ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნოემბერში სამი ერთმანეთზე მაგარი ტესტი გველის!

ნოემბერში სამი ერთმანეთზე მაგარი ტესტი გველის!

"ბორჯღალოსნები" შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავს – ორს საქართველოში და ერთსაც უელსში. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და გულშემატკივარს საინტერესო ნოემბერი ელის.

პირველი ორი თამაში სამშობლოში გვაქვს – 6 ნოემბერს ურუგვაის ვმასპინძლობთ, რომელიც საფრანგეთში ამერიკა1-ის სახელით მოხვდა, ხოლო 12 ნოემბერს - სამოას (ოკეანეთი1). ნოემბრის ტესტებს 19-ში უელსთან კარდიფში, "პრინციფალითიზე" დავასრულებთ.

"იტალიასთან გამარჯვების შემდეგ განვაცხადე, რომ ხმამაღალი განაცხადი გავაკეთეთ. შემოდგომის ტესტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო რაგბის მხრიდან ჩვენ მიმართ ყურადღებას. სამი ურთულესი თამაში გველოდება, მით უმეტეს, უელსთან, რომელსაც გასვლაზე ვეთამაშებით. ყველამ იცის, რა ძალას წარმოადგენენ დღევანდელ რაგბიში ურუგვაი და სამოა".

"კარდიფში თამაშისთვის რაგბის კავშირი დააორგანიზებს სპეციალურ პაკეტებს, რათა ჩვენს ბიჭებს კარდიფშიც ჰქონდეთ ქომაგთა მხარდაჭერა. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ ქალაქებში გაიმართება საშინაო შეხვედრები. ურუგვაი და სამოა განსხვავებულ თამაშს თამაშობენ და საინტერესო მეტოქეები არიან".

"სამწვრთნელო შტაბი 2-3 კვირა დაისვენებს და შეუდგება მზადებას შემოდგომის ტესტებისთვის. უახლოეს პერიოდში მოვიწვევთ პრესკონფერენციას, სადაც მწვრთნელები ისაუბრებენ 2023 წლის მსოფლიო თასის მოლოდინებზე" – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე და ზაფხულის ტესტ-სერიის მსგავსად, გულშემატკივარს შემოდგომაზეც ზეიმს ჰპირდება:

"ქუჩაშიც იგრძნობა, რომ 10 ივლისს მოპოვებული გამარჯვებით განცდილი სიხარული ჯერ არ განელებულა. ჩვენ ეს გამარჯვებები გვჭირდება. ჩვენი სურვილია, მსგავსი სარაგბო ზეიმები სხვა რეგიონებშიც მოვაწყოთ, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის (ძირითადად, შესაბამისი ტევადობის ტრიბუნების) არარსებობის გამო შეზღუდულები ვართ. თბილისსაც სჭირდება რაგბი და ეს ის პერიოდია, როდესაც რაგბი დედაქალაქს უნდა დვაუბრუნოთ, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში, გამორიცხული არაა ერთ-ერთი თამაში რეგიონში გავმართოთ, რაც რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, საზეიმო განწყობას და იმ რეგიონის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რათა ის ზეიმი, რომელიც ბათუმში გაიმართა, ჩავიტანოთ სხვა ქალაქებშიც".

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ზეიმები სხვა ქვეყნებშიც უნდა ჩავიტანოთ და ეს იქნება კარდიფი. რაგბის კავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა გულშემატკივარმა შეძლოს იქ ჩასვლა და ადგილიდან უგულშემატკივროს ბორჯღალოსნებს".

მომავალ თამაშებს დიდი ინტერესით ელოდება "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი:

"ნოემბერში სამი საინტერესო ტესტი გველის. თუ შეხედავთ, სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიო თასზე სამი გუნდი გავიდა – არგენტინა, ურუგვაი და ჩილე. ამ გუნდების ფრენჩაიზებს თავიანთი ჩემპიონატი აქვთ. ურუგვაის ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი აქვს. სასურველი იყო ორი თამაში გვქონოდა კუნძულელებთან, თუმცა არ მგონია, ურუგვაისგან ნაკლები წინააღმდეგობა შეგვხვდეს. ის მსოფლიო თასის მონაწილე და საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია".

"სამოასაც დიდი პროგრესი აქვს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ცოტა ხნის წინ ფიჯი დაამარცხა და წყნარი ოკეანის თასი მოიგო. მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში, ჩვენთვის საინტერესოა მათთან თამაში, რადგან საფრანგეთში ფიჯისთან მოგვიწევს შეხვედრა, სამოა და ფიჯი კი დაახლოებით ერთი ხელწერის გუნდები არიან".

"რაც შეეხება უელსს, მას ჩემი წარდგენა არ სჭირდება. უელსმა სამხრეთ აფრიკაში შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხება და პირველ მატჩშიც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ის მსოფლიო თასზეც ჩვენი მეტოქეა და საინტერესოა, როგორი შემადგენლობით დაგვიპირისპირდებიან, რადგან იტალიასთან მოგების შემდეგ ჩვენზე მეტი ფოკუსირება ექნებათ".

ურუგვაი

"ბორჯღალოსნებს" ურუგვაის წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშია და მასთან დადებითი ბალანსი აქვს – 4 მოგება 2 მარცხის წინააღმდეგ. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩვენთვის პირველი, 2003 წლის მსოფლიო თასიდან იღებს სათავეს. მაშინ სამხრეთამერიკელმა მეტოქემ მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება არ დაგვანება – 24:12. ერთი წლის შემდეგ ურუგვაის მონტევიდეოში ვეწვიეთ და ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

მას შემდეგ ზედიზედ ოთხი თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წელს მეტოქეს რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 20:18 ვძლიეთ, 2013 და 2015 წლებში სამხრეთელებს თბილისის თასზე ვუმასპინძლეთ და შესაბამისად, 27:3 და 19:10 მოვუგეთ, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი იაპონიაში, კუმაგაიაში 33:7 დავამარცხეთ.

ბოლო პერიოდში ურუგვაიში რაგბი მნიშვნელოვნად განვითარდა. ერთი წლის წინ სამხრეთელები იტალიას ეწვივნენ და მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში, 10:17 დამარცხდნენ. ამა წლის ივნისში ურუგვაი ორჯერ შეხვდა იაპონიას (15:34 და 7:43), ხოლო ივლისში ასევე ორჯერ ეთამაშა რუმინეთს და პირველ მატჩში 22:30 მარცხის შემდეგ, მეორეში რევანში აიღო – 26:20.

მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ურუგვაიმ აშშ-ს ორი მატჩის ჯამში 50:34 მოუგო (16:19 და 34:15), რის შემდეგაც ამერიკა1-ის სახელით საფრანგეთში "ა" ჯგუფში, ახალი ზელანდიის, საფრანგეთის, იტალიის და ნამიბიის ნაკრებებთან მოხვდა.

სამოა

დადებითი ბალანსი გვაქვს მეორე მეტოქე სამოასთანაც. კუნძულელებსაც პირველად 2003 წლის სადებიუტო მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და პერთში მეტოქემ 46:9 მოიგო.

2013 წელს იმ დროისთვის უძლიერეს სამოას თბილისში 16:15 ვაჯობეთ. 2016 წელს წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტურნეზე მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" მეტოქესთან ფრედ, 19:19 ითამაშა. იმავე წელს სამოა თბილისში მივიღეთ და 20:16 დავამარცხეთ, ბოლოს კი 2018 წელს "ავჭალაზე" ვუმასპინძლეთ და დიდი ჩამორჩენის მიუხედავად, საბოლოოდ 27:19 გავიმარჯვეთ.

ზაფხულში სამოამ წყნარი ოკეანის თასზე სამივე თამაში მოიგო და ჩემპიონი გახდა. კუნძულელებმა ავსტრალიის "ა" ნაკრები 31:26 დაამარცხეს, ტონგას 34:18 სძლიეს, ხოლო ფიჯის 23:20 მოუგეს.

სამოა მსოფლიო თასზე "დ" ჯგუფში ინგლისის, იაპონიის, არგენტინის და ჩილეს ნაკრებებთან ითამაშებს.

უელსი

საქართველო უელსს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მეოთხედ ეთამაშება.

პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, "პრინიციფალითიზე" შედგა და 55 310-მა ქომაგმა დაძაბული თამაში იხილა. "ბორჯღალოსნებს" ჰქონდა შანსი, რომ მრისხანე მეტოქესთან ფრედ ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა 13:6 იმარჯვეს.

2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს იაპონიაში ვეთამაშეთ და მეტოქემ დამაჯერებლად მოიგო – 43:14. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე "დრაკონებს" ლიანელში, "პარკ სკარლეტზე" ვერკინეთ, მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 18:0 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ უელსს მეხუთედაც შევხვდებით, რადგან საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასზე უელსი და საქართველო "გ" ჯგუფში ითამაშებენ. შესაბამისად, წლევანდელი თამაში მომავალი დაპირისპირების წინ ერთგვარ გახურებად მოიაზრება.

Rugby.ge

• კახაბერი

ბიჭებო- შერკინება-მოლი და მით ლელოებზე თამაში გააძლიერეთ-გაამძლავრეთ, ერთკომპონენტში რომ პროგრესია, მეორეში ჩავარდნა ა რ უნდა იყოს. აშკარაა-პროგრესია-უკანა ხაზი, აგრესიულ დაცვა, აგრესიულ რაქი,აუტშიც, მაგრამ შერკინება და მოლში ძალიან რეგრესი გვაქვს და უნდა არმოფხვრათ.მით მალე შევალთ -10-ში.

• ლევანი

არაფერს ვერჩი პირადად მაისაშვილს, მაგრამ რა გახდა ერთი მაღალი დონის მწვრთნელი? ჰაა...

• Რეზო

გემრიელი ნოემბერია.

• გიორგი

ტესტები მაგარია! მწვრთნელი კი არ გვყავს.

• Sonigi

კარგი ტესტებია , მაგრამ დროა შემოდგომაზე ტ1 ნაჯრებები გვათამაშონ საქართველოში . ურუგვაი სწრაფად პროგრესირებს და ჩვენთან ტესტიც წაადგებათ . ზოგადად ჩვენხ უნდა დავეხმაროთ უფრო სუსტ ნაკრებებს ტესტებით , როგორც ჩვენ გვაწვალებენ არაა საჭირო სხვაც აწვალონ . რაიმე ტურნირს თუ მოვიფიქრებთ და სამხრეთ ამერიკელებს ჩამოვიყვანთ რეგულარულად არ იქნება ცუდი . ურუგვაი , ჩილე , ბრაზილია და ამათ დამატებული ვთქვათ ნამიბია და კანადა , მშვენიერი სპარინგები გამოვა ჩვენი მეორე ნაკრებისთვის .

• Dato505

უელსთან წაგებით არაფერი გვაკლდება, მაგრამ აი სამოასთან და განსაკუთრებით ურუგვაისთან წაგებით ბევრს დავკარგავთ. ამიტომ ოპტიმალური შემადგენლობაა საჭირო ამ ტესტებისთვის.

• fani

მე უფრო გავამძაფრებ შენს "ფანტასტიკურ სურათს" - თანახმა ვარ, ამა წლის ნოემბერში უელსთან წავაგოთ, ოღონდ კი მომდევნო წელს მსოფლიოზე მოვუგოთ!

• dato

კარგია ბევრის შუბა დაიხევა ნომბერში .მიდი ბიჭები .

ფანტასტიკის სფეროში გადავალ მაგრამ თუ მოვიგებთ უელსთან პირველად შევალთ ათეულში. ისე კი იდეალური ტესტებია, სულ რომ წავაგოთ უელსთან არაფერი გვაკლდება.

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი

კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!