ბექა საღინაძე: იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები - ბათუმში ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ

AutoSharing Option
"იტალიასთან თამაშს 2018 წლიდან ველოდები, როდესაც მათ ბოლოს ვეთამაშეთ", - ამბობს "ბორჯღალოსანთა" მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელიც უკვე საქართველოშია და ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება.

3 ივლისს საქართველო "აია არენაზე" არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ "აია არენაზე" პორტუგალიას მიიღებს (18:00).

2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში, "ბორჯღალოსნებისთვის" სამივე თამაში უმნიშვნელოვანესია, თუმცა იტალიასთან ჯახი გამორჩეულია როგორც მორაგბეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის და ზოგადად ქართული რაგბისთვის.

იტალიას ისტორიაში მეხუთედ ვერკინებით, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საქართველოში ჩამოდის.
ასევე პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, "ბორჯღალოსნები" ითამაშებს ბათუმში, ახალ სტადიონზე:

"ყველა აღფრთოვანებით საუბრობს ბათუმის ახალ სტადიონზე და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, თანაც სავსეს და ასეთ მნიშვნელოვან თამაშში. იტალიასთან 4 წლის წინანდელი შეხვედრის თითოეული ეპიზოდი გონებაში მიტრიალებს. კარგია, მეტოქე ასეთ ფორმაში რომაა, რადგან თამაშს მეტი მობილიზაციით შევხვდებით. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ისღა დაგვრჩენია, თამაშის დაწყებას დაველოდოთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება", - ამბობს საღინაძე, რომელსაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში დამატებით მუხტს მატებს:

"ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები ერთად უნდა შევქმნათ".

"კორონავირუსის პერიოდში ცარიელი ტრიბუნების წინაშე გვიწევდა თამაში და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვარჯიში იყო. "ლიონს" ძალიან მაგარი გულშემატკივარი ჰყავს და მათგან ყველა შეხვედრაში დიდი მუხტი მოდიოდა, თუმცა კიდევ უფრო განსაკუთრებული მომენტია, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე საკუთარ ქვეყანაში თამაშობ. როდესაც სახიფათო მომენტი იქმნება და ტრიბუნებიდან ხმაური მოდის, ენერგიით, ადრენალინით ივსები, ადრენალინი კი ჩვენს საქმეში საჭიროა".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაისაშვილი არაფერ შუაში არაა, ობიექტურად დღეს იტალია უკეთესი გუნდია, შანსები 60/40 ..
Zviads
28 ივნისი 2022 00:48
0
აქამდე სად იყავით თქვე მაკარონეჭამიებო თქვენ. რო იმალებოდით თან ნაგლობდით, ეხლა ხართ მაგრები ვითომ?
აიტ
25 ივნისი 2022 04:33
0
იტალია საქართველოს ემალებოდა როცა მაგარ ფორმაში ვიყავით და საშიშები ვიყავით. საქართველოში კატეგორიულად არ ჩამოიდიოდნენ და სხვაგან სულ რაღაცას ჩალიჩობდნენ ან ხალხი რომ გვაკლდა მომენტს გვიჭერდნენ. მერე ცოტა რომ დავსუსტდით სპეციალურად შოტლანდიასთან გვათამაშეს და ისიც გასვლაზე შოტლანდიაში ნაგლად თბილისში მაინც არ ჩამოვიდნენ. რომლებიც მაგისთვის სპეციალურად თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ, ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია რომ 6 ერზე ჩვენი პრეტენზიები მოესპოთ და გავეჩუმებინეთ. ეხლა კი იტალიაც გაბლატავდა და როგორც იქნა გაბედა საქართველოში ჩამოდის. ძალიან მიყვარს იტალიელები და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კონკრეტულად რაგბში და ამ საკითხში მაგათი ნაკრები მწვრთნელებიანად საქართველოსთან მიმართებაში ძალიან არაჯანსაღ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. მაგათი განცხადებები და მენტალიტეტი, ძალიან არაკაცურად იქცევიან საერთოდ. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ვასწავლით მაგათ კაცობას.
QARTVELI
25 ივნისი 2022 04:29
0
იტალიელებს კარგი დროება აქვთ,მაგრამ ჩვენებმა უნდა რაგბით (ძალა,ერთობა,აზარტი)გააბრუონ,პანიკაში ჩააგდონ,ამ შემთხვევაში კარგი შანსი გვექნება
ნიკ
23 ივნისი 2022 22:57
1
რომს, ,,ბარბაროსები'' გიგაშვილი და ნინიაშვილი აიღებეენ.... და საქართველო იზეიმებს... დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები...
გიორგი-50
23 ივნისი 2022 20:09
1
რა ვქნა გულით მინდა რომ მოვუგოთ, მაგრამ მაისაშვილის გადამკიდე დიდად იმედიანად ვერ ვარ... ძალიან გამიხარდება რომ ვცდებოდე!!! წარმატება ჩვენს ნაკრებს!!!
პაატა
23 ივნისი 2022 15:22
0
100%-ით სიზუსტით დაწერე ჩემი სათქმელი - გულით ვქომაგობ და სტადიონზე ვიქნები, თუმცა მაისაშვილის ხელში ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად მაქვს. იქნებ ბიჭებმა თავიანთი თავდადების ხარჯზე შეძლონ და გაგვახარონ, მაშინ მზად ვიქნები მაისაშვილსაც ტაში დავუკრა
patrioti
23 ივნისი 2022 17:40
0
იტალიის ნაკრები აღმავლობის გზაზეა და ისედაც,ყველა ქართველი სპეციალისტი დიდი ხანია ამბობს,რომ იტალიის ნაკრები,ჩვენზე ძლიერია.ეს ასეა,მაგრამ ჩვენები რომ ყველაფერს დადებენ,გამარჯვებისათვის,არც ამაში მეპარება ეჭვი და რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თამაშს,იქიდანაც ჩანს,რომ ბათუმის დინამოს მატჩამდე ორი დღით ადრე,სტადიონი მორაგბეებს დაუთმეს.დიდი სხვერპლია ფეხბურთის ფედერაციისაგან გაღებული და იმედია,ტყუილად არ ჩაგვივლის.ეს სტადიონისთვისაც დიდი გამოცდა იქნება.ვნახავთ მინდვრის ხარისხს და გამძლეობას.მხოლოდ ასე,ერთმანეთის გვერდში დგომით და გატანით შევძლებთ წინსვლას.კარგ თამაშს და წარმატებებს ვუსურვებ როგორც მორაგბეებს,ისე ფეხბურთელებს და გამოცდის ფრიადზე ჩაბარებას,სტადიონის საფარს.მაინც ვფიქრობ,რომ სჯობდა ნაკრებს თბილისში ეთამაშა,მაგრამ რაკი ასე გადაწყვიტეს,ეტყობა რაღაც გათვლები ჰქონდათ და სტადინისაც ეიმედებათ.ღმერთმა ქნას,გათვლებმა გაამართლოს.
სოსო
23 ივნისი 2022 14:45
0
უმძიმესი თამაში იქნება
პროფესტო
23 ივნისი 2022 12:28
0
იტალია გაჩვენებთ ისევ საკუთარ ადგილს! ჯობს სტადიონი არ გააფუჭოთ, ფეხბურთელებსაც ნუ გაურთულებთ საქმეს!
ლადო
23 ივნისი 2022 12:10
28
მიდით ბიჭებო,დალეწეთ ბჭენი იტალიისანი!
შალვა
23 ივნისი 2022 10:26
2

სიახლეები პოპულარული