ბელგია, პოლონეთი და გერმანია 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ. წელს ტურნირიდან არავინ გავარდნილა, შედეგად, გაისად ის 6-ის ნაცვლად 8-გუნდიანი იქნება.

2022 წლის რაგბი ევროპის ალაფაზე ბელგიამ პირველი ადგილი დაიკავა, პოლონეთი კი მეორე იყო. რადგან რუსეთი დისკვალიფიცირებულია, უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მესამე ადგილზე გასულმა გერმანიამაც მიიღო.

ამრიგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომავალ გათამაშებაში საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი და გერმანია ითამაშებენ.

ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

Rugby.ge

Rezo
პოლონეთთან ორიდან ორი წაგება გვაქ და 100 ქულას არასდროს ავსულვართ. ნეტა...
ავთო
არასწორი თარგმანი გაქვს მეგობარო. სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებთან აქვთ ყველა მოგებული.
რამაზ
რაც შეეხება იტალიას და ზოგადად ნაკრებების რანჟირებას - მსოფლიო რაგბი უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებს რეიტინგს და სარეიტინგო ქულებს. ამ პარამეტრით იტალია დიდი ხანია ბობოლებში ვერ მოიაზრება. საერთოდაც რუმინეთს უფრო უკეთესი შედეგები აქვს ნაჩვენები ვიდრე იტალიას. ასე რომ იტალიას რომ მოვუგეთ კარგია, მაგრამ რეალურად პირველი ეშელონის გუნდისთვის არ მოგვიგია. აი უელსთან მოგება თუ მოვახერხეთ, მაშინ დაიწყება ჩვენთვის სხვა დროის ათვლა...
რამაზ
ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო და არის სამხრეთ ამერიკაში სადაც არგენტინა სხვებზე გაცილებით ძლიერია https://en.wikipedia.org/wiki/South_American_Rugby_Championship#History ვითამაშოთ, მოვიგოთ, კარგი ტესტები მოვითხოვოთ და როცა მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გავალთ მერე შემოთავაზებებიც გაჩნდება. ეხლა მთავარია მოწინააღმდეგის შეუფასებლობა არ დაგვემართოს. არგენტინის ნაკრების სტატისტიკაში ერთი საინტერესო დეტალია: მათ აბსოლუტურად ყველა თამაში აქვთ მოგებული სამხრეთ ამერიკაში: https://en.wikipedia.org/wiki/Argentina_national_rugby_union_team "Argentina has won every match against South American national teams, including 41 against Uruguay, 38 against Chile, 17 against Paraguay and 13 against Brazil."
ზურა
ჩამოვა ბელგია,ჰოლანდია და გერმანია ნატურალიზებულებით და შერკინებაში ვაჯობოთ,ან რა 3ციფრიანი ანგარიშით)))))))
გიორგი
შეეშვით 6 ერს, არ შეგვიშვებენ. მსოფლიო რაგბს შეუძლია რაგბი ევროპაზე თამაში აიძულოს 6 ერის ბოლო 2-3 გუნდს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ. ეს ხომ მაინცაა რაგბი მსოფლიოს ტურნირი? ესაა გამოსავალი, მაგრამ არც ამას აკეთებენ.
ლევანი
შესაძლოა ეს ტესტირება იყოს 6 ერისთვის, რომ ამავე ფორმატში ჩაატარონ- ბოლო ადგილზე გასული გამოვარდეს. მხოლოდ საქართველო რომ მიიღონ, სავარაუდოდ იტალია გამოვარდება. ახლა კი გზას ეძებს რაგბი-ევროპა, ბობოლებს დააჯეროს საქართველოს და ესპანეთისან პორტუგალიის დამატებით 6 ერი კომერციულად არ წააგებს. მანამდე დიდი გზაა, მაგრამ ცვლილებების დაწყებით ქვემოდან ზემოთ რამე შეიცვალოს ჩვენ ამ დაბალდონიანებთან თამაშთან(რომლებსაც სამნიშნა ანგარიშით მოვიგებთ) პარარელულად ტიერ 1 გუნდებთან წლიურად 5-6 მატჩი მოვითხოვოთ (თუ ჩვენ ვკადრულობთ ჭ კლასელებთან თამაშს იკადრონ მათაც თორემ დაემსგავსა 6 ერი ,,კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტს"
სოსო
ეს ნიშნავს რომ რაგბი ევროპის დონე,კიდევ უფრო დაეცემა და ჩვენი ბიჭები,ინტერესს დაჰკარგავენ.თუ ტესტებში არ მოხდა კომპენსაცია,რეგრესი გარდაუვალი იქნება.6 ერის 8 გუნდიანად გადაკეთებაც გამოსავალი იქნებოდა,თუნდაც ბოლო ორი ადგილის რაგბი ევროპის ორ გამარჯვებულთან ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებით,მაგრამ გასაგებია,რომ 6 ერს ეს არაფერში აწყობს.ისევ ფრანჩიზებში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.ვიპოვოთ მათთვის უფრო ძლიერი ლიგა და იქიდან გავაძლიეროთ ნაკრები.ამ შემადგენლობის რაგბი ევროპის მატჩების ნახევარს,ალბათ თითქმის ახალგაზრდული ნაკრებით ვითამაშებთ და ამ ახალგაზრდების გამოჯეკვა იქნება თამაშების მიზანი.
ალეკსანდრე
პოლონეთტან და ამ დონის გუნდებთან უნდა ვთამაშობდეთ იტალიის დამარცხების შემდე, დაგვცინიან
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა
"გეტყვით, როგორ მოვიგერიე დუეს პენალტი" - "ლე ავრის" მეკარემ პსჟ-ისთან აღებული თერთმეტმეტრიანის საიდუმლო გათქვა
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის