აშშ-ის ელჩის სტუმრობა - შარიქაძე ესპანეთთან მატჩის წინ კრიტიკოსებს ობიექტურობისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, "ბორჯღალოსნებმა" თოვლიან „დინამო არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

უხვმა ნალექმა, რომელმაც „დინამო არენას“ მოედანი დაფარა, გუნდის გეგმები არია. შუადღისას დაგეგმილი ვარჯიში 4 საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით 40 წუთში დასრულდა.

ვარჯიშის დაწყებამდე "ბორჯღალოსნებს" აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეწვია. გუნდის წევრებმა მას სამახსოვრო ავტოგრაფებით დამშვენებული კვართი და ბურთი გადასცეს, მერე კი, შეძლებისდაგვარად, კომბინაციები გადაიმეორეს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ესპანეთს მსოფლიო თასის საგზური
უკვე განაღდებული გვაქვს, კვირას ფინალი, პრინციპული თამაში გველოდება. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და გვინდა ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. ამისთვის ვემზადებით და ყველა შესაძლო სცენარი გავიარეთ. მოედანი დათოვლილია და ვეცდებით ჩვენი თამაში ამ პირობებს მოვარგოთ.

ჩვენთვის გულშემატკივარი ძვირფასია და ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ისინი მაქსიმალურად იქნებიან ტრიბუნებზე. ასევე ვიმედოვნებთ, რომ თასს კიდევ ერთხელ ავწევთ მათ წინაშე.

პორტუგალიასთან ისე ვერ ვითამაშეთ როგორც გვსურდა. ასევე გაუქმდა რუსეთთან თამაში, სადაც 5 ქულის აღებას ვგეგმავდით და ისე მოხდა, რომ დასკვნით თამაშს უჩვეულო, მეორე ადგილით ვხვდებით. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წელს გამოჩნდა ძალიან ძლიერი გუნდი ესპანეთი, რომელიც უმთავრესად საფრანგეთში მოთამაშე ნატურალიზირებული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მათ მოახერხეს ყველა თამაშის დამაჯერებლად მოგება და მათთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ცოტას ვნერვიულობთ, მაგრამ როგორც წესი, სპორტში ამ ტიპის ნერვიულობა კარგია.

რუმინეთთან თამაშის შემდეგ კომენტარები წავიკითხე და ერთ რამეზე დამწყდა გული: რაც ნაკრებში ვარ, სულ მესმის, რომ შერკინება კარგად თამაშობს და ხაზი მას მხარს ვერ უბამს. რუმინეთთან ისე მოხდა, რომ შერკინებაში გვაჯობეს, მაგრამ ერთი კომენტარიც არ წამიკითხავს ხაზზე. ვაღიარებთ, რომ შეჯგუფებებში რუმინეთმა გვაჯობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ესპანეთთან ასე არ იქნება. დასანანი და საწყენია, რომ ხაზის კარგ თამაშზე არავინ საუბრობს და მოვუწოდებ კრიტიკოსებს, იყვნენ ობიექტურები და ხანდახან ჩვენც წაგვახალისონ“.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | V ტური
20 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00 საათი
საქართველო – ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 10 კეპი, 23 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 80 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 38 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ., 83 კეპი, 65 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 96 კეპი, 70 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 31 კეპი, 216 ქულა), 9. ვასილ ვარჯიში ლობჟანიძე (ბრივი, 63 კეპი, 70 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 28 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 87 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 27 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 71 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 26 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა).

მარქაფა:
16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 70 კეპი, 10 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 9 კეპი, 10 ქულა), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 38 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
არ ვიცი ესპანეთთან როგორ იქნება, ის კი ნათელია რომ ნაკრები სტაგნაციაშია და 5-6 წელია წინ ერთი გამართულიჯი ნაბიჯი ვერ გადადგა. ჰეიგი მიხვდა და წავიდა... ვერცერთი მოგება ხეირიანი( აუტსაიდერის გარდა) არ იყო.... ის რომ მსოფლიოზე გავედით კარგია მაგრამ წარმატება ნაკლებად, ეგ ისე გამოდის ქვეყანაში რომ ისევ მე-9 და მე 10 ბლოკი ისმოდეს ელ. დენის პრობლემად.... მსოფლიო ვითარდება ომობს ჯეკპოტის მოსახსნელად, ჩვენ კი ხაზზე და ბურთით თამაშს ვინღა დაეძებს, შერკინებებსაც ვაგებთ არალიდერებთან.... გაიღვიძე საქართველო!
გუსანი
20 მარტი 2022 15:33
3
ცუცქირიᲫე რატომ არ გამოიᲫახა Ჩვენმა გენიოსმა? მაინცდამაინც Შავ ლომᲨი უნდა ᲗამაᲓობდეს რომ სასტავᲨი დააყენოს?!
დილეტანტი
20 მარტი 2022 06:15
3
ცუცქირიძეს ტრავმა აქვს. ჯერ გაიგეთ და მერე დაასკვენით..
ზაალი
20 მარტი 2022 14:28
1
ცუცქირიძე იმიტომ არ გამოიძახა, რომ მაშინ მარქაფადან ლუკა ივანიშვილი უნდა ამოეგდო (ერთი ამპლუის მოთამაშეები არიან). საკმარისია დახედო, რა გვარია ცუცქირიძის კონკურენტი და ყველაფერი ნათელია - აბა სათამაშო დონის მხრივ ცუცქირიძესთან შედარებაც არ შეიძლება ...
სიმართლე
20 მარტი 2022 12:37
9
რადგანაც კომენტარებს ვკითხულობთო და იქნებ შეგვაქოთ ხოლმეო, მაგიტომაც მხოლოდ ერთს დავწერ (დეტალები თურმე წაკითხული გწონია მერაბ): რამოდენიმე წლის წინ იყო მომენტი როდესაც იაპონიას და ფიჯის ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, იტალიას ჩვენთან თამაშს მართლაც შიშობდა... სამწუხაროდ წავიდა ეგ დრო... დღეს პორტუგალია, რუმინეთსა და ესპანეთთანაც თამაშების წინ უკვე მეტოქის სიძლიერეზე აკეთებ ჩემო მერაბ აქცენტებს და ისე გამოდის რომ ეგაა ძმაო ჩვენი ნაკრების ანუ თქვენი სათამაშო დონე! ხოდა თუ ეგრეა გაგვეშვით და ტვინი ნუ წაგვიღეთ ამდენი წელი ხან 6 ერთან გაქვთ პრეტენზია და ხან მსოფლიო რაგბთან, ჩვენს რაგბის ფედერაციას მოსთხოვეთ რომ წესიერი მწვრთნელი დაგინიშნონ და რაიმე პროგრესი გქონდეთ!!! ერთმა ნინიაშვილმა გააკეთე ორი ლელო და რატომ არ გვაქებთო იქით აქვთ თურმე პრეტენზიები...
პაატა
19 მარტი 2022 23:44
5
ვინ წაგიღოთ ტვინი, რაგბისტებმა? თუ არ გინდა სულ ნუ უგულშემატკივრებ და გაშვებული არ იქნება? დიდ გუნდებთან ხშირად თამაშს ითხოვენ და არასდროს არ უთქვამთ რომ იმათზე უკეთესები ვართო, თუნდაც იტალიაზე. მწვრთნელზე ყველა ვთანხმდებით რომ გვჭირდება
გია
20 მარტი 2022 01:23
2
6 ერთან პრეტენზია რაგბისტებს არასდროს არ ჰქონია, ჩვენ გვეგონა რატომღაც რომ იქ იყო ჩვენი ადგილი, რაგბისტებიც და ფედერაციაც უბრალოდ მეტ თამაშებს ითხოვდნენ 6 ერის გუნდებთან რათა გავზრდილიყავით, ისინი რომ წინ არიან დღეს იტალიამაც დაამტკიცა. რაც შეეხება ადრე ფიჯისთან ტოლსწორად თამაშს, ერთხელ მოვუგეთ, ისიც საკადრო პრობლემები ჰქონდათ, ესპანეთმა რომ მოგვიგო და პორტუგალიასთან რომ ბოლო წამებზე გადავრჩით არც ისე შორს იყო, ეგ დრო იყო 6 ერზე რომ გვქონდა პრეტენზია გულშემატკივრებს
კაკო
20 მარტი 2022 01:06
0
ქალისათვის მეორეხელ ჯიბეში ჩაყოფილი ხელისჩამორთმევა,ელემენტარულად უზრდელობაა.
status quo
19 მარტი 2022 23:00
4
ჩვენი ხაზის გამოა რომ ვიგებთ და კიდევ ხალისი შეგვრჩა, მაგრამ ხაზმაც აიკიდა უაზრო ყვითელი და მთლიანობაში უკვე გაგვიჯდა ისეთი პრობლემები თამაშში თუ უნარებში, რომ..... სიტყვები არ კმარა.
ლუკა
19 მარტი 2022 21:12
2
ესპანეთი მართლაც შედეგიანად თამაშობს შეტევაში და სახუმარო თამაში ვერაფრით გვექნება,თუმცა აუცილებელია ისე მოვუგოთ,რომ ხმა აღარ ჰქონდეთ ამოსაღები.რაც შეეხება მერაბის გულის დაწყვეტას,ხაზის კარგ თამაშზე,მრავალი გულშემატკივარი აკრიტიკებდა გუნდის თამაშს,მაგრამ ბევრიც აღნიშნავდა,რომ თამაში ხაზმა მოიგო.ან ისედაც რაღა სალაპარაკო იყო,როცა ოთხივე ლელო,ხაზის მოთამაშეებმა გაიტანეს.მერაბ,ამდენი წელია სანატრელი გვქონდა,რომ ლელოების ძირითადი ნაწილი,ხაზის მოთამაშეებს გაეტანათ,როგორც ელიტურ ნაკრებებშია და ამას ვეღირსეთ,მაგრამ დაბალანსებული თამაში რომ არ გამოგვდის,უამრავ უხეშ შეცდომას ვუშვებთ და მთავარ პლიუსებს ვკარგავთ,ეგეც ხომ თვალში საცემია.ბავშვებივით გვარბენინეს მოლში და ჩვენი მოლითაც ვერაფერს გამოვრჩით.აუტებზე აღარაფერს ვიტყვი.ხაზისგან უკეთესი თამაში რომ გვინდა,ეგ ფორვარდების ძველებური უპირატესობის ფონზე გვინდოდა,რომ საერთო უპირატესობა გაზრდილიყო,თორემ თუ ერთის ხარჯზე მეორეს დავკარგავთ,ნაკრების ზრდა,ნაკლებად გამოვა.ამ გუნდში საყვედური ყველაზე ნაკლებად შენ გეხება,რადგან მართლაც ბოლომდე იხარჯები,ვერც სხვაზე ვიტყვით ამ მხრივ საყვედურს,მაგრამ თამაში მაინც ვერ გამოდის ისეთი,როგორიც გვინდა და ზოგიერთს თუ პირიდან საყვედური ამოსდის,იმიტომ რომ სჯერათ,რასაც მოითხოვენ,იმის გაკეთების შესაძლებლობა გაქვთ.ვიცით,რომ შეგიძლიათ და ველით,რომ გააკეთებთ.მომავალი წელი,მსპფლიოს თასის წელია და ნაკრები თანდათან უნდა ემსგავსებოდეს იმას,როგორიც საფრანგეთში იქნება.ჯერჯერობით,რაც გვსურს,იმისგან ძალიან შორსაა ნაკრების თამაში და ეს მოუთმენლობა,სწორედ შიშს გამოხატავს,ვაითუ ბორჯღალი 2023 უფრო სუსტი იყოს,ვიდრე წინა ფორმირების ნაკრებები.გულშემატკივრის კრიტიკის ლომის წილი,მწვრთნელებს ეკუთვნის,მაგრამ როცა სათამაშო დისციპლინის დარღვევის გამო ამდენს ვკარგავთ,ამაზე მოთამაშეებს არ ვუსაყვედუროთ?სულ ეს არის.ვიცით,რომ ესპანეთთან მძიმე თამაში იქნება,მაგრამ ველით,რომ ყველაფერს გააკეთებთ,სრულყოფილი,ცალსახა გამარჯვების მისაღწევად და მიაღწევთ კიდეც ამას.სწორედ ამას გისურვებთ.ულაპარაკო გამარჯვებას,კარგი,ლამაზი,დალაგებული თამაშის ფონზე.
სოსო
19 მარტი 2022 20:51
0
გაიხარეთ ბიჭებო!ამ პოსტს უკვე თამაშის შემდეგ ვწერ.მერაბმა და მისმა გუნდმა,სწორედ ჩემი სათხოვარი შეასრულეს და ისე ითამაშეს,როგორც მე ვთხოვდი.გაიმარჯვეს და მეტოქის მწვრთნელს ათქმევინეს,გვაჯობეს და რა ვქნათო.მუდამ ასე ყოფილიყოს!
სოსო
20 მარტი 2022 23:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული