უკვე უკეთ - არაოფიციალურ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 49:15 დაამარცხა.

ორივე გუნდს მსოფლიოს თასზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდა და „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ესპანეთს არაოფიციალურ ფინალში შეერკინა.

მართალია, მოედანი თოვლისგან გაწმინდეს, მაგრამ სველი იყო და ამან თამაშზე გარკვეული გავლენა მოახდინა. დებიუტში არეკნით საქართველოს ნაკრები ლობჟანიძემ დააწინაურა. თუმცა, მეტოქემ საჯარიმოდან ანგარიში მალევე გაათანაბრა. შემდეგ აბჟანდაძემ საჯარიმოთი ისევ წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. მორაგბეებს სველ მოედანზე ფეხი უსრიალებდათ და მრავალფაზიანი შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. 23-ე წუთზე ესპანელებმა მოლის შედეგად ლელო გაგვიტანეს,
გარდასახვა ვერ გამოიყენეს, რასაც კარგი იერიშითებითა და ტაბუცაძისა და გიორგაძის ლელოებით ვუპასუხეთ, ხოლო აბჟანდაძემ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 18:8 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა მოლით ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში შეამცირეს. საპასუხო შეტევისას აბჟანდაძემ საჯარიმოდან გაიტანა, მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლობჟანიძემ კარგად ითამაშა, შარიქაძემ იერიში ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძე კი გარდასახვისას ზუსტი იყო. ცოტა ხანში ტაბუცაძემ ფლანგზე ვიზავის დაცვა გაჭრა, ბრწყინვალე ლელო გაიტანა, აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას დაეუფლა, გიორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. შეხვედრა კი ჭყოიძის ლელოთი და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ქართველოს ნაკრები მეთოთხმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

6 ლელო: ტაბუცაძე (2), გიორგაძე (2), შარიქაძე, ჭყოიძე

5 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 არეკნი: ლობჟანიძე

მკითხველის კომენტარები / 38 /
საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და ცოდოა ასეთი დაბალი დონის სამწვრთნელო შტაბის ხელში
giga
12:53 21-03-2022
4
რაგბის ცოდნა იმ დონეზე, რომ მწვრთნელის დონე შევაფასო არ მაქვს, ამიტომ რაიმეს მტკიცებას არ ვაპირებ, გამოვიყენებ დამკვიდრებულ აზრს, მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო და თუ ეს ასეა მაშინ მაისაშვილს ფრიადს ვუწერ. გუნდს თამაშის დროს ქონდა შეცდომები და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს ისეთ ამინდის პირობებში, როგორც გუშინ იყო. მუდამ მიკვირდა გუნდი რატომ არ იყენებდა არეკნით ქულების მოპოვებას და გუშინ ეს ვნახე. ბოლო დროს შერკინებაში აღარ იგრძნობოდა ის უპირატესობა რაც მუდამ გვქონდა მეტოქესთან შედარებით, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ნარიაშვილის შემოსვლის შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა, იგივეს ვიტყვი მოლის შესახებ. ამ თამაშსი განსაკუთრებულად გამახარა გუნდის ხასიათმა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნეს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ თამაშის დამთავრებისას კიდევ ერთი ტაიმის ენერგია და ჟინი კიდევ ქონდათ სათამაშოდ. რაც დიდად სასიხარულოა.
გაიოზი
12:42 21-03-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული