ლევან მაისაშვილი - ოპტიმალური შემადგენლობით რაგბი ევროპაზე

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 29 იანვარს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან და 30-იდან 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშისთვის მზადებას შეუდგებიან, რომელსაც 5 თებერვალს „ავჭალაზე“, 13 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ.

ფორმატის ცვლილების მიუხედავად, გუნდებს კვლავინდებურად 5-5 თამაშის გამართვა მოუწევთ – 3-ის ჯგუფურ ეტაპზე და ორის ფლეი ოფში დაკავებული ადგილის მიხედვით.

"ბორჯღალოსნებმა" 2000 წლიდან დღემდე რაგბი ევროპის ჩემპიონატი (და მისი წინამორბედი ერთა თასი – 2000-2016) 14-ჯერ მოიგეს, მათგან 11 ბოლო 12 გათამაშებიდან. 2018 წლიდან საქართველო რაგბი ევროპის უცვლელი ჩემპიონია და თუ ტიტული
წელსაც დაიცვა, საკუთარ რეკორდს გაიმეორებს – ზედიზედ 6 გამარჯვება 2011-2016 წლებში.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ უმთავრესი მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა, თუმცა არის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი:

„ტრადიციულად, უპირველესი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონობაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2023 წლის მსოფლიო თასამდე სულ 8 თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი – 5 რაგბი ევროპაზე და სამიც გასახურებელი მატჩი აგვისტოში. სასურველია, რომ უფრო მაღალი დონის შეხვედრები გვქონოდა, მაგრამ თებერვალ-მარტში ეს მოცემულობა გვაქვს და ვერაფერს შევცვლით“.

„აქედან გამომდინარე, ექსპერიმენტებისთვის დრო ძალიან ცოტა გვრჩება და თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. ასევე გვყავს რამდენიმე ახალბედა, რომლებიც გვინდა მსოფლიო თასამდე გავსინჯოთ და მათ ამ პერიოდში დავაკვირდებით“.

გაფართოებულ რაზმში სამი დებიუტანტია, 8 მოთამაშეს კი 10-ზე ნაკლები კეპი აქვს მოხვეჭილი. დებიუტანტებთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელი ამბობს:

„სერგო აბრამიშვილი და ოთარ ლაშხი ნოემბრის შეკრებაზეც გვყავდა. ორივეს დიდი ხანია ვაკვირდებით, კარგად ვიცით მათი შესაძლებლობები და ვეცდებით ახლა მივცეთ თამაშის შანსი. თენგიზ ზამთარაძე ახალგაზრდა კვაჭია და მთელი სანაკრებო ვერტიკალი აქვს გავლილი, 20-წლამდელების ჩათვლით და ახლა "შავ ლომშია". მისი საქმეში ხილვა აქამდეც გვსურდა, თუმცა ტრავმამ შევიშალა ხელი“.

გაფართოებულ რაზმშია, თუმცა გერმანიასთან მატჩს გამოტოვებს ბექა გორგაძე და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. დისკვალიფიკაციის გამო გერმანიასთან და ნიდერლანდებთან ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„ის გუნდის კაპიტანია და შეკრებაზე მისი ყოფნა მნიშვნელოვანია. ბუკა ჩვენთან ერთად ივარჯიშებს, ფიზიკურ კონდიციებს შეინარჩუნებს და ესპანეთთან დაგვიბრუნდება. ვინ იქნება გუნდის კაპიტანი პირველ ორ თამაშში მას შედეგ გადაწყდება, რაც სათამაშო შემადგენლობას დავასახელებთ“.

„ასევე გაფართოებულ შემადგენლობაშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც თამაშის შეთხვევაში მე-100 კეპს მოიხვეჭს. მას მე-100 თამაში 2020 წელს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ რუსეთთან თამაში გადაიდო, მერე კი კოვიდ-პანდემიის გამო თამაშები საერთოდ გაუქმდა. ყოველთვის მინდოდა, რომ ლაშასთვის ამ ნიშნულის მიღწევის შესაძლებლობა მიმეცა და ახლა ამ აქტივობაზე დავაკვირდებით“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
გავცვალოთ ინფო მაშინ) ჟვანიაზე მე არ ვიცი ზუსტად. ჩილაჩავასთან კონფლიქტი მსოფლიოზე მოხდა, როცა ძირითადში დაყენება კატეგორიულად მოითხოვა. ( კაცმა რო თქვას, იმსახურებდა). მაგრამ ასე დაყენება საკითხის შეურაცხმყოფელია სხვა ბიჭებისთვის და შტაბისთვის.მერე კი განეიტრალდა თითქოს, მაგრამ მონპელიეში რაც დაემართა კი ვნახეთ( საზარდულის ტრავმუს მერე ვეღარ აღდგა როგორც ჩანს. ნარო და ეგ მანამდე ყველას რო აწვებოდნენ , უცებ სურათი რადიკალურად შეიცვალა. ოდესღაც მსოფლიოს საუკეთესო დუეტმა ადგილი დაკარგა ძირითადში((( ლომის წილი საშინელმა ტრავმებმა იქონია ამაში. კასტრში გაუშვეს და იქ 20 წუთს თამაშობს მაქსიმუმ. სამწუხაროდ ( მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი 3 ნომერია დუდუსთან და ზირაქასთან ერთად) დღეს საკუთარი თავის აჩრდილია. აი ჟვანიას ისტორიას თუ მომიყვებით, დამავალებთ
@@ -ს
16:34 30-01-2023
0
2015 წლოს მსოფლიო გადავიმეოროთ. მალაღურას სუპერ გამოსვლა.
Docki
10:07 30-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული