს მივაღწიეთ, რაც ძალიან კარგია, თუმცა არ იყო მარტივი თამაში. ამას ველოდით, რადგან რუმინეთისთვის გამარჯვება ბოლო შანსი იყო, რეპეშაჟის გვერდის ავლით მოხვედრილიყო მსოფლიო თასზე. ის საკმაოდ კარგი გუნდია და საკუთარი პროგრესი ზაფხულში, არგენტინასთანაც დაამტკიცა (17:24). მათი მოთამაშეები ფიზიკურად მძიმეები არიან და ზუსტად ვიცოდით, რას დაგვიპირისპირებდნენ. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ კომპონენტებში გაგვიჭირდა“.

"კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში –
რაქშიც, მოლშიც და შერკინებაშიც პრობლემები გვქონდა, რაც ძალიან საწყენია, რადგან მზადების პროცესში სწორედ ამაზე ვაკეთებდით აქცენტს. ველოდებოდით, რომ რუმინეთი სწორედ ძალისმიერ თამაშში ეცდებოდა უპირატესობის მოპოვებას და ვემზადებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, უპირატესობის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით, შემდეგი თამაშისთვის ამ არეალში უკეთესები ვიყოთ“.

"გვქონდა ინდივიდუალური პრობლემებიც. ტექნიკური წუნის გამო რამდენჯერმე პირველი ბურთი ვერ ავიღეთ. როგორც წესი, ამ მოთამაშეებს მსგავს სიტუაციებში ასეთი შეცდომები არ მოსდით ხოლმე, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. ბევრი ჯარიმა ავიღეთ, რაც გარკვეულწილად იმით იყო განპირობებული, რომ შეჯგუფებებში მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა და 20 წუთი კაცნაკლულები ვიყავით. გვქონდა 3 საწყენი ჯარიმა. ეს არ იყო ის ეპიზოდები, როდესაც მეტოქემ კაცნაკლულობისა თუ დომინაციის შედეგად წნეხში მოგვაქცია. უკვე ტრადიციად ვაქციეთ და როგორც რუმინეთთან, ასევე ესპანეთთან მატჩის წინ ნიკა ამაშუკელი შეკრებაზე ჩვენთან ერთადაა და დიდ სამუშაოს ვატარებთ, მაგრამ ფაქტია, ემოცია ჯერ კიდევ ჭარბობს“.

"სამწუხაროდ, მსაჯი, რომელიც ამ თამაშზე იყო დანიშნული, წინა დღით შეიცვალა – დანიშნეს 7-კაცას უელსელი მსაჯი, რომელსაც 15-კაცა რაგბიში გამოცდილება არ ჰქონდა და ამან მატჩის მსვლელობას კვალი დაატყო. მიმაჩნია, რომ ყვითელი ბარათი ორივე შემთხვევაში ზედმეტი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა შევძლოთ მსგავსი სიტუაციების პრევენცია. 20 წუთით კაცნაკლულად თამაშმა ჩვენზე დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით, მეორე ყვითელმა, როდესაც მოედანზე 9 ნომრის გარეშე დავრჩით. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში მოვახერხეთ მობილიზება, მეტოქეს არ მივეცით მეტობის გამოყენების შესაძლებლობა და პირიქით, ორივე შემთხვევაში იქით შევძელით ლელოს გატანა“.

20 მარტს „დინამო არენაზე“ "ბორჯღალოსნები" 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის არაოფიციალურ ფინალში ესპანეთს მასპინძლობს. მომავალი შეხვედრისთვის, რომელიც 18 საათზე დაიწყება, გუნდში გარკვეული ცვლილებები იქნება:

"გვქონდა აღდგენა, ძირითადი ვარჯიშები კი ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გვექნება. გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. თორნიკე ჯალაღონიას ტრავმები გაუმიზეზდა და დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთთან დაგვაკლდება. გამოჯანმრთელდა და დაგვიბრუნდა ოთარ გიორგაძე, ასევე, ბექა გორგაძე. გვაქვს მცირე ტრავმები და იმედს ვიტოვებ, რომ ხვალიდან ყველა მწყობრში იქნება“.

„გაფართოებულ შემადგენლობაში აღარაა ნიკო აფციაური. ორ ფრონტზე გვიწევს მუშაობა, რადგან "შავი ლომი" ქარი ქაფისთვის ემზადება. პირველ ეტაპზე, რომელიც სამ თამაშს მოიცავს, გუნდს ნაკრების რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდება. სამხრეთ აფრიკაში შიდა ჩემპიონატისა და 20-წლამდელებით შევსებულ გუნდს ლადო კილასონია წაიყვანს, რის შემდეგაც "შავი ლომი" შინ დაბრუნდება და რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალს ვითამაშებთ. დატვირთული და საინტერესო კალენდარი გვაქვს და ნიკოს პირველ ეტაპზევე მოუწევს "შავ ლომთან" ერთად გამგზავრება. ნახევარფინალის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში უკვე სრული შემადგენლობით დავბრუნდებით“.

"2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კი, ესპანეთთან, ფაქტობრივად, ფინალი, განსაკუთრებული შეხვედრა გვექნება. მეტოქე მსოფლიო თასზე უკვე გავიდა და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს. ის თბილისში მოსაგებად ჩამოვა, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. კარგად გვესმის, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის, რადგან ესპანეთი დაბალანსებული გუნდია, როგორც ძალისმიერი, ასევე ტექნიკური კუთხით და სრული მონდომებით ვემზადებით“.

„საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ასევე გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რაც განვლილ შეხვედრებში გვქონდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვიგოთ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამისათვის კი ესპანეთთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება“.

rugby.ge

altრაგბი ევროპა. მზადება ესპანეთისთვის - გორგაძესა და გიორგაძესთან ერთად

altსაქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 21 /
ისეთი გრძნობა მაქვს რომ მსოფლიოზე ძალიან ცუდ შედეგს დავდებთ რეპეშაჟიდან რუმინეთი თუ შეგვხვდა შეიძლება ჯგუფში ბოლოზეც გავიდეთ. იმედია გამოსწორდება მდგომარეობა მაგრამ უმოქმედობით არაფერი არ ხდება. ფრენჩაიზიც ძალიან სუსტი თემა მგონია, მითუმეტეს აფრიკის მეორე დივიზიონი. ორი კლუბი უნდა შეიქმნას რომელიც პრო 14ს ითამაშებს ან ერთმა ითამაშოს და მეორე აფრიკაში იყოს 20 წლამდელების კანდიდატებით და 32 წელს გადაცილებული მორგბეებით დაბალანსებული და კიდე აუიცლებელია ლეგიონერები როგორც დიდ 10ში ასევე ფრენჩაიზში და თუ შეიქმნება მართლა პრო თოთხმეტისთვის კლუბი, იქაც საჭირო იქნება იმიტომ რომ მაგათთან ერთად ვარჯიშში და თამაშში ვითარდები. ჩავიხარშეთ ჩვენ წვენში საშინელებაა მარაზმია უკვე, მაგრამ ვინც გავიდა საფრანგეთში და ტოპ 14 თამაშობს ისინიც ვეღადაფერს ახერხებენ ნაკრებში, არანაირი სინქრონი არ ჩანს შერკინებაში, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ხაზი ასე დაჩრდილავდა შერკინებას.
დემე
16 მარტი 2022 21:33
0
ყველა ხვდება ნაკრების სტაგნაციას, 5-6 წელია ერთი მისხალითაც ვერ გავიზარდეთ, მიუხედავად თითქოს კარგი შევსებისა, მიზეზები ყველგან და ყველაფერში შესამჩნევია, მაგრამ საწყენი ისაა, რომ სხვა სფეროებისგან (სპორტსა და სხვებშიც)განსხვავებით, საქართველოში რაგბი ცოტა წინ იყო -ლოკომოტივის როლი კი ბოლომდე ვერ შეითვისა.... ცალსახად და უპირატესობით თუ არა ესპანეთთან მარტო მოგებაც ვერ გამომისწორებს ხასითს, ერთი აუტსაიდერს მოვუგეთ წყნარად, დანარჩენში ხინჯი ბევრი იყო.... უკეთესი მომავლის იმედით...
გუსანი
16 მარტი 2022 18:09
0
მაისაშვილის განმარტებები სულ ერთი და იგივეა და მასთან უკვე კითხვაც აღარ ჩნდება. საინტერესოა, ფედერაცია ესპანეთთან შერცხვენას ელოდება, რომ გაინძრეს თუ მაინცდამაინც მსოფლიოზე ის ერთი თამაშიც უნდა წავაგოთ?
: )))))))
17 მარტი 2022 02:13
0
ნამუსიც კარგი საქონელია ლევან!
აბრალებს ყველას და ყველაფერს თავის თავის გარდა!
საქართველოში ყველაფრის მწვრთნელი არის, ნაკრებ-ების, შავი ლომის, კლუბის ....!
შავი ლომის ბიჭებს (როცა შეიძლება) თავის კლუბებში არ უშვებს (დიდ 10 ვგულისხმობ) და სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვთ, როგორ შეიძლება ნაკრების წევრებს 6 თვის განმავლობაში 4-5 თამაში ქონდეთ ნათამაშები, რის გამოც რეგრეს განიცდიან ბიჭები და რა თქმა უნდა დიდი 10!
როგორც თვითონ ამბობს შავი ლომი არის ნაკრების შესავსები, (პირადული არავისთან) მაგრამ შავ ლომში ასაკით ბევრი გადაზრდილია!
ყველა ასაკობრივ და მთავარ ნაკრებშიც და შავ ლომში ნეპოტიზმით ხდება მოთამაშეების შერჩევა, უპირატესობა ენიჭება ძირითადად ერთ კლუბ ....-ს, (რაგბში ჩახედულები მიხვდებიან)!
და კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ჟურნალისტები!!!! დღეს საქართველოში არ არის ჟურნალისტი ვისაც შეუძლია თამაშს ანალიზი გაუკეთოს და პრობლემებზე ილაპარაკოს! აღარაფერს ვამბობ კომენტატორებზე!
P.S. ძალიან დიდი შანსია ქართულმა რაგბმა რუმინიზაცია განიცადოს!!!!!!
ქართულ რაგბს შველა უნდა და პირველი ნაბიჯი ლევან მაისაშვილის გაშვებაა!!!!
წადი ლევან!!!!!
rugby
17 მარტი 2022 12:07
2
gaushvit es kaci tavis saqmrac icoda gaaketa . vinme ucxoeli moikvanet.regresia ukveragbshi inerciit migoravs da gacherdeba male
zura
16 მარტი 2022 19:02
1
ბურთიან კაცზე მიყოლა და რაქიდან სწრაფი გადაყრა,ისტორიულად ჩვენი ნაკლი იყო,მაგრამ ჩვენი თუ მეტოქის მოლი,ჩვენი სუსტი წერტილი რომ გახდა,ეგეც ხომ ფაქტია?უსუსურები ვართ.გასაგებია,შერკინების წესები ძალიან შეიცვალა და შეგუება გაგვიჭირდა,ამიტომ უპირატესობა დავკარგეთ,მაგრამ სხვები რომ უმატებენ,ჩვენ რაღა გვჭირს?აგერ პორტუგალიის ფედერაციის ბიუჯეტი,სულ რაღაც 2 მილიონი ევროა,ჩვენზე გაცილებით ცოტა,მაგრამ ბოლო წლებში ისე მოუმატეს,კინაღამ წავაგეთ.გეგმა შეადგინეს და მას მიჰყვებიან.იქნებ საჭირო სპეციალისტებს ვერ ვპოულობთ?ბოლოს და ბოლოს,დერეფანში პირველ-მეორე კაცზე აგდება მაინც ხომ შეგვიძლია,ბურთები საერთოდ რომ არ დავკარგოთ?სულ ჩანს,რომ გუნდს პოტენციალი გაცილებით დიდი აქვს,მაგრამ ვერ ვეღირსეთ მის სრულად ნახვას.ალბათ დროა,პოტენციალის თუნდაც ერთ თამაშში მაინც გამობრწყინება,რომ იმედი და რწმენა დაგვიბრუნდეს,თუ რა თქმა უნდა ეს პოტენციალი რეალურად გაგვაჩნია.რუმინეთთან მორკინალებს რომ გაუჭირდათ,ხაზმა გადაწყვიტა თამაშის ბედი და ეს განსაკუთრებით სასიხარულოა,მაგრამ ესპანეთი მოძრავი გუნდია,მათთანაც შევძლებთ ამდენს?ისე უნდა ვთამაშობდეთ,რომ რუსებმა გამარჯვების დაქადნება ვერ გაგვიბედონ და ვერც სხვებმა შეგვიმცირონ ჩამორჩენა.დღევანდელი მდგომარეობა,ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს.შავი ლომიც ხომ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა,მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ,შეთამაშების გაუმჯობესებას,დრო კი აღარ იცდის.კარგ თამაშს და ლამაზ გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს,ვიცი,რომ ჩვენს გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ,მაგრამ ამასთან ერთად,სულ უფრო უკეთესი თამაში გვინდა,ჟინიანი,თავისუფალი,ტემპიანი და დისციპლინირებული.მაშინ ყველაფერი ისე იქნება,როგორც საჭიროა.
სოსო
16 მარტი 2022 17:43
0
დღემდე ვერ ვისწავლეთ აუტის ღირსეულად ჩაწოდება, სწორედ მაგი გვღუპავს ხოლმე. ხომ შეიძლება ამ ასპექტში პროგრესი განვიცადოთ ?
qartveli
16 მარტი 2022 17:38
0
რაც მაისაშვილია-სულ ეგეთი ტირილია-დაანებე ბუძი ამ საქმეს თავი და დაისვენე და დაგვასვენე
მიმინო
16 მარტი 2022 17:37
0
მაისაშვილი დარწმუნებული ვარ, კითხულობს ჩვენს კომენტარებს და ერთი დისლაიქიც რომ არა აქვს არცერთს, ნეტავ რას ფიქრობს ამაზე?
:D
17 მარტი 2022 10:44
1
ჟურნალისტებო ხმა ამოიღეთ!!! გაუშვით მაისაშვილი!! რა 6 ერი, რუმინეთი გვათრევს შერკინებაში, პორტუგალიას ძლივს გადავურჩით, ჰოლანდიასთანაც წავაგებთ ესე მალე. ყველას და ყველაფრის ბრალი როგორაა წაგება თავისი თავის გარდა! იყოს შავ ლომში, ნაკრებს დაანებოს თავი, დავიღუპებით!!
ედი ჯონსი
17 მარტი 2022 07:13
1
ისინი სად არიან საინტერესოა, ვინც ე.წ კლანის წინააღმდეგ იყვნენ და თვლიდნენ, რომ არჩევნები წაართვეს? რატომ არ იღებენ ხმას? მაინცდამაინც ურემი უნდა გადაბრუნდეს, გზა რომ გამოჩნდეს? ან გამგეობაში რომ არიან ნაკრების ყოფილი წევრები და ვეტერანი მორაგბეები, შეუძლიათ ასე მშვიდად უყურონ თავიანთი ნაჯაფარის წყალში გადაყრას? წლევანდელ ბღლარძუნს თავი დავანებოთ, წინ მსოფლიოა და მომავალი, რომელსაც თუ ასე გაგრძელდა, თავიდან მოუწევს ყველაფრის დაწყება და თუ ეს დღე დადგა, აღარავის გაახსენდება რამდენი სათამაშო მოედანი აშენდა და რამდენი ფული დახარჯა ფონდმა ქართუმ ამ საქმეში იმიტომ, რომ ეს ყველაფერი წყალში იქნება გადაყრილი და ბოლოს გულშემატკივართა რიცხვს მარტო ნაცნობ-მეგობრებიღა შეადგენენ. ნამდვილად მართალი ბრძანდებით, ამას ჩვენ კი არა, ჟურნალისტები უნდა წერდნენ და აპროტესებდნენ!
:)))))
17 მარტი 2022 12:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული