"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო 20 მარტს (18:00 საათზე) „დინამო არენაზე“ ესპანეთს მასპინძლობს და ტიტულის მე-14-ედ მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ბუქარესტში რუმინეთთან 26:23 მოგებული მატჩის შემდეგ ხაზი უცვლელი დარჩა, შერკინებაში კი 4 ცვლილებაა. ძირითადში არიან ტრავმიდან დაბრუნებული ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრა კოვიდის გამო გამოტოვა. როტაციის პრინციპით, პირველ ხაზში თამაშს იწყებს გურამ გოგიჩაშვილი, ხოლო მეორეში - ნოდარ ჭეიშვილი. მარქაფაში გამოჩნდნენ გიორგი ჭყოიძე, გია ხარაიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი.

"დაგვიბრუნდნენ ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე. ნიკა ხატიაშვილს ტრავმა აწუხებდა და სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მის ნაცვლად მარქაფაშია გია ხარაიშვილი, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დარწმუნებული ვარ დავალებას თავს ახლაც გაართმევს. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი იწყებს და იმედი გვაქვს, ჩვენს გუნდს გააძლიერებს. სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე, ძირითადში ხან გურამ გოგიჩაშვილი იწყებს და ხან მიხეილ ნარიაშვილი. ჩვენთვის შემადგენლობა მხოლოდ 15 მოთამაშე არაა და პირველ ხაზში ეს როტაცია ბუნებრივი პროცესია.

სამწუხაროა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობს, თუმცა ვთვლი, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ფინალში ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვეცდებით შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

თოვლმა და ყინვამ მზადების პროცესში გარკვეული პრობლემები შექმნა. მატჩის დღესაც თბილისში თოვლია გამოცხადებული:

"ამინდი ორივე გუნდისთვის ერთნაირია. იყო მომენტი, როდესაც თამაშის შენელება და დამძიმება ტაქტიკურად გვაწყობდა ხოლმე, თუმცა დიდი ხანია ჩვენთვის ეს საინტერესო აღარაა. ცუდი ამინდი ტექნიკურ წუნს ზრდის, თამაშის ხარისხს აფუჭებს და არა მგონია, ასეთი ამინდი რომელიმე გუნდისთვის ხელსაყრელი იყოს. ვეცდებით, პრაგმატული თამაში ვაჩვენოთ და ამინდის კონდიციები გავითვალისწინოთ. ეს ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც ისეთივე გასათვალისწინებელია, როგორც მსაჯი, მოწინააღმდეგის წნეხი და ა.შ", - ამბობს მაისაშვილი.

ცუდი ამინდი და ყინვა, სავარაუდოდ, გულშემატკივარზეც იმოქმედებს, თუმცა მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთგული ქომაგის მხარდაჭერა გუნდს მაინც ექნება:

"არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია. მესმის, რომ ბოლო წლებში რამდენიმე ფაქტორმა იმუშავა – პანდემია, არეულობა რაგბის კავშირში, რამაც ეს მუხტი გარკვეულწილად შეანელა და უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს და ამას ემატება ცუდი ამინდი, თუმცა ვიცი, რომ გვყავს გულშემატკივარი, რომელიც ნებისმიერ პირობებსა და ამინდში მხურვალედ გვიქომაგებს და ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან ფასეულია. იმედს ვიტოვებ, რომ 20-ში "დინამოზე" კარგი განწყობა იქნება".

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | V ტური

20 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00 საათი

საქართველო – ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 10 კეპი, 23 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 80 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 38 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ., 83 კეპი, 65 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 96 კეპი, 70 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 31 კეპი, 216 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 63 კეპი, 70 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 28 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 87 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 27 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 71 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 26 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 70 კეპი, 10 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 9 კეპი, 10 ქულა), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 38 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

ქომაგი
გავიგე ამ ფორმის დიზაინის შეცვლა, მაგრამ ვერ გავიგე რატომ აღარ აქვს ვაზის ლერწამი? ან რა არის ეს ჭ კლასის ფორმის შემქმნელი კომპანია, მაშინ როცა იძახით რომ ბიუჯეტი გაიზარდა. მეტი გამჭირვალობა ბატონებო, თორემ ინფორმაციული ვაკუმი არ არის კარგი. ნება იბოძეთ და პატივი დაგვდეთ გულშემატკივარს და გვიპასუხეთ, რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილებები?
კონსპირი
სახელმწიფო კონფიდენციალური ინფორმაცია და სამხედრო სტრარეგიული დანიშნულების საიდუმლობა
gela
უსუსტესი მწვრთნელი
გიორგი-48
პირში მთქმელი მაგარი კაცია და იმიტომ....
Ng
ჩილაჩავა რატომ აღარ ჩანს ვინმემ იცის?
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ჩემთვის უმთავრესი სწორედ ესაა" - რა თქვა "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ დეზირე დუემ
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა