"ბორჯღალოსნები" ზაფხულის სერიებს 16 ივლისს ქუთაისში, „აია არენაზე“ კარგად ნაცნობ პორტუგალიასთან მატჩით ასრულებენ.

„ლობუში“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეა და აქამდე მასთან 23-ჯერ გვითამაშია (10-ჯერ შინ, 12-ჯერ სტუმრად და ერთხელ ნეიტრალურ მოედანზე). მომავალ მეტოქესთან 16 გამარჯვება გვაქვს, 3-ჯერ ფრედ ვეთამაშეთ, 4-ჯერ კი პორტუგალიელებმა იმარჯვეს, ოღონდ ეს ურთიერთშეხვედრების დასაწყისში ხდებოდა, ბოლოს 2005 წელს.

მას შემდეგ ამ გუნდთან 16-მატჩიანი წაუგებელი სერია მოგვიგროვდა, თუმცა ამ 16 შეხვედრიდან სამი ფრედ დასრულდა, ბოლოს ამა წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ თამაშში (25:25). მაშინ კოვიდ-პანდემიამ ჩვენს გუნდს დიდი პრობლემები შეუქმნა, გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი, ცვლილებები ყოველდღიურად ხდებოდა, თუმცა ეს შედეგი მეტოქის პროგრესის დამსახურებაცაა.

ბოლო წლებში პორტუგალიური რაგბი განვითარდა, რაზეც გასულ წლებში მათი ახალგაზრდული გუნდების შედეგებიც მეტყველებს. წელს ზაფხულში პორტუგალიამ უკვე ჩაატარა ორი შეხვედრა. პირველ მატჩში „ლობუში“ იტალიას ბოლო წუთამდე ამარცხებდა, თუმცა 76-ე და გაწითლებულ დროზე ლელოები გაუშვა და 31:38 დამარცხდა. პორტუგალია მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინა XV-საც ამარცხებდა (32:21), მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 35:52.

მსოფლიო თასიდან ესპანეთის მოკვეთის შემდეგ, პორტუგალიამ საფრანგეთის საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. ამისათვის ის დასკვნით, საკონტინენტთაშორისო შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს და წარმატების შემთხვევაში გ ჯგუფში უელსთად, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და საქართველოსთან მოხვდება.

Rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო