საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
ძალიან სასიხარულოა რომ შეცვლაზე შესულმა შერკინების დებიუტანტებმა ასე გააძლიერეს თამაში, ამ კომპონენტში ბოლოს
წლებში მოვისუსტებედით და კარგია რომ ახალი თაობა მოდის. ვეტერანი ხმალაძეც მაგრად შევიდა, მატკავა საერთოდ გმირი გახდა, მოკლედ ყოჩაღ ყველას და მწვრთნელებსაც უმაღლესი შეფასება. მეორე ტაიმში რომ უელსს ერთ ქულას ვერ ააღებინებ არაა ხუმრობა საქმე. კარგი დამხმარე მწვრთნელები ჰყავს მაისაშვილს, თვითონაც ბევრს მუშაობს და დახვეწა ბევრი რამე. რაც არ უნდა იყოს ისტორიაში შევიდა უკვე და იმედია კიდევ უფრო გაგვახარებს. გენაცვალეთ ბიჭებო
დათო
19 ნოემბერი 2022 23:05
0
აბიჯო, ყოველდღე ხომ არ ვუგებთ ექვსი ერის გუნდებს, რა მოხდება, რომ ბოლომდე გვასიამოვნოთ და რეპორტაჟი არ გაწყვიტოთ ხოლმე... საჩუქრად არ გვინდა, ჩვენ გადავიხდით მაგ ოხერი რეკლამის ფულს და იქნებ, ცოტა ფეხის ქირაც გაჩუქოთ ხოლმე...
დდდ
19 ნოემბერი 2022 19:50
1
ბოდიში მომითხოვია მაისაშვილისთვის. ( ზღვარს არასდროს გადავსულვარ) სულ ვაკრიტიკებდი..ბოდიში! მე ვცდებოდი, ის მართალი აღმოცნდა! გმადლობთ, ბიჭებო!
რეზო
19 ნოემბერი 2022 20:41
6
გილოცავ საქართველო. ჩვენ მორაგბეებს დიდი მადლობა ჟიგრები და ძალიან მაგრები ხართ, მეამაყებით. გილოცავთ ყველას...
ზურაბ სუხაშვილი
19 ნოემბერი 2022 19:25
0
უელსელები ქაჯობისათვის დაისაჯნენ ,- ჯერ თავიდან ლელოზე ითამაშეს და ქვეყნის ენერგია დახარჯეს, 2 ლელო ჩვენი შეცდომების გამო გაგვიტანეს, მაგრამ მერე თამაშის ბოლომდე ქულაც ვერ აიღეს. მეორე ტაიმში ჩვენებმა აშკარად დაჩაგრეს და დატოვეს ჩალაგამოვლებულები. აბჟანდაძეს ის ჯარიმაც რომ გაეტანა, მეტი სხვაობით მოვიგებდით და მთავარი - ეს ის 8 ერის უელსი აღარ იყო. ტიპურიკი, ფალეტაუ, ბოლოს კი ჰავპენიც გამოიყვანეს და მაინც დამარცხდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად მოვუგებთ, მაგრამ საქართველომ ისტორია დაწერა. იტალიამ ავსტრალიას, არგენტინამ ინგლისს და აგერ ჩვენც გასვლაზე უელსში მოვუგეთ. რაგბი უფრო და უფრო საინტერესო ხდება
: )))))))
19 ნოემბერი 2022 22:47
0
გილოცავ საქართველო, გამარჯვებული იყავი მარად! მადლობა ბიჭებო, მადლობა გენაცვალეთ! მადლობა, რო ეს ბედნიერების, სიამაყის დღე-სასწაული გვაჩუქეთ!
გიგლია
19 ნოემბერი 2022 19:13
0
მსოფლიოზედაც უნდა დავადოთ კიდევ ერთხელ
qartveli
19 ნოემბერი 2022 19:38
1
გილოცავთ, ძმებოოოო!!!
ILIA
19 ნოემბერი 2022 19:07
0
მაისაშვილი უმაგრესია. რაც ვერ გააკეთა უცხოელმა, აგერ კაცმა უხმოდ შეასრულა. რაც მთავარია - გუნდი შეკრა სწორად და ყველაფერი ქართული გაუღვიძა. მადლობა ბიჭებს და მაისაშვილს
საბურთალო
19 ნოემბერი 2022 20:54
7
რომელი ხეპრეც მაისაშვილს აძაგებს, დაწეროს რა გაუკეთებია თავად რაგბისთვის. კლავიატურის ლომებო, უყურეთ დღეს ნამდვილ ლომებს ლომი მწვრთნელის მეთაურობით??????????????????????????????????????
???????????????
19 ნოემბერი 2022 21:27
24
ქებაც და კრიტიკაც ორივე აუცილებელია, სხვანაირად ვერ ვისწავლით ვერაფერს და ვერც მოვინდომებთ!
Ws
20 ნოემბერი 2022 00:12
2

სიახლეები პოპულარული