BBC: საქართველოს ნაკრების "6 ერში" გაწევრიანებაზე ახლა უფრო ხშირად ილაპარაკებენ

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად უელსი 13:12 დაამარცხა.

ქართველთა გამარჯვებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემა BBC გამოეხმაურა:

"მიუხედავად იმისა, რომ უეინ პივაკის გუნდმა ჯაკ მორგანის 2 ლელოს წყალობით, პირველი ნახევარი 12:3 მოიგო, მეორე ნახევარში ალექსანდრე თოდუას ლელოთი და მატკავას საჯარიმო დარტყმით, საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა.

ეს მარცხი პივაკის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მართალია, საქართველოს ნაკრებმა გასულ ზაფხულს იტალია დაამარცხა, თუმცა დღევანდელი შედეგის შემდეგ, მათ "6 ერში" გაწევრიანებაზე კიდევ უფრო ხშირად ილაპარაკებენ.

მეორე ნახევარში ქართველების შერკინება წარმოუდგენელი იყო,
რითაც უელსს გამარჯვების შანსი წაართვეს" - წერს გამოცემა.

alt"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

altშარიქაძე: ბევრი სცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
6 ერი უნდა დაიშალოს. იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ დავასუსტოთ და დანარჩენი ევროპა უნდა გაძლიერდეს რაგბში. სანამ აქეთ არ მოითხოვენ შემოსვლას და შემოერთებას. საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და უელსიც უნდა გამოვიდნენ 6 ერიდან, აგერ ესპანეთი პორტუგალია მზად არიან პირველ დონეზე ასასავლელად. + გერმანია ბელგია სკანდინავიის ქვეყნებიც ძალიან დიდი პროსპექტია ეგენიც უნდა ავიყოლიოთ ჩავრთოთ საქმეში და მაგარი ჩემპიონატი უნდა განვავითაროთ. ეს ეხლა არი სიგიჟე თორე ესეა საჭირო
extremist
20 ნოემბერი 2022 22:39
0
ექვს ერში სამწუხაროდ არაფერი გვესაქმება, ეგ ისეთივე ტურნირია, როგორიც „სუპერლიგა“ უნდა ყოფილიყო, რეალი, ბარსა, იუვენტუსი და ეგეთები რომ აარსებდნენ, მხოლოდ ფულიანებისთვის. რამე სხვა არის მოსაფიქრებელი.
თუმცა ის, რომ ექვსი ერის მამებს ამდენი თავის მართლება უწევთ ჩვენ გამო, ეგ ქართველი მორაგბეების და ზოგადად, რაგბის დიდი მიღწევაა. დაახლოებით იგივეა, პერესს და ანიელის რომ ეთქვათ, ბოდიში, მაგრამ თბილისის დინამოს ვერ მივიღებთ ჩვენს სუპერლიგაშიო.
nika
20 ნოემბერი 2022 00:33
5
"არაფერი გვესაქმება" არასწორი ნათქვამია. სპორტული კუთხით რა თქმა უნდა. 6 ერი მოსასპობია საერთოდ ჩვეულებრივი ევროპის ჩემპიონატი უნდა ტარდებოდეს და ყველა უნდა თამაშობდეს
GORG
20 ნოემბერი 2022 22:16
0
სამწუხარო სიმართლეა. მაგრამ განვითარებისთვის რაიმე ალტერნატივა გვჭირდება. მოვიდნენ და ტესტებზე გვიკადრონ მაშინ. აი გეოგრაფიულად რაიმე მსგავსი ტურნირის შექმნა ძალიან რთული დაშეუძლებელია, თორემ ჩვენი, იაპონიის და კუნძულელების გარევით საკმაოდ ძლიერი ტურნირი შეიქმნებოდა.
._.
20 ნოემბერი 2022 03:41
0
Memgoni amit kvelaferi itqva, saqartvelos shansi unda mieces aucileblad!!!
Givi
20 ნოემბერი 2022 00:28
0
მეორე ტაიმი რომელიც შეცვლის რეგბის ეპოქას
ტატო
20 ნოემბერი 2022 00:02
1
შვიდი ერიიი!!!!
შაკო
19 ნოემბერი 2022 23:02
2
ლაპარაკი ლაპარაკი დავიღალეთ ამ საუბრებით გაანძრიოს ერთი ადგილი ჩვენმა მთავრობამ და კომერციული თვალსაზრისით, ჩვენი გადასახადებიდან გაუწიოს ანგარიში ნაკრებს. აი სიტყვაზე თუ ბილეთი ღირს 150ლარი დაფაროს ნახევარი ან მესამედი.
რაბუ
19 ნოემბერი 2022 22:50
24
ვისაც არ მოგწონთ აზრი ან უკეთესი დაწერეთ სიამოვნებით მოგისმენთ ან უყურეთ და დაკმაყოფილდით ჰოლანდიებით და ესპანეთებით. მთავარი მიზეზი რის გამოც ვერ ვთამაშობთ ტოპებში არის ფული შეიგნეთ.
რაბუ
19 ნოემბერი 2022 23:55
13
ღმერთო რა დიდებული დღეა. ისტორიაში ჩაიწერება 19 ნოემბერი. მართლა მეტირება ისეთი მოგება იყო. 2 ექვსი ერის გუნდს ვეთამაშეთ 2022 ში და ორივე დავამარცხეთ. მიგვიღეთ!!!! ბრახუნიც აღარ არის ეს, ჩამოვიღეთ ფაქტიურად 6 ერის კარები
ქართველი
19 ნოემბერი 2022 22:34
1
მიგვიღეთ, დალოცვილებო. ესეც ევროკავშირი და ნატოა!
ტაბუ
19 ნოემბერი 2022 22:30
2

სიახლეები პოპულარული