2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 49:15 დაამარცხა.

ორივე გუნდს მსოფლიოს თასზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდა და „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ესპანეთს არაოფიციალურ ფინალში შეერკინა.

მართალია, მოედანი თოვლისგან გაწმინდეს, მაგრამ სველი იყო და ამან თამაშზე გარკვეული გავლენა მოახდინა. დებიუტში არეკნით საქართველოს ნაკრები ლობჟანიძემ დააწინაურა. თუმცა, მეტოქემ საჯარიმოდან ანგარიში მალევე გაათანაბრა. შემდეგ აბჟანდაძემ საჯარიმოთი ისევ წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. მორაგბეებს სველ მოედანზე ფეხი უსრიალებდათ და მრავალფაზიანი შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. 23-ე წუთზე ესპანელებმა მოლის შედეგად ლელო გაგვიტანეს, გარდასახვა ვერ გამოიყენეს, რასაც კარგი იერიშითებითა და ტაბუცაძისა და გიორგაძის ლელოებით ვუპასუხეთ, ხოლო აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 18:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა მოლით ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში შეამცირეს. საპასუხო შეტევისას აბჟანდაძემ საჯარიმოდან გაიტანა, მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლობჟანიძემ კარგად ითამაშა, შარიქაძემ იერიში ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძე კი გარდასახვისას ზუსტი იყო. ცოტა ხანში ტაბუცაძემ ფლანგზე ვიზავის დაცვა გაჭრა, ბრწყინვალე ლელო გაიტანა, აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას დაეუფლა, გიორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. შეხვედრა კი ჭყოიძის ლელოთი და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ქართველოს ნაკრები მეთოთხმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

6 ლელო: ტაბუცაძე (2), გიორგაძე (2), შარიქაძე, ჭყოიძე

5 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 არეკნი: ლობჟანიძე

გიორგი
უბედურება იცით რა არის? ის, რომ ტყემალიაძის ალტერნატივა აბუსერიძეა. კატასტროფაა!
giga
საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და ცოდოა ასეთი დაბალი დონის სამწვრთნელო შტაბის ხელში
გაიოზი
რაგბის ცოდნა იმ დონეზე, რომ მწვრთნელის დონე შევაფასო არ მაქვს, ამიტომ რაიმეს მტკიცებას არ ვაპირებ, გამოვიყენებ დამკვიდრებულ აზრს, მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო და თუ ეს ასეა მაშინ მაისაშვილს ფრიადს ვუწერ. გუნდს თამაშის დროს ქონდა შეცდომები და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს ისეთ ამინდის პირობებში, როგორც გუშინ იყო. მუდამ მიკვირდა გუნდი რატომ არ იყენებდა არეკნით ქულების მოპოვებას და გუშინ ეს ვნახე. ბოლო დროს შერკინებაში აღარ იგრძნობოდა ის უპირატესობა რაც მუდამ გვქონდა მეტოქესთან შედარებით, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ნარიაშვილის შემოსვლის შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა, იგივეს ვიტყვი მოლის შესახებ. ამ თამაშსი განსაკუთრებულად გამახარა გუნდის ხასიათმა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნეს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ თამაშის დამთავრებისას კიდევ ერთი ტაიმის ენერგია და ჟინი კიდევ ქონდათ სათამაშოდ. რაც დიდად სასიხარულოა.
გიზოგ
გასაგებია ყველას თავის აზრი აქვს, თუმცა ძალიან მაინტერესებს, ბატონმა, რომელმაც დისლაიქი დადო რა არ მოეწონა კომენტარში? გთხოვთ დამდოთ პატივი და მიმითითოთ დაშვებული შეცდომის შესახებ.
რაგბი
ლევან მაისაშვილის მაქებრებს საერთოდ რაგბი გესმით? შეგტკივათ გული ქართულ რაგბზე? პრეტენზია გვაქვს 6 ერში მონაწილეობაზე და ესპანეთთან თამაში რა დაინახეთ სასიკეთო? მწვრთნელის რა სისტემები და მონახაზი დაინახეთ ასე რომ აღფრთოვანდით? შერკინება ინგლისს და ახალ ზელანდიას რომ ღუნავდა რას აკეთებს მაისაშვილის ხელში? 6 ერს ვინც უყურა, იტალიასთან გვაქვს რამე შანსი ამ მწვრთნელის ხელში? დიდი მადლობა მოთამაშეებს ამ მწვრთნელის ხელში, უფრო სწორად უმწვრთნელოდ ბოლომდე რომ დებენ ჯიგარს!
გიზო რაჭველი
მიუხედავად გამარჯვებისა, ნაკრების თამაშში კვლავ გამოჩნდა ისეთივე ხარვეზები, რაც წინა მატჩებში. თუ ეს შეცდომები არ იქნა გამოსწორებული, არცერთი მაღალი კლასის გუნდი ამას არ გვაპატიებს.

რატომ უნდა ერჩოდეს ვინმე? არ არის სანაკრებო დონის მწვრთნელი ეს კაცი და ჰა! შავ ლომშიც არის და აქაც, თითქოს მის გარდა მწვრთნელი არ არსებობდეს. ფედერაციის პრეზიდენტის ძმაკაცობა მატებს კვალიფიკაციას? გუნდი, რომელიც იტალიასთან მოგებაზე ფიქრობს, პორტუგალიასთან და დღევანდელ რუმინეთთან ასე უფანტაზიოდ არ უნდა ცოდვილობდეს. ნორმალური გულშემატკივარი ფიჯის და იტალიის დამარცხებას გუნდს ვერ მოსთხოვს, მაგრამ თბილისში პორტუგალიასთან თავისუფლად უნდა იგებდეს.

მაისაშვილმა ყველას დაუმტკიცა, რომ ისინი ცდებიან! რა ჯინში ხართ ამ კაცთან, რა გინდათ ბოლობოლო???
გიორგი
ხალხო, ეს ნორმალურია, რომ უველა თამაშის წინ მარცხს ველოდოთ? და მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვყავს მწვრთელი? როდემდე უნდა ვუყუროთ მაისაშვილის წვალებას? არ შეუძლია ამ კაცს გუნდის განვითარება და რატომ არ მიდის? წადი, წადი, წადი!

14.O3.2022 რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში ქომაგებს შორის რაგბი ძალიან ცოტა ვინმეს თუ ესმის! რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიოში ყველა აღნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრები ამ დონის ტურნირისთვის გადაიზრდილი სჩანს, ყველა ჩატარებულ თამაშს დამაჯერებლად იგებსო. 6 ერის გათამაშებაში ჩვენ არ გვღებულობენ! იძულებულები ვართ ფეხი აუწყოთ რეალობას! მე თქვენ გეკითხებით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ქვეყნებისთვის, რაიმე ინტერესი ექნება ამ ტურნირს, საქართველოს ნაკრებმა რომ ყველა თამაში დამაჯერებლად მოიგოს? ასე რომ მოხდეს ჩვენ კი გაგვიხარდება, მაგრამ მარტო ქართველების ქეიფზე ხომ არ ივლის FIRA AER-ი? როგორ შეიძლება, რომ ამას ვერ ხედავდე ???

რაგბის ცოდნა არა არის მარტო თამაშის წესების ცოდნა...!

14 მარტი 2022 21:30 მაისაშვილს რას ერჩით, საქმეს თავს ვერ ართმევს, თუ რა??? პასუხი მოვთხოვოთ, თუ წავაგებთ ბოლო თამაშს ესპანელებთან, ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით!
ლევანს
გეთანხმები ნამდვილად. წინა უფერული შეხვედრებში ვინმემ მწვრთნელის ხელი შეატყო ნაკრებს? შეიძლება ბევრს მუშაობს მაისაშვილი, მაგრამ ასეთი ტემპით მსოფლიოსთვის მზად ვერ ვიქნებით. არ მიყვარს მწვრთნელის კრიტიკა, მაგრამ ფაქტია, პროგრესი არა გვაქვს
გიზოგ
ვუყურებდი თამაშს და დიდი სიამაყით ვივსებოდი. ძალიან, ძალიან მწყდებოდა გული, რომ ასეთ თამაშს ტელევიზორში ვუყურებდი და არ ვიყავი სტადიონზე. ეს ხომ ღირსეულ მეტოქეთა თამაში იყო თბილისში, დინამოზე ევროპის ჩემპიონობაზე, სადაც ჩვენმა ბიჭებმა 4-5 წლის უკანდელი ნაკრები გამახსენეს და ღირსეულად გახდნენ ევროპის ჩემპიონობა. ძალიან მომეწონა და გამიხარდა ის, რომ ნელა მაგრამ მაინც გადავდივართ ხელით თამაშზე და კიდევ რაც უფრო უახლოვდებოდა თამაში ფინალში, მით უფრო მეტ ჟინსა და მონდომებას ამჟღავნებდნენ ბიჭები დამრჩა შთაბეჭდილება მათ სულ ცოტა კიდევ ერთი ტაიმი შეეძლოთ ასეთი მონდომებით და ჟინით ეთამაშათ. რაც ქართულ სპორტი უიშვიათესია. დიდი დინამოს შემდეგ არც მახსოვს ასეთი შემთხვევა. დიდი მადლობა ბიჭებს. დიდ წარმატებას გისურვებთ მსოფლიოზე.
ლევანი
რას ნიშნავს "ინდივიდუალური ინტელექტის ნაკლებობა"? ამით ხომ შეურაცყოფას აყენებთ ამდენ მოტამაშეს, გამოგყავთ ისინი როგორც არაინტელექტუალური ინდივიდები.და მხოლოდ იმიტომ რომ ერთი მწვრთნელის ინტელექტს არაფერი დაბრალდეს. ასე არ შეიძლება! ძალაიან კარგი "ინდივიდუალური" ინტელექტი აქვთ მოთამაშეებს, და სწორედ მწვრთეის ბრალია, თუ ის "კოლექტიურ ინტელექტად" არ გადაიქცა. დღევადნელი თამაში ამ "ინდივიდუალური ინტელექტის" წყალობით მოიგეს და არა მწვრთნელის ინტელექტის წყალობით, რომელმაც თქვენი ენით, რომ გამოვთავვამთ - ვერ მოახერხა ამდენი წელია და ვერ შექმნა "კოლექტიური ინტელექტი". ასე არ შეიძLება, ოღონდ ლევან მაისაშვილს არავინ შეეხოს და მთელ გუნდს ეხებით!
ქომაგი
ერთი ეს მითხარი გეთაყვა, თამაში მოგეწონა? :))))))

აი ეგ უკვე სპორტული სფერო აღარ არის და იმედია პასუხი ექნება მაგაზე იმათ, ვისაც ეხებათ. თქვენც იმედია გიპასუხებენ
აბო
რა ვაზის რტო, რომელი ატმის კურკა? )))))))))
Zviads
ლევანი ბევრს მუშაობს და ვისაც რაგბი ესმის ის შეატყობს გუნდს ლევანის ხელს, კოვიდმაც ბევრი პრობკემა შექმნა... სიტყვებიც მაგარი უთხრა ბიჭებს ბოლოს! ჩემი აზრით ინდივიდუალური ინტელექტის ნაკლებობაა გუნდში, ამის ამოქაჩვა კი ძალიან გაჭირდება..
ბს
საინტერესოა! და შინდისფერი კვართის ტარების უფლებაც სამოსელი პირველს ეკუთვნის? არა მგონია ტრადიციულ ქართულ სამეფო ფერზეც ჰქონდეთ ექსკლუზივი )) და თან არა მგონია ასე მარტივად უფლება ჰქონდეს ,,სამოსელი პირველს" აუკრძალოს ნაკრებს ვაზის რტოს კვართზე დატანა.

ძალიან კარგად ვიცი რასაც ნიშნავს მაისურზე გამოსახული ეგ ვაზის რტო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მადლობა განმარტებისთვის. ჩემი აზრით, საქმე იმაშია, რომ მაგ სიმბოლოს შექმნის იდეა მაღაზია,,სამოსელ პირველს,, ეკუთვნის და სავარაუდოდ მისი ამ ფორმაზე გამოსახვის საავტორო უფლებაც. შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, თორემ არა მგონია ვინმე იდეურად ეწინააღმდეგებოდეს მას.
ქორ-პარიკმახერი
ვაზის ლერწი მოუპარია ვიღაცას! ეტყობა მწვადის შესაწვავად უნდოდა
ბს
ფრანგ ბარბაროსების რომ ვითამაშეთ გახსოვთ? ლამაზი ფორმა იყო, შინდისფერი, საყელოიანი და რეტრო სტილში. მაგრამ ის არი იყო ეროვნული ნაკრები და შესაბამისად არ იყო ბეჭებზე ვაზის რტო, კი ბატონო, მისი ტარების უფლება მხოლოდ დიდი ბორჯღალის წევრების უფლებაა და რატომ ჩამოართვა ვიღაცამ ამ ბიჭებს ამის უფლება? და რატო ვართ უელსის ფერებში?
უმადური
მაისაშვილი შესაცვლელია.
ბს
რატომ ჩამოართვეს ბიჭებს მხრებით ვაზის რტოს ტარების უფლება? ეს ხომ განსაკუთრებული სიმბოლოა
ბს
მარტო სილამაზე არ არის ვაზის რტო მეგობარო. ის სიმბოლოა, თავდადების, სიყვარულის, ქართული სულის უკვდავების. ძალიან ლამაზი და საამაყო ლეგენდაც უკავშირდება მაგ ვაზის რტოს. მისი ტარების უფლება მხოლოდ დიდი ბორჯღალის წევრებს ქონდათ, და არა მაგალითად ასაკობრივი ნაკრებების წევრებს! დიზაინთან საერთოდ პ არაფერი საქმე არა მაქვს, ანუ ლერწით დამშვენებული კვართის ტარების უფლებას მოპოვება უნდა. და რატომ ჩამოართვნს ბიჭებს ამის უფლება?

ძალიან მაინტერესებს, მაისაშვილს მადლობას რომ უხდიან, რითი დაიმსახურა? ტაქტიკურად გამართა თუ დიდი სამწვრთნელო ნიჭი გამოავლინა? გუნდს ბექა გორგაძე დაემატა და გამოჩნდა, რამდენად დიდი ძალაა . ასევე მეორე ხაზელი გამოცდილი მიქაუტაძეც.ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეორე ტაიმში ესპანეთსაც დაღლა შეეტყო. კარგია დიდი ანგარიშით მოგება, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რომელის შესრულებაც მაისაშვილს არ ძალუძს. იმის თქმა მინდა, რომ თასის აწევით პრობლემები არ მოგვარებულა და აუცილებლად დროზე უნდა მიეხედოს
dato
ეგეთი ღილებიანი ფორმით 80-იანებში ვთამაშობდით, ვისაც გახსოვთ.
beeq
ვაზის ლერწი დააბრუნეთ. ბოლო ორ თამშში 4 გაშვებული ლელო და ოთხივე მოლით სერიოზულ კითხვებს აჩენს. წარმატებები ბიჭებს და მადლობა თავდადებითვის.

გამარჯვება კარგია ასეთი ანგარიშით, მაგრამ ლევანს მადლობა ნაკლებად. ამ თამაშზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მწვრთნელის დამსახურებაა. ნამდვილად შეგვიძლია უკეთესი ხარისხი ვაჩვენოთ.
სოსო
გმადლობთ ბიჭებო და გილოცავთ!აი ასეთ თამაშს,ასეთ გამარჯვებას ველოდით და ვითხოვდით.დაბალანსებულს,როცა ყველა რგოლი თავის საქმეს წარმატებით აკეთებს.საშინელი ამინდის მიუხედავად,ბევრი კარგი კომბინაცია ვიხილეთ და ეს თამაში,საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ,რომ მსოფლიოს თასისათვის ჩვენი ნაკრები დაბალანსებულ,გამართულ რაგბის ითამაშებს.რა თქმა უნდა პრიბლემები კვლავაც ჭარბად გვაქვს,მაგრამ ამ თამაშში ბიჭებმა ნაკრების პოტენციალის კონტურები,საკმაოდ მკაფიოდ გვიჩვენეს.ხაზში ნინიაშვილის გამოჩენამ და ლობჟანიძის ფორმაში ჩადგომამ,ტაბუცაძის შესაძლებლობების სრულად გახსნასთან ერთად,საშუალება მოგვცა გაცილებით უფრო პროდუქტიულად და სწრაფად ვითამაშოთ.დანარჩენი ხაზის ბიჭებიც ინარჩუნებენ,ზოგი კი,ავითარებს კიდეც დონეს.ასე რომ დღეის მდგომარეობით,ჩვენი ხაზი,ალბათ საუკეთესო თამაშს აჩვენებს,ბორჯღალის ისტორიაში.შერკინებაში წესების ცვლილებებმა ჩვენს შერკინებაზე უარყოფითად იმოქმედა,მაგრამ კიდევ ერთი წელი გვაქვს და იმედია ძველებურთან მიახლოებულ დონეს მაინც მივაღწევთ.ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო დერეფანზე,მოლზე,მიყოლაზე და რაქის გაწმენდა ბურთის გამოტანაზე,მაგრამ ამ უკანასკნელში მგონი პროგრესი გვაქვს,ერთი ეგ არის,რომ სხვა ქვეყნებმაც სწრაფი განვითარება დაიწყეს და ეს შესაძლოა წინსვლისათვის კი არა,ადგილის შენარჩუნებისათვისაც არ იყოს საკმარისი.აგერ იტალია რომ იტალიაა,აიღო და უელსი დაამარცხა გასვლაში.პორტუჰგალიამ და ესპანეთმაც ძალიან მოუმატეს,რუსებმაც სერიოზული გარდაქმნები დაიწყეს და მართალია დისკვალიფიკაცია მიიღეს,მანამდეც ცუდი შედეგები ჰქონდათ,მაგრამ თამაშის ხასიათი საგრძნობლად შეცვალეს და ბევრი ფულიც დაახარჯეს.მათი დონის მკვეთრი მომატება,დიდი ხნის საქმე აღარ იყო.ასე რომ კიდევ უფრო მეტად და სწრაფად უნდა განვითარდეს ჩვენი რაგბი.ვამბობთ ფულიო და სწორიცაა,მაგრამ პორტუგალიის რაგბის კავშირის ბიუჯეტი,2 მილიონი ევრო ყოფილა,სულ.ესე იგი სწორი მუშაობის პირობებში,მცირე სახსრებითაც ბევრის მიღწევა შეიძლება. ბევრს აღარ გავაგრძელებ!გილოცავთ მეგობრებო რაგბი ევროპის ჩემპიონობას და ამ თამაშში ლამაზ გამარჯვებას.გისურვებთ ჯანმრთელობას და ზაფხულში ისეთ დონეზე გასვლას,რომ იტალიას გავუსწორდეთ.ძნელია,ძალიან ძნელი,ახლა მართლაც კარგი ნაკრები ჰყავთ,მაგრამ მიუხედავად ჩვენი კრიტიკისა,არც თქვენ ხართ ცუდი,ან ნაკლები ბიჭები.მომავალ წელს კი,მსოფლიოს თასია და იქ გვექნება ყველაზე მთავარი დასამტკიცებელი,სად ვართ და რა შეგვიძლია.

ბოდიში, არ ჰქონია და ვეთანხმები . უნდა ჰქონდეს ვაზის რტო. ლამაზია და უხდება კიდეც

ვაზის რტო აქვს მე მგონი, მაგრამ ის შინდისფერი ამას ნაღდად ჯობდა. ისე თვითონ დიზაინი კარგია, საყელოთი და ღილით
ბს
ეგრე არ არი რა ქვეყნის სიამაყის, ჩვენი ეროვნული გუნდის თვის თავის ჭკუაზე ფერის შეცვლა, ვაზის ლერწიხ ჩამორთმევა, ვიჯჰღახას მგონი საკუთარი ბეღელი ჰგონია ეროვნული გუნდი. შამარჯვებამაც ვერ დამამშვიდა, ამოიღეთ ხმა ხალხო, ასე შეძლება მოექცე ჩვენ სიამაყეს? მარტო მე მეტკინა გული? ნუთუ? იქნება რამე მომეჩვენა, მითხარით
r
დიდებულად ითამაშეთ. დიდი მადლობა მთელ გუნდს! მადლობა ლევან! იტალიასთანაც, ვიცი, ბოლომდე დაიხარჯებით. წარმატებები და გამარჯვებები გვიმრავლოს ღმერთმა.
Bs
მაგარი გამარჯვება და მაგარი ემოცია იყო. მადლობა ბიჭებო. და გთხოვთ, ძველ მორაგბეებს მივმართავ, ეს თამაში ჩვენთვის დიდი ემოციის მომტანია და ამ ემოციაში ის განსხვავებული ფორმაც იგულისხმებოდა, ვაზის ლერწიხ ბეჭებზე და რა არის ახლა ეს? უელსის ნაკრებია ფეხბურთეთში თუ საქართველოა? ამოიღეთ ხმა ხალხო! რატო გვართმევს ვიღაცა ასე ნიჭიერად, გულშემატკივარს ჩვენი გუნდის ჯიგარს?
ქომაგი
ვახ თქვენ გენაცვალეთ! ბევრი გამარჯვებები გვეზეიმოს.
ბს
მაგარია, გამარჯვება ვერ გადაფარავს რაც მოგწერეთ და არ გამოაქვეყნეთ. რა ხდება ხალხო? სად არის ტრადიციულად ქცეული ქართული წითელი ანუ შინდისფერი ფორმა? სად არის ვაზის ლერწი? რატო აძლევთ უფლებას რომ ფედერაციამ თავის ჭკუაზე შეცვალოს ეს, მხოლოდ იმიტომ რომ თურმე წინა ფედერაციის გაკეთებულია? აბა რა ვიფიქრო? ამიხსენით! რას გავს ახლა ეს საქციელი?
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რაგბი ევროპა | ნამატით ესპანეთისთვის
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
რაგბი ევროპა | ხუთი დანაკლისით ესპანეთში
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ