"ბორჯღალოსნები" | სამატჩო რაზმი ურუგვაისთან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის მასპინძლობს, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა.

გაფართოებული რაზმის დასახელების შემდეგ, ტრავმა მიიღო და გამოგვაკლდა მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი. მის ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა მიხეილ ბაბუნაშვილს უხმო. ტრავმების გამო ნოემბერში გუნდს ვერ ეხმარებიან ლუკა ჯაფარიძე, ნიკა ხატიაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ ალანია, სოსო მათიაშვილი და თორნიკე კახოიძე. დისკვალიფიკაცია აქვს გელა აფრასიძეს. ასევე დაგვაკლდება ბექა გიგაშვილი, რომელიც შვილს ელოდება.

ასეთ
ფონზე ნოემბრის პირველ მატჩს "ბორჯღალოსნები" მაქსიმალურად ოპტიმალური და გამოცდილი შემადგენლობით იწყებენ. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 645-ს შეადგენს, საიდანაც 366 ხაზის, ხოლო 279 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

ურუგვაისთან თამაშს გამოცდილი ღერძი იწყებს – ვასილ ლობჟანიძეს თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ცენტრში გუნდის კაპიტანის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო ფრთებზე ცენტურიონი სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე იდგებიან. ფულბეკის პოზიციაზე დავით ნინიაშვილი ითამაშებს.

შერკინებაში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთა ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ 2-2 კეპია. ესენი არიან ბურჯი გურამ პაპიძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე. ისინი გამოცდილ მორაგბეებს შეუწყვილდებიან. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ გურამ გოგიჩაშვილი და შალვა მამუკაშვილი, ხოლო მეორეში კოტე მიქაუტაძე. მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად ბრუნდება თორნიკე ჯალაღონია, რომელსაც ზაფხულის ტესტები გაუცდა, ფლანკერებად კი ორ ბექას – გორგაძეს და საღინაძეს ვიხილავთ.

სამი დებიუტანტია მარქაფაში – ირლანდიური ‘ლენსთერის’ ბურჯი ვახტანგ აბდალაძე და ‘შავი ლომის’ ღერძი – თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა. მეორე ტაიმში გუნდს ასევე გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ნიკა აბულაძე, მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი, მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და ხაზში დემე თაფლაძე.

ურუგვაისთან ბოლოს, 2019 წლის მსოფლიო თასზე გამარჯვებული შემადგენლობიდან, 6 ნოემბრის შეხვედრაში 10 მორაგბე მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან თოდუა, გიორგაძე და კვესელაძე, რომლებმაც 3 წლის წინ სამხრეთ ამერიკელებს ლელოები გაუტანეს, ასევე აბჟანდაძე, რომელმაც 5-იდან 4 გარდასახვა გამოიყენა. 23-კაციან განაცხადში არიან გოგიჩაშვილი, მიქაუტაძე, საღინაძე, გორგაძე, ლობჟანიძე და შარიქაძე.

6 ნოემბერი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00
საქართველო – ურუგვაი
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 14 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 90 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 42 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 100 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 35 კეპი, 279 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 67 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 32 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 90 კეპი, 55 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 2 კეპი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 2 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 74 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა გორგაძე (პო, 36 კეპი, 40 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 28 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 15 კეპი, 20 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 23 კეპი, 20 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 2 კეპი), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი); 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 39 კეპი, 5 ქულა), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 34 კეპი, 50 ქულა); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰო, მაისაშვილია პრობლემა.
გიორგი
02:35 06-11-2022
1
ჯავახიასთანაც კონფლიქტი აქ მაისაშვილს?
ზურა
13:42 05-11-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული