მეოთხე დღეა "ბორჯღალოსნები" ქუთაისში, "აიას" ბაზაზე ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას გადის.

გუნდმა შეკრება 26 ივნისს, 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო. გამოძახებულთაგან ერთი – გელა აფრასიძე, გუნდს დღეს შეუერთდა. 24 ივნისს მისმა "მონპელიემ" ტოპ 14-ის ფინალში "კასტრი" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება დაუგვიანდა.

საქართველო 3 ივლისს "აია არენაზე" არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ "აია არენაზე" პორტუგალიას მიიღებს (18:00).

ქუთაისის სარაგბო ბაზაზე არსებული პირობებით კმაყოფილია მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

"ქუთაისში სარაგბო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ ყველაფერი კომპაქტურადაა მოწყობილი, მოედნები კარგ მდგომარეობაშია, სტუმართმოყვარეობით კი ქუთაისს ბადალი არ ჰყავს. "აია არენაზე" ადრეც გვითამაშია და ვიცით, რომ გულმხურვალე ქომაგობა გვექნება. ზოგადად, რეგიონებში თამაში კარგი პრაქტიკაა, რადგან საქართველოს ნაკრები მარტო დედაქალაქის გუნდი არაა. "ქართუს" მიერ აშენებული ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა და როცა შესაძლებლობა იქნება, ნაკრებმა რეგიონებში აუცილებლად უნდა ითამაშოს.

რაც შეეხება მზადების პროცესს, ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა, სეზონი ახალი დასრულებული აქვთ და კარგია, რომ სათამაშო პრაქტიკას არ უჩივიან. მათ უმეტესობას სეზონის განმავლობაში საკმარისი სათამაშო დრო მოუგროვდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სავარჯიშო პროცესი ზუსტად ვმართოთ. ამ პერიოდში დიდი მოცულობის სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და პროცესში ჩართულები არიან სამედიცინო, ფიზმომზადების და ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ჩვენი მოცემულობაა, რომ მოთამაშეები გადაღლილნი არ შეხვდნენ თამაშებს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სეზონის განმავლობაში ბევრი შეხვედრის ჩატარება მოუწია".

"ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე არგენტინა XV უკვე საქართველოშია. წინა წლებთან შედარებით, გუნდი გაძლიერებულია. მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით მაისაშვილი ამბობს:

"ზაფხულის ტესტებზე დიდი ყურადღება იტალიასთან მატჩზე გვაქვს გადატანილი, თუმცა ყველა თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით. როდესაც არგენტინა XV-სთან თამაშს ვგეგმავდით, ვიცოდით, ვისაც ვეთამაშებოდით, თუმცა გაცილებით უფრო ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდა, რაც ძალიან კარგია. ისე, როგორც ყველა, არგენტინაც მსოფლიო თასისთვის ემზადება და მის ახალ მთავარ მწვრთნელ მაიკ ჩეიკას ყველა კანდიდატის საქმეში ხილვა სურს. სწორედ ამიტომ, საქართველოში ისეთი მოთამაშეებიც ჩამოვიდნენ, რომლებიც ამ ეტაპზე პირველი გუნდის გაფართოებულ, 35-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ.

მეტოქის შემადგენლობა დაბალანსებულია ახალგაზრდა, პერსპექტიული და გამოცდილი მოთამაშეებით. არგენტინის ნაკრების სათამაშო სტილს კარგად იცნობს ილია მაისურაძე. სამხრეთ აფრიკის ყველა გუნდი და ასაკობრივი ნაკრები ერთი სტილით თამაშობს. მათ ჰყავთ აგრესიული ფორვარდები და სწრაფი ბექები. აგრესიულები არიან რაქსა და შეჯგუფებებში. საკმაოდ საინტერესო თამაში გველოდება, რომელიც განსაკუთრებით იტალიასთან შეხვედრის წინ წაგვადგება".

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ივლისის ტესტებზე

პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა); ბექა გიგაშვილი (ტულონი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), გურამ პაპიძე (ლა როშელი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);

ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი); თედო აბჟანდაძე (ბრივი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი);

11-14: აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი);

15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

rugby.ge

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა