უკვე უკეთ - არაოფიციალურ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 49:15 დაამარცხა.

ორივე გუნდს მსოფლიოს თასზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდა და „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ესპანეთს არაოფიციალურ ფინალში შეერკინა.

მართალია, მოედანი თოვლისგან გაწმინდეს, მაგრამ სველი იყო და ამან თამაშზე გარკვეული გავლენა მოახდინა. დებიუტში არეკნით საქართველოს ნაკრები ლობჟანიძემ დააწინაურა. თუმცა, მეტოქემ საჯარიმოდან ანგარიში მალევე გაათანაბრა. შემდეგ აბჟანდაძემ საჯარიმოთი ისევ წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. მორაგბეებს სველ მოედანზე ფეხი უსრიალებდათ და მრავალფაზიანი შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. 23-ე წუთზე ესპანელებმა მოლის შედეგად ლელო გაგვიტანეს,
გარდასახვა ვერ გამოიყენეს, რასაც კარგი იერიშითებითა და ტაბუცაძისა და გიორგაძის ლელოებით ვუპასუხეთ, ხოლო აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 18:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა მოლით ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში შეამცირეს. საპასუხო შეტევისას აბჟანდაძემ საჯარიმოდან გაიტანა, მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლობჟანიძემ კარგად ითამაშა, შარიქაძემ იერიში ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძე კი გარდასახვისას ზუსტი იყო. ცოტა ხანში ტაბუცაძემ ფლანგზე ვიზავის დაცვა გაჭრა, ბრწყინვალე ლელო გაიტანა, აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას დაეუფლა, გიორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. შეხვედრა კი ჭყოიძის ლელოთი და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ქართველოს ნაკრები მეთოთხმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

6 ლელო: ტაბუცაძე (2), გიორგაძე (2), შარიქაძე, ჭყოიძე

5 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 არეკნი: ლობჟანიძე

მკითხველის კომენტარები / 38 /
მაგარია,
გამარჯვება ვერ გადაფარავს რაც მოგწერეთ და არ გამოაქვეყნეთ.
რა ხდება ხალხო? სად არის ტრადიციულად ქცეული ქართული წითელი ანუ შინდისფერი ფორმა? სად არის ვაზის ლერწი? რატო აძლევთ უფლებას რომ ფედერაციამ თავის ჭკუაზე შეცვალოს ეს, მხოლოდ იმიტომ რომ თურმე წინა ფედერაციის გაკეთებულია? აბა რა ვიფიქრო? ამიხსენით! რას გავს ახლა ეს საქციელი?
ბს
20 მარტი 2022 19:55
16
უბედურება იცით რა არის? ის, რომ ტყემალიაძის ალტერნატივა აბუსერიძეა. კატასტროფაა!
გიორგი
21 მარტი 2022 23:10
0
ერთი ეს მითხარი გეთაყვა, თამაში მოგეწონა? :))))))
ქომაგი
20 მარტი 2022 23:37
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული