რაგბის კავშირი 12 საჯარო სკოლის მოსწავლეს შემოდგომის სერიის მატჩებზე ბილეთებს გადასცემს

AutoSharing Option
4 ნოემბერს, 11:30 საათზე, 192-ე საჯარო სკოლას ეროვნული სარაგბო ნაკრების სახელოვანი მოთამაშეები: აბჟანდაძე, ნინიაშვილი, ჭეიშვილი და კვესელაძე ესტუმრებიან და მოსწავლეებს საჩუქრად ურუგვაისთან შემოდგომის სერიის მატჩის ბილეთებს გადასცემენ; უპასუხებენ მათ კითხვებს ქართული რაგბის ბოლოდროინდელ არნახულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ურუგვაისთან და სამოასთან შემოდგომის სერიის მატჩებზე რაგბის კავშირი თბილისის 12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს იწვევს. ეს სკოლები კულტურისა და სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე ფონდ "ქართუსა" და რაგბის კავშირის ეგიდით უკანტაქტო რაგბის სასწავლო პროგრამაში არიან ჩართულნი. პროგრამა მსოფლიო რაგბის მიერ არის შემუშავებული
და ბავშვების ადრეული ასაკიდანვე რაგბიში ჩართვას, მათ გაჯანსაღებასა და თანასწორობის დამკვიდრებას ემსახურება.

ამ ეტაპზე პროგრამა 12 სკოლაში ინერგება, საბოლოო ჯამში კი საქართველოს 120 საჯარო სკოლას მოიცავს. რაგბი ჩვენი თამაშია, თითოეული ჩვენგანის - ამ კონცეფციის ფარგლებში, სახელოვან მორაგბეთა ვიზიტები სხვა სკოლებშიც გაგრძელდება.

R
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაგბის კავშირმა უნდა გამოყოს ბილეთები მოზარდ რეგბისტებზე. ისინი თავის მწვრთნელებთან, მშობლებთან ერთად საუკეთესოდ უგულშემატკივრებენ ნაკრებს. დიდ სიკეთეს გააკეთებთ, თუ საბავშვო სახლებინაც მოიწვევთ ახალგაზრდებს. გასაგებია ეს ფინანსებია, მაგრამ ადგილები მაინც რჩება და არ გვირჩვევნია დაჩაგრულის გახარება?
გიორგი
00:25 04-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული