საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

AutoSharing Option
9 ივლისს საქართველოში "ბორჯღალოსნებისა" და იტალიის ტესტ-მატჩს ახალზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი იმსაჯებს.

32 წლის რეფერი 2016 წლიდან ზე-რაგბის (Super Rugby) მსაჯია, ხოლო 2017 წლიდან ტესტ-მატჩებს მსაჯობს. 2019 წლის მსოფლიო თასზე ის ასისტენტად მუშაობდა. პიკერილს "ბორჯღალოსნების" შეხვედრა აქამდე არასდროს უმსაჯია.

კიდეებიდან მას ინგლისელი ადამ ლეალი და უელსელი ადამ ჯონსი დაეხმარებიან.

მსოფლიო რაგბიმ ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები უკვე დაასახელა და მათ შორისაა ნიკა ამაშუკელი, რომელიც 2 ივლისს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს განსჯის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ევროპის მიღმა,
ტიერ1-ის გუნდების დაპირისპირებას იმსაჯებს.

"ქალთა და კაცთა მსოფლიო თასების წინ ეს დანიშვნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსაჯები საერთაშორისო და საკლუბო ტურნირებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩნენ“ – ამბობს მსოფლიო რაგბის მსაჯთა დანიშვნების კომიტეტის თავმჯდომარე გრემ მური.

Rugby.ge 

alt"ბორჯღალოსნები" - შემოდგომაზე კარდიფში უელსის წინააღმდეგ

altშარიქაძე: ვეცდებით, კრიტიკოსებს დავუმტკიცოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე მათ ჰგონიათ

მკითხველის კომენტარები / 8 /
მსაჯი გასაგებია, და ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ვინ იქნება?
შეკითხვა
21 აპრილი 2022 18:00
2
აგერ დღეს გამოქვეყნდა, რომ მოისმინეს მაისაშვილის ანგარიში და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ფედერაციას მის გარეშე ქართული რაგბის მომავალი ვერ წარმოუდგენია. სამწუხაროდ, ეგ პოზიცია მანამდეც ნათელი იყო
: )))))))
23 აპრილი 2022 00:10
2
საჯილდაო ქვა გაგვიჩნდა იტალიის სახით.არ ვიცი რა იქნება,მაგრამ ერთი ხიზამბარელი რა გაგვიხდა ეს ქვა რო გადაგვიწონოს.მინიმუმ თავდაუზოგავ და ტოლ-სწორ თამაშს ველი ბიჭებო...
ჯელა
21 აპრილი 2022 19:32
0
ბიჭებო გენაცვალეთ! ღმერთმა დაგლოცოთ და გამარჯვებულნი გამყოფოთ. მიაწექით ბოლომდეე!!!
ლუკა
22 აპრილი 2022 10:41
0
Ese uimedod arasdros vyopilvar simartle gitxrat arc is mgonia ro movigebt bolo tamashebze iseti chavardnebi iyo eseti tamashit italiastan gancirulebi vart. Imedia vcdebi....

Mere daicyebs maisashvili gadabralebebs amindi, Mindori, msaji, da ase shemdeg rogorc yvela susti tamashis shemdeg xdeba.
Martali
22 აპრილი 2022 09:57
2
ყველაზე ცუდი სპორტია რაგბი - წელიწადში ერთხელ გეთამაშება წესიერი გუნდი, ამხანაგურ მათჩში და უნდა ეხვეწო.
ასეთი საზიზღრობა არც ერთ სპორტში არ ხდება.
რაგბის ბურთი
22 აპრილი 2022 16:28
5
ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული რომელიმე "ადეკვატური" მიზეზით 2030 წლამდე, რომ გადავდოთ იტალიასთან გასამართი შეხვედრა, მოჟნა ნეტა?!:)

P.S. .......
დიმა
23 აპრილი 2022 10:46
2
სადაა ეს თამაში?საქართველოში თუ იტალიაში
master
21 აპრილი 2022 17:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული