"ბორჯღალოსნები" | ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დასახელდა!

AutoSharing Option
2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს საქართველო 7 დებიუტანტით ხვდება. ტრავმისა თუ სხვა მიზეზებით გუნდს რამდენიმე ლიდერი დააკლდა, რამაც მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე მწვრთნელებს ახალი სახეების საქმეში ხილვის შესაძლებლობა მისცა.

გაფართოებულ რაზმში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დანაკლისის შესახებ ამბობს:

„სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. მწვრთნელის ხვედრი ასეთია და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ რაღაც ეტაპზე ესა თუ ის მოთამაშე დაგვაკლდება. სწორედ ამისთვის გვინდა სიღრმეების გაჩენა
და სანაკრებო სივრცეში ახალი მოთამაშეების შემოყვანა“.

„ნოემბერში ძლიერი მეტოქეები და საინტერესო თამაშები გველოდება. საწყენია, რომ ორი ძირითადი ბურჯი დაგვაკლდება – ლუკა ჯაფარიძე და ბექა გიგაშვილი. პირველს ტრავმა აქვს და ოპერაცია გაიკეთა, ხოლო მეორე ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოდის. ბექას არასდროს ჰქონია ნაკრებში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა და მისი სიტუაცია ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია. ასევე ტრავმირებულია ბურჯი ნიკა ხატიაშვილი, მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილი და მესამეში გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მოედანზე 2-3 კვირაში დაბრუნდება. დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება გელა აფრასიძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. ტრავმირებულია კიდევ ერთი 9 ნომერი მიშიკო ალანია, ასევე სოსო მათიაშვილი და თორნიკე კახოიძე“.

Sportall.Ge

34-კაციან რაზმში 7 დებიუტანტია და მათგან სამი პირველხაზელია. გამოძახებულთა შორისაა "ლენსთერის" ბურჯი ვახტანგ აბდალაძე, რომლის მამა ვეტერანი "ბორჯღალოსანია", თავად კი ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა. ასევე გამოძახებული არიან ახალგაზრდა ბურჯები სერგო აბრამიშვილი და ალექსანდრე ქუნთელია. 9-10 ნომრებზე, ასევე ხაზში "შავი ლომიდან" ოთხი მოთამაშეა – თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა და ოთარ ლაშხი.

„აბრამიშვილს და ქუნთელიას 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ და კლუბებისგანაც კარგი დახასიათება აქვთ. "ლა როშელში" კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე და ქუნთელია უშუალოდ საქმეში ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ახალგაზრდაა, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ისინი საქმეში გვენახა. ასევე გვყავს აბდალაძე, რომელსაც 20-წლამდელთა ირლანდიის ნაკრებში აქვს ნათამაშები. ხაზში ‘შავი ლომიდან’ ოთხი დებიუტანტია. ეს გუნდი სწორედ იმისთვის გვყავს, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს მოთამაშეების ჩანაცვლება. ლაშხი ადრეც გვყავდა გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა თამაში არ მოუწია“ – გვიხსნის მაისაშვილი.

ნოემბერში "ბორჯღალოსნები" სამ თამაშს გამართავს და აქედან ორს თბილისში, „დინამო არენაზე“. 6 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქს ამერიკის საუკეთესო გუნდი ურუგვაი ეწვევა, ხოლო 12 ნოემბერს - ოკეანეთის ჩემპიონი სამოა. 19 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" კარდიფში, უელსს ერაგბება.

Sportall.Ge

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებზე

პირველი ხაზი:
ნიკა აბულაძე (შავი ლომი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), ჯაბა ბრეგვაძე (შავი ლომი); გურამ პაპიძე (პო), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (მონტობანი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);

ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), გიორგი მარგალიტაძე (შავი ლომი); თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი);

11-14: აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი);

15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
გამოცვალეთ მაისაშვილი სანამ ბოლომდე დაანგრევს ქართულ რაგბს!!!
გიორგი
06 ნოემბერი 2022 02:38
0
მართლა უნამუსობაა, გოგოლაძე, პრო დ2 ში თამაშობს ძირითადში და შანს არ იმსახურებს? მაგრამ კითხვის დამსმელიც რომ არავინ არ არის ეგაა
GioT
02 ნოემბერი 2022 15:06
0
ჩილაჩავას რატომ არ ათამაშებს. ტურის სიმბოლურში მოხვდა კაცი და ნაკრებში რა პრობლემა აქვს.
DATO
02 ნოემბერი 2022 14:21
0
პაპიძის გარდა არცერთი ბურჯი ნაკრებში გამოსაძახებელია არაა. კარკაძეს რატომ არ იძახებენ ან გოგოლაძეს. იმედია მალე შეიცვლება მწვრთნელი.
123
02 ნოემბერი 2022 10:53
0
გოგოლაძემ რაღა უნდა ქნას რომ გამოიძახონ? არ მესმის სიმბოლურშიც კი იყო პრო დ2-ში, ამ დროს უნივერსალია 9-10ის გარდა ყველგან აქვს ნათამაშები პროფესიონალურ დონეზე
ehh
01 ნოემბერი 2022 22:12
0
სულ მეიმედებოდა,შავი ლომი შეთამაშდება და ნაკრებს ძალიან გაუდვილდება მეთქი,თამაში.ვერ ვიტყვი,რომ შავი ლომი ძალიან გაძლიერდა,თუმცა ბევრმა ახალგაზრდამ ითამაშა და საერთაშორისო მატჩების გამოცდილება მიიღო.ვნახოთ,იქიდან გამოძახებულ ბიჭებს,რამდენად გამოადგებათ,ერთად თამაში.ასეა თუ ისე,ამ თამაშებში მიღებული გამოცდილება,შავი ლომის ბიჭებს,კიდევ უფრო დააახლოვებთ ნაკრებთან და საჭიროების შემთხვევაში,ნაკრებში უკვე ინტეგრირებულნი იქნებიან.ერთი ეგაა,რომ ამ თამაშებში,უძლიერესი ბიჭების ძალა,ძალიან მოგვაკლდება,რამაც შესაძლოა მატჩის შედეგებზე უარყოფითად იმოქმედოს.ვნახოთ,ესეც საინტერესო იქნება.წარმატებულ ტესტებს და კარგ თამაშს ვუსურვებ ბიჭებს.ვიცი,რომ ვინც იქნებიან,თავებს არ დაიზოგავენ.
სოსო
01 ნოემბერი 2022 20:13
0
შავ ლომს ამაზე მეტი თამაში თუ არ მოუწია წელიწადის განმავლობაში, ეს იქნება დათვური სამსახური დიდი ათის გუნდებისთვის და როგორც თვითონ შავი ლომის, ისე ქართული კლუბების მოთამაშეებისთვის. გამოდის, რომ დიდი ათის ბიჭები აცდენენ ეროვნულ ჩემპიონატს, რითაც კლუბი ზარალდება - პრაქტიკულად სკამის გარეშე თამაშობენ და ეს დიდ პრობლემას უქმნის ყველას შავი ლომის გარდა. თუ შავ ლომს თამაშები არ მოემატა, უკუსვლა საკმაოდ მალე აისახება ყველაფერზე. ამიტომ ფედერაციას დიდი დაფიქრება მართებს
: )))))))
01 ნოემბერი 2022 21:38
0
ისე საინტერესოა დებიუტანტების ნახვა, განსაკუთრებით აბდალაძის და აბრამიშვილის. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ უმეტესობა მეორე ეშელონის ბურჯია და ერთერთს ძირითადში მოუწევს თამაში. ცუდია აფრასიძის არყოფნაც, მაგრამ უკვე დრო მოვიდა ახალგაზრდულიდანაც ითამაშოს ვინმემ. მეორე ხაზი ისევ პრობლემად რჩება და არც ნომინალურად გყავს ვინმე. ურუგვაისთან შერკინებას არა მგონია გაუჭირდეს, მაგრამ სამოა საკმაოდ მოძლიერდა და იქ ასე იოლად არ იქნება საქმე. ყველაზე რთული თამაში უელსთან გველის. იმედია ყველა ჯანმრთელად იქნება
:)))))))))))
01 ნოემბერი 2022 11:45
0
ასეთ დროს მაინც რომ გამოუძახოთ ჩილაჩავას და ჟვანიას ვერაა???.....ამ პირადული პრინციპებით ხომ შეაწუხეს გული...წარმატებები ნაკრებს
დავითი...
31 ოქტომბერი 2022 19:58
5
ჩილაჩავა კარგი მართლა მაგარ ფორმაშია. მაგრამ ჟვანიას სად აპარებ? კლუბშიც აღარ ათამაშებენ უკვე
ehh
01 ნოემბერი 2022 22:10
0
კი მაგრამ აფრასიძე ხომ კლუბში უხეშობისთვის დასაჯეს და ნაკრები რა შუაშია?
რრრ
31 ოქტომბერი 2022 19:52
2
სავარაუდოდ დისკვალიფიკაცია სანაკრებო თამაშებზეც ვრცელდება, თუ მსოფლიო რაგბიმ განიხილა დარღვევა
:)))))))))))
01 ნოემბერი 2022 11:34
0
რაგბში, ფეხბურთისგან განსხვავებით, საკლუბო დონეზე დისკვალიფიკაცია სანაკრებოზეც ვრცელდება თუკი დისკვალიფიკაციის პერიოდი ემთხვევა ნაკრების თამაშებს
სიმართლე
01 ნოემბერი 2022 10:05
0
გიორგი მელიქიძე რატომ აღარ ჩანს, თუ ვინმემ იცით დაწერეთ. მაისაშვილმა ჯაფარიძე და გიგაშვილი ახსენა, მელიქიძე არ უხსენებია, ანუ გამოდის ტრამვაც არ უნდა ქონდეს
გულშემატკივარი
31 ოქტომბერი 2022 18:56
0
არ უნდა ნაკრებში თამაში ( ამ ეტაპზე)
რეზო
01 ნოემბერი 2022 00:17
0

სიახლეები პოპულარული