უკვე უკეთ - არაოფიციალურ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 49:15 დაამარცხა.

ორივე გუნდს მსოფლიოს თასზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდა და „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ესპანეთს არაოფიციალურ ფინალში შეერკინა.

მართალია, მოედანი თოვლისგან გაწმინდეს, მაგრამ სველი იყო და ამან თამაშზე გარკვეული გავლენა მოახდინა. დებიუტში არეკნით საქართველოს ნაკრები ლობჟანიძემ დააწინაურა. თუმცა, მეტოქემ საჯარიმოდან ანგარიში მალევე გაათანაბრა. შემდეგ აბჟანდაძემ საჯარიმოთი ისევ წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. მორაგბეებს სველ მოედანზე ფეხი უსრიალებდათ და მრავალფაზიანი შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. 23-ე წუთზე ესპანელებმა მოლის შედეგად ლელო გაგვიტანეს,
გარდასახვა ვერ გამოიყენეს, რასაც კარგი იერიშითებითა და ტაბუცაძისა და გიორგაძის ლელოებით ვუპასუხეთ, ხოლო აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 18:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა მოლით ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში შეამცირეს. საპასუხო შეტევისას აბჟანდაძემ საჯარიმოდან გაიტანა, მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლობჟანიძემ კარგად ითამაშა, შარიქაძემ იერიში ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძე კი გარდასახვისას ზუსტი იყო. ცოტა ხანში ტაბუცაძემ ფლანგზე ვიზავის დაცვა გაჭრა, ბრწყინვალე ლელო გაიტანა, აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას დაეუფლა, გიორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. შეხვედრა კი ჭყოიძის ლელოთი და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ქართველოს ნაკრები მეთოთხმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

6 ლელო: ტაბუცაძე (2), გიორგაძე (2), შარიქაძე, ჭყოიძე

5 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 არეკნი: ლობჟანიძე

მკითხველის კომენტარები / 38 /
ლევანი ბევრს მუშაობს და ვისაც რაგბი ესმის ის შეატყობს გუნდს ლევანის ხელს, კოვიდმაც ბევრი პრობკემა შექმნა... სიტყვებიც მაგარი უთხრა ბიჭებს ბოლოს! ჩემი აზრით ინდივიდუალური ინტელექტის ნაკლებობაა გუნდში, ამის ამოქაჩვა კი ძალიან გაჭირდება..
Zviads
20 მარტი 2022 22:54
24
გეთანხმები ნამდვილად. წინა უფერული შეხვედრებში ვინმემ მწვრთნელის ხელი შეატყო ნაკრებს? შეიძლება ბევრს მუშაობს მაისაშვილი, მაგრამ ასეთი ტემპით მსოფლიოსთვის მზად ვერ ვიქნებით. არ მიყვარს მწვრთნელის კრიტიკა, მაგრამ ფაქტია, პროგრესი არა გვაქვს
ლევანს
21 მარტი 2022 01:19
4
რას ნიშნავს "ინდივიდუალური ინტელექტის ნაკლებობა"? ამით ხომ შეურაცყოფას აყენებთ ამდენ მოტამაშეს, გამოგყავთ ისინი როგორც არაინტელექტუალური ინდივიდები.და მხოლოდ იმიტომ რომ ერთი მწვრთნელის ინტელექტს არაფერი დაბრალდეს. ასე არ შეიძლება!

ძალაიან კარგი "ინდივიდუალური" ინტელექტი აქვთ მოთამაშეებს, და სწორედ მწვრთეის ბრალია, თუ ის "კოლექტიურ ინტელექტად" არ გადაიქცა. დღევადნელი თამაში ამ "ინდივიდუალური ინტელექტის" წყალობით მოიგეს და არა მწვრთნელის ინტელექტის წყალობით, რომელმაც თქვენი ენით, რომ გამოვთავვამთ - ვერ მოახერხა ამდენი წელია და ვერ შექმნა "კოლექტიური ინტელექტი".

ასე არ შეიძLება, ოღონდ ლევან მაისაშვილს არავინ შეეხოს და მთელ გუნდს ეხებით!
ლევანი
20 მარტი 2022 23:59
6
ვაზის ლერწი მოუპარია ვიღაცას! ეტყობა მწვადის შესაწვავად უნდოდა
ქორ-პარიკმახერი
20 მარტი 2022 22:10
4
მაისაშვილი შესაცვლელია.
უმადური
20 მარტი 2022 22:03
10
ძალიან მაინტერესებს, მაისაშვილს მადლობას რომ უხდიან, რითი დაიმსახურა? ტაქტიკურად გამართა თუ დიდი სამწვრთნელო ნიჭი გამოავლინა? გუნდს ბექა გორგაძე დაემატა და გამოჩნდა, რამდენად დიდი ძალაა . ასევე მეორე ხაზელი გამოცდილი მიქაუტაძეც.ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეორე ტაიმში ესპანეთსაც დაღლა შეეტყო. კარგია დიდი ანგარიშით მოგება, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რომელის
შესრულებაც მაისაშვილს არ ძალუძს. იმის თქმა მინდა, რომ თასის აწევით პრობლემები არ მოგვარებულა და აუცილებლად დროზე უნდა მიეხედოს
: )))))))
20 მარტი 2022 21:58
8
ვაზის ლერწი დააბრუნეთ. ბოლო ორ თამშში 4 გაშვებული ლელო და ოთხივე მოლით სერიოზულ კითხვებს აჩენს. წარმატებები ბიჭებს და მადლობა თავდადებითვის.
beeq
20 მარტი 2022 21:24
2
რატომ ჩამოართვეს ბიჭებს მხრებით ვაზის რტოს ტარების უფლება? ეს ხომ განსაკუთრებული სიმბოლოა
ბს
20 მარტი 2022 22:00
0
გმადლობთ ბიჭებო და გილოცავთ!აი ასეთ თამაშს,ასეთ გამარჯვებას ველოდით და ვითხოვდით.დაბალანსებულს,როცა ყველა რგოლი თავის საქმეს წარმატებით აკეთებს.საშინელი ამინდის მიუხედავად,ბევრი კარგი კომბინაცია ვიხილეთ და ეს თამაში,საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ,რომ მსოფლიოს თასისათვის ჩვენი ნაკრები დაბალანსებულ,გამართულ რაგბის ითამაშებს.რა თქმა უნდა პრიბლემები კვლავაც ჭარბად გვაქვს,მაგრამ ამ თამაშში ბიჭებმა ნაკრების პოტენციალის კონტურები,საკმაოდ მკაფიოდ გვიჩვენეს.ხაზში ნინიაშვილის გამოჩენამ და ლობჟანიძის ფორმაში ჩადგომამ,ტაბუცაძის შესაძლებლობების სრულად გახსნასთან ერთად,საშუალება მოგვცა გაცილებით უფრო პროდუქტიულად და სწრაფად ვითამაშოთ.დანარჩენი ხაზის ბიჭებიც ინარჩუნებენ,ზოგი კი,ავითარებს კიდეც დონეს.ასე რომ დღეის მდგომარეობით,ჩვენი ხაზი,ალბათ საუკეთესო თამაშს აჩვენებს,ბორჯღალის ისტორიაში.შერკინებაში წესების ცვლილებებმა ჩვენს შერკინებაზე უარყოფითად იმოქმედა,მაგრამ კიდევ ერთი წელი გვაქვს და იმედია ძველებურთან მიახლოებულ დონეს მაინც მივაღწევთ.ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო დერეფანზე,მოლზე,მიყოლაზე და რაქის გაწმენდა ბურთის გამოტანაზე,მაგრამ ამ უკანასკნელში მგონი პროგრესი გვაქვს,ერთი ეგ არის,რომ სხვა ქვეყნებმაც სწრაფი განვითარება დაიწყეს და ეს შესაძლოა წინსვლისათვის კი არა,ადგილის შენარჩუნებისათვისაც არ იყოს საკმარისი.აგერ იტალია რომ იტალიაა,აიღო და უელსი დაამარცხა გასვლაში.პორტუჰგალიამ და ესპანეთმაც ძალიან მოუმატეს,რუსებმაც სერიოზული გარდაქმნები დაიწყეს და მართალია დისკვალიფიკაცია მიიღეს,მანამდეც ცუდი შედეგები ჰქონდათ,მაგრამ თამაშის ხასიათი საგრძნობლად შეცვალეს და ბევრი ფულიც დაახარჯეს.მათი დონის მკვეთრი მომატება,დიდი ხნის საქმე აღარ იყო.ასე რომ კიდევ უფრო მეტად და სწრაფად უნდა განვითარდეს ჩვენი რაგბი.ვამბობთ ფულიო და სწორიცაა,მაგრამ პორტუგალიის რაგბის კავშირის ბიუჯეტი,2 მილიონი ევრო ყოფილა,სულ.ესე იგი სწორი მუშაობის პირობებში,მცირე სახსრებითაც ბევრის მიღწევა შეიძლება.
ბევრს აღარ გავაგრძელებ!გილოცავთ მეგობრებო რაგბი ევროპის ჩემპიონობას და ამ თამაშში ლამაზ გამარჯვებას.გისურვებთ ჯანმრთელობას და ზაფხულში ისეთ დონეზე გასვლას,რომ იტალიას გავუსწორდეთ.ძნელია,ძალიან ძნელი,ახლა მართლაც კარგი ნაკრები ჰყავთ,მაგრამ მიუხედავად ჩვენი კრიტიკისა,არც თქვენ ხართ ცუდი,ან ნაკლები ბიჭები.მომავალ წელს კი,მსოფლიოს თასია და იქ გვექნება ყველაზე მთავარი დასამტკიცებელი,სად ვართ და რა შეგვიძლია.
სოსო
20 მარტი 2022 21:19
3
ეგრე არ არი რა ქვეყნის სიამაყის, ჩვენი ეროვნული გუნდის თვის თავის ჭკუაზე ფერის შეცვლა, ვაზის ლერწიხ ჩამორთმევა, ვიჯჰღახას მგონი საკუთარი ბეღელი ჰგონია ეროვნული გუნდი.
შამარჯვებამაც ვერ დამამშვიდა, ამოიღეთ ხმა ხალხო, ასე შეძლება მოექცე ჩვენ სიამაყეს? მარტო მე მეტკინა გული? ნუთუ?
იქნება რამე მომეჩვენა, მითხარით
ბს
20 მარტი 2022 20:27
4
ფრანგ ბარბაროსების რომ ვითამაშეთ გახსოვთ? ლამაზი ფორმა იყო, შინდისფერი, საყელოიანი და რეტრო სტილში.
მაგრამ ის არი იყო ეროვნული ნაკრები და შესაბამისად არ იყო ბეჭებზე ვაზის რტო, კი ბატონო, მისი ტარების უფლება მხოლოდ დიდი ბორჯღალის წევრების უფლებაა და რატომ ჩამოართვა ვიღაცამ ამ ბიჭებს ამის უფლება? და რატო ვართ უელსის ფერებში?
ბს
20 მარტი 2022 22:06
0
ეგეთი ღილებიანი ფორმით 80-იანებში ვთამაშობდით, ვისაც გახსოვთ.
dato
20 მარტი 2022 21:44
0
დიდებულად ითამაშეთ. დიდი მადლობა მთელ გუნდს! მადლობა ლევან! იტალიასთანაც, ვიცი, ბოლომდე დაიხარჯებით. წარმატებები და გამარჯვებები გვიმრავლოს ღმერთმა.
r
20 მარტი 2022 20:22
10
გამარჯვება კარგია ასეთი ანგარიშით, მაგრამ ლევანს მადლობა ნაკლებად. ამ თამაშზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მწვრთნელის დამსახურებაა. ნამდვილად შეგვიძლია უკეთესი ხარისხი ვაჩვენოთ.
: )))))))
20 მარტი 2022 21:21
6
მაგარი გამარჯვება და მაგარი ემოცია იყო.
მადლობა ბიჭებო.
და გთხოვთ, ძველ მორაგბეებს მივმართავ, ეს თამაში ჩვენთვის დიდი ემოციის მომტანია და ამ ემოციაში ის განსხვავებული ფორმაც იგულისხმებოდა, ვაზის ლერწიხ ბეჭებზე და რა არის ახლა ეს? უელსის ნაკრებია ფეხბურთეთში თუ საქართველოა? ამოიღეთ ხმა ხალხო!
რატო გვართმევს ვიღაცა ასე ნიჭიერად, გულშემატკივარს ჩვენი გუნდის ჯიგარს?
Bs
20 მარტი 2022 20:20
4
ვახ თქვენ გენაცვალეთ! ბევრი გამარჯვებები გვეზეიმოს.
ქომაგი
20 მარტი 2022 20:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული