საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
კაი ახლა,რა მოხდა უსაშველო, უელსს მოვუგეთ იტალიას მოვუგეთ,მერე შოტლანდიას მოვუგებთ,ინგლისს,ავსტრალიას ...აუუუ,თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო!23 წლის უკან რუმინეთთან მოგება ზღაპარი იყო, ახლა?..სულ ზევით ზევით, ,მაღლა და მაღლა..
გურულო
20 ნოემბერი 2022 01:02
1
"შავ ლომს"-აც ხომ მაგრად აკრიტიკებდნენ, ყოფილა თუ არა შედეგიანი და სწორი შავი ლომის შექმნა?!
givi
20 ნოემბერი 2022 00:42
1
აუუ ბიჭებოო ლომებოო თქვენ გენაცვალეთ!
გეგი
20 ნოემბერი 2022 00:10
0
ეს ერთი და სხვა მრავალი. წარმატებები!
რატი
19 ნოემბერი 2022 23:52
0
ძალიან სასიხარულოა რომ შეცვლაზე შესულმა შერკინების დებიუტანტებმა ასე გააძლიერეს თამაში, ამ კომპონენტში ბოლოს
წლებში მოვისუსტებედით და კარგია რომ ახალი თაობა მოდის. ვეტერანი ხმალაძეც მაგრად შევიდა, მატკავა საერთოდ გმირი გახდა, მოკლედ ყოჩაღ ყველას და მწვრთნელებსაც უმაღლესი შეფასება. მეორე ტაიმში რომ უელსს ერთ ქულას ვერ ააღებინებ არაა ხუმრობა საქმე. კარგი დამხმარე მწვრთნელები ჰყავს მაისაშვილს, თვითონაც ბევრს მუშაობს და დახვეწა ბევრი რამე. რაც არ უნდა იყოს ისტორიაში შევიდა უკვე და იმედია კიდევ უფრო გაგვახარებს. გენაცვალეთ ბიჭებო
დათო
19 ნოემბერი 2022 23:05
0
უელსელები ქაჯობისათვის დაისაჯნენ ,- ჯერ თავიდან ლელოზე ითამაშეს და ქვეყნის ენერგია დახარჯეს, 2 ლელო ჩვენი შეცდომების გამო გაგვიტანეს, მაგრამ მერე თამაშის ბოლომდე ქულაც ვერ აიღეს. მეორე ტაიმში ჩვენებმა აშკარად დაჩაგრეს და დატოვეს ჩალაგამოვლებულები. აბჟანდაძეს ის ჯარიმაც რომ გაეტანა, მეტი სხვაობით მოვიგებდით და მთავარი - ეს ის 8 ერის უელსი აღარ იყო. ტიპურიკი, ფალეტაუ, ბოლოს კი ჰავპენიც გამოიყვანეს და მაინც დამარცხდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად მოვუგებთ, მაგრამ საქართველომ ისტორია დაწერა. იტალიამ ავსტრალიას, არგენტინამ ინგლისს და აგერ ჩვენც გასვლაზე უელსში მოვუგეთ. რაგბი უფრო და უფრო საინტერესო ხდება
: )))))))
19 ნოემბერი 2022 22:47
0
ეს უკვე სისტემურ ხასიათს იღებს , პირველი ეშელონის გუნდის დამარცხება , თანაც გასვლაზე , უკვე აღარ გავს შემთხვევითობას . მთავარია არ შევწყვიტოთ ეს აღებული ტემპი და მოვა იმის დროც , როცა უბრალოდ სხვა გზა აღარ ექნებათ გარდა იმისა რომ გახსნან კარები , როგორც პოლიტიკური ასევე სპორტული , რადგან ცალ-ცალკე წარმოუდგენელია ეს ყველაფერი , ან ვხდებით ყველა მიმართულებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი , ან გვტოვებენ ისევ ამ საბჭოთა კლანურ-მექრთამეთა ჭაობში .მადლობა ბიჭებს იმ თავდადებისათვის , რაც ასეთი მნიშვნელოვანი და გადამდებია მთელი ქვეყნისათვის - გამარჯვებულიის მენტალიტეტიიი !!!
ATP 16
19 ნოემბერი 2022 22:31
0
გაუმარჯოს საქართველოს!!!!
ყველას ვისაც საქართველოს წარმატება უხარია!!!
Daviti
19 ნოემბერი 2022 22:04
0
აგინეთ მაისაშვილს ურა პატრიოტებო ერთხელ რომ არ ყოფილხართ სტადიონზე
Soso
19 ნოემბერი 2022 22:01
9
დიიდი ნაბიჯი. უფრო სწორად ნახტომი ( "არც ეხლა მოვეწონები ჩემს..."რაგბის ბოსებსა?!!!!!!!!! )
rigiti
19 ნოემბერი 2022 21:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული