"ბორჯღალოსნები" | ნაცნობი მსაჯები ნოემბერში

AutoSharing Option
2022 წლის ნოემბერში "ბორჯღალოსნები" სამ ერთმანეთზე მაგარ ტესტ-მატჩს გამართავს – ორს შინ და ერთს კარდიფში.

მსოფლიო რაგბიმ მომავალი შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოედნის მსაჯს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია.

6 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" ურუგვაის დაუხვდება, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ამერიკა1-ის სტატუსით გავიდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალზელანდიელი პოლ ვილიამსია, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და ფიჯის შეხვედრაზე იმსაჯა. მას კიდეებიდან ინგლისელი ენტონი ვუდტორფი და კანადელი თათალ შოდრი დაეხმარებიან. ზელანდიელი კრის ჰარტი ვიდეორეფერია.

12 ნოემბერს, საფრანგეთის მსოფლიო თასზე, ოკეანეთი1-ის
სახელით მოთამაშე სამოა გვეწვევა. აქ მთავარი მსაჯი ავსტრალიელი დეიმონ მერფია, რომელმაც შარშან ნოემბერში საფრანგეთ-საქართველოზე იმსაჯა. კიდეებზე ფრანგი ლუდოვიკ კეა და კანადელი თათალ შოდრი იდგებიან, ხოლო ვიდეორეფერი იტალიელი სტეფანო პენნეა.

19 ნოემბერს უელსს კარდიფში, ლეგენდარულ „პრინციფალითიზე“ ვერკინებით და მთავარი მსაჯი იტალიელი ანდრეა პიარდი იქნება, რომელიც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოში იმყოფებოდა და "ბორჯღალოსნების" თამაშებზე აქამდეც არაერთხელ ყოფილა, ძირითადად, გვერდით მსაჯად. პიარდს ფრანგი პიერ ბროშე და იტალიელი ჯანლუკა გნეკი დაეხმარებიან, ხოლო ახალზელანდიელი ბრენდონ პიკერილი, რომელმაც 10 ივლისს ბათუმში, იტალიასთან ისტორიული გამარჯვებისას გვიმსაჯა, ამჯერად ვიდეორეფერია.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
3 ერთმანეთზე მაგარი ტესტი გადაჭარბება ხო არაა?
რეზო
22:00 05-10-2022
7
იტალიელი სისხლს გაგვიშრობს.
გიორგი
20:24 05-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული