"ბორჯღალოსნები" შემოდგომის სერიების ერთ მატჩს კარდიფში, "პრინციფალითიზე“ 19 ნოემბერს გამართავს.

ეს იქნება მეოთხე შემთხვევა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო "დრაკონებს“ შეხვდება.

პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, "პრინიციფალითიზე“ შედგა და 55 310-მა ქომაგმა დაძაბული თამაში იხილა. "ბორჯღალოსნებს" ჰქონდათ შანსი, რომ მრისხანე მეტოქესთან ფრედ ეთამაშათ, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა 13:6 იმარჯვეს.

2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს იაპონიაში ვეთამაშეთ და მეტოქემ დამაჯერებლად მოიგო – 43:14. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე „დრაკონებს“ ლიანელში, "პარკ სკარლეტზე“ ვერკინეთ. მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 18:0 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ უელსს მეხუთედაც შევხვდებით, რადგან საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასზე უელსი და საქართველო "გ" ჯგუფში ითამაშებენ. შესაბამისად, წლევანდელი თამაში მომავალი დაპირისპირების წინ ერთგვარ გახურებად მოიაზრება.

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ ნოემბრის ტესტ-მატჩებზე სამხრეთელი გრანდები ჩრდილოეთში ბრუნდებიან. "ბორჯღალოსნებთან" მატჩამდე უელსი 5 ნოემბერს ახალ ზელანდიას და 12 ნოემბერს არგენტინას მასპინძლობს, ჩვენ შემდეგ კი, 26 ნოემბერს, ავსტრალიას დაუხვდება.

"სანაკრებო (ტესტ-მატჩი) რაგბიში ყველას სურვილია, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ითამაშოს და ნოემბერში ამის შესაძლებლობა გვექნება. ნოემბერში ვეთამაშებით რაგბის ჩემპიონატის სამივე წარმომადგენელს. დაუმატეთ ამას შეხვედრა საქართველოსთან, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი ერთ-ერთი მეტოქეა და ეს მომავალ რკენას უფრო საინტერესოს ხდის“ – ამბობს უელსის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი სტივ ფილიპსი.

"მსოფლიო თასის წინ უელსთან თამაში ძალიან სასიხარულო და საინტერესოა. ზოგადად, ტიერ1-ის გუნდებთან შეხვედრა ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა. მოვსინჯავთ ძალებს და ვნახავთ, რა შეგვიძლია. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შემადგენლობით დაგვხვდება მეტოქე. უელსს არ აქვს ისეთი სიღრმე, როგორიც საფრანგეთს და ინგლისს. სხვა ხარისხის რაგბის თამაშობს მათი პირველი შემადგენლობა და სხვას - მეორე ნომრები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი თამაში იქნება. უელსი ძიების პროცესშია, რადგან ბევრი მოთამაშე წავიდა ნაკრებიდან და პივაკი ცდილობს, მსოფლიო თასის წინ ახალი გუნდი ააშენოს“ – თქვა "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ 19 ნოემბრის თამაშის ბილეთების ფასი 10, 15, 20, 25 და 35 გირვანქა სტერლინგი იქნება და მათი გაყიდვა 10 ივნისიდან დაიწყება.

Georgian rugby

მარქს-ენგელსას
კარგი, მაგრამ აბუსერიძე? მაგან მსოფლიო რაგბში იჩივლა, საქართველოს ნაკრები დადაჯეთო. სამარცხვინო!
გიორგი
მაისაშვილი ამას ვერ შეძლებს, ისევე, როგორც ვერ გადახრტება 8 მეტრზე. ყველა ადამიანს თავისი ზღვარი აქვს.
r
მე გეტყვი რა უნდა გააკეთოს რომ ნაკრებში დარჩეს ღირსეულ მთავარ მწვრთნელად: ნაკრებმა იტალიასთან თამაში უნდა მოიგოს და ღირებული თამაში აჩვენოს წლევანდელ დარჩენილ ტესტ მატჩებში.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
რაგბის კავშირის პრეზიდენტი უნდა შეიცვალოს
პაატა
ბატონო ლევან კომენტარის გაკეთებისას შინაარსობრივი მხარე მაინც დაალაგე რა:( ეს ოხერი დერეფანში თამაში ხომ არაა;) რა თქვენი შესაფასებელია უელსის ნაკრების შემადგრნლობის სიღრმეები და ამაზე აქცენტირება?! ვის აინტერესებს ინგლისთან და საფრანგეთთან თქვენი შედარებითი ანალიზი ან უელსის მწვრთნელის გეგმებზე საუბარი? მიხედავს ის კაცი თავის საქმეს, თანაც ძალიან კარგად!!! ჩვენს ნაკრებზე გააკეთე კომენტარი შე კაი ადამიანო და თუ შეგიძლია რამე საინტერესო თქვი!
beqa
რა უნდა მოხდეს, მაისაშვილმა გუნდი დატოვოოს?! ააქ ვინმეს პასუხი?
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა