ეს არაა სამართლიანი მოთამაშეებისა და საქართველოს მიმართ - მერაბ შარიქაძის მიმართვა გულშემატკივარს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ტელეკომპანია "მთავარ არხზე", გადაცემა "შენი დილას" ეთერში ისაუბრა და ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"სადაც შანსი მექნება, მინდა ეს ყველგან ვთქვა. როგორც წესი, თუ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, ჩვენი გულშემატკივრები საგულშემატკივროდ სტადიონზე მოდიან.

გასული მსოფლიო ჩემპიონატის წინ "დინამო არენაზე" შოტლანდიას ვეთამაშეთ, თუმცა მოედანი არ გაივსო. როდესაც გვაქვს პრეტენზია, რომ "ექვს ერში" მიგვიღონ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. პირადად ჩემთვის, ეს ფაქტი სამარცხვინო იყო.

ჩვენი ქომაგი მოწინააღმდეგის სიძლიერის მიხედვით წყვეტს, მივიდეს თუ არა სტადიონზე. ვფიქრობ, ეს არასამართლიანია როგორც
მოთამაშეების, ასევე საქართველოს მიმართ. მაგალითად, უელსისთვის ჩვენ ძლიერ მეტოქედ არ ვითვლებოდით, მაგრამ სტადიონი სავსე იყო - 80 000 კაცი მოვიდა იქ, რადგან ქომაგები არა მოწინააღმდეგის სანახავად, არამედ თავისი გუნდის საქომაგოდ მივიდნენ. ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ასე იყოს.

ამის გამო გერმანიასთან გასამართი შეხვედრა პატარა სტადიონზე ("ავჭალის სტადიონზე") გაიმართება, რადგან კავშირში ივარაუდეს, რომ ბევრი ქომაგი არ მოვიდოდა. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, თუ სად გვირჩევნია თამაში, ცხადია, პატარა სტადიონს ვირჩევთ, რადგან დიდ მოედანზე ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშისას იმედგაცრუებული ვრჩებით, ეს ხასიათსა და მიდგომაზე ძალიან მოქმედებს", - განაცხადა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის" ფარგლებში პირველ მატჩს გერმანიის წინააღმდეგ 5 თებერვალს, 13:00 საათზე გამართავს.

წყარო: "მთავარი არხი"

altშარიქაძე: ბევრი სცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

altშარიქაძე: კარგი იქნებოდა მსაჯიანად მოგვეგო

მკითხველის კომენტარები / 62 /
აქ შედარებები მოჰყავთ უკეთესს ვერსად ნახავ. :) თურმე ნუ იტყვი და ფეხბურთში თბილისის დინამოს დიდების წლებში სტადიონზე ხალხი დადიოდა. ახლა რატომ არ დადიანო. :) არ მსურს საბჭოთა კავშირის პერიოდის გახსენება, მაგრამ მინდა ყველას გაცნობოთ, მაშინ ხალხს არ უჭირადა როგორც დღეს...
....
08 თებერვალი 2023 22:15
0
კარგი იქნება ფედერაციამ რომ შუკვეთოს ანიმაციური ფილმი რაგბის წესებზე. თამაშგარე, შერკინება, რაქი, არ გადაგორება, მოლი, გაჭედვა და ა.შ. ეს იქნებოდა რაგბის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება. ამის შემდეგ გაცილებით მეტი გუშემარკივარი გაუჩნდება ქართულ რაგბს და ტრიბუნებიც შეივსება.
გიორგი
05 თებერვალი 2023 16:55
0
უბრალოდ სირცხვილია ეს გერმანია პორტუგალოა ჰოლანდია და ესეთ ჭ გუნდებთან რომ გვიწევს თამაში გააკეთონ 8 ერი და ითამაშონ ფიჯი იაპონია სამოა ჩვენ რამდენი პრეტენდენტი არის.
misha
05 თებერვალი 2023 16:46
0
რეგბი სომეხმა შემოუტანა საქართველოში. სომხეთს მალე ეყოლება უძლიერესი ნაკრები.
Samvel Avoyan
05 თებერვალი 2023 11:27
2
სომხებმა სამყარო "შეჰქმენით" და რაგბის საქართველოში შემოტანა რა სასხსენებელია. :)
....
08 თებერვალი 2023 23:58
0
მერაბ, რაგბის წესები ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. შედარებისთვის, ფეხბურთის წესები კი უამრავმა ადამიანმა იცის. მეტიც, ფეხბურთის წვრილმანებშიც არის ხალხი გათვიცნობიერებული. რაგბი შედარებით ახალი სახეობაა და წესებიც გაცილებით რთული აქვს. რაქში და განსაკუთრებით შერკინებაში ვინ არღვევს წესებს, ამის გარკვევა ზოგჯერ 2 მეტრში მდგომ მსაჯსაც კი უჭირს. მეორე საკითხია, რომ ხალხს წარმატება მოსწონს. ამიტომაა რომ დიდი და წარმატებული გუნდების სანახავად ისეთ ხალხიც კი მოდის, ვინც მაინცადამაინც კარგად ვერ ერკვევა თამაშში.კარგი ისაა
რომ თქვენი ოსტატობის წყალობით გულშემატკივართა გუნდიც იზრდება. დრო უნდა ყველაფერს.წარმატებები ბიჭებო!
გიორგი
04 თებერვალი 2023 23:15
0
არაფერი ეშველება ამ ყოფილ ერს.

აქაც გაყოფა, ფეხბურთი vs რაგბი.

და წუწუნის ჩემპიონები, "სად გვაქვს ფარა, ბაბა"?!

ვანია ჩამოგიტანთ ტამბოვიდან!

ბიჭებო, 1 კი ფაქტია, რაგბის სტადიონი გვჭირდება, 12 - 16 ათასიანი, ადეკვატური ფასები ბილეთებზე და სტადიონიც გაივსება და გულიც !:)

წარმატებები ჩვენს ლომებს!

დიმა
04 თებერვალი 2023 13:17
4
!
ნუ წუწუნებ თავად
05 თებერვალი 2023 00:17
0
ძალიან კარგად მესმის, მერაბის გულისტკივილი.თუმცა მაინც ვეტყვი,რომ როდესაც თბილისის დინამო ქუხდა,ყიფიანის,შენგელიას და გუცაევის დინამოს დროსაც კი,სუსტ მეტოქეებთან,სტადიონი ნახევარზე ცოტა მეტად ივსებოდა.სადაც ვიცოდით,რომ თამაშის ბედი,ცხადი იყო და აშკარა უპირატესობა გვქონდა,მაყურებელს ეზარებოდა მისვლა და ვინც მივდიოდით,მხოლოდ იმიტომ რომ ველოდით,ან ყიფიანი გააკეთებდა რაღაც საოცარს,ან გუცაევი და ან ვინმე სხვა.არც ისინი გვტოვებდნენ ნაწყენს და ერთო ირჯერ მაინც,რაღაც ძალიან ლამაზს გააკეთებდნენ და ჩვენც ეგ გვინდოდა.ბრიტანეთში ფეხბურის და რაგბის გულშემატკივრობის სრულიად განსხვავებული კულტურაა და ჩვენ მათნაირები,ვერასოდეს გავხდებით.ძალიან განსხვავებული ტემპერამენტის ხალხი ვართ და რაგბის კულტურაც,ჯერ კიდევ არ გაგვჯდომია სისხლსა და ხორცში.რა თქმა უნდა ფინანსური გაჭირვებაც სათვალავშია მისაღები და ალბათ უფრო მეტად ამის ბრალია,რომ გულშემატკივარი,მხოლოდ გადამწყვეტ თამაშებში აკლებს ოჯახის ბიუჯეტს ფულს და მოდის სტადიონზე.თანაც,თბილისელი ხომ არც ფეხბურთზე სიარულით იკლავს თავს.გაზარმაცებულია.გული არ გაიტეხოთ,მერაბ,ფილმ "პირველი მერცხალისა" არ იყოს,დრო მოვა და თქვენც ხელის გულზე დაგიწყებენ ტარებას.ხომ ფაქტია,რომ სწორედ ახლა ყალიბდება საქართველოს ნაკრები,ახალი,თანამედროვე თამაშის სტილით და ის,აუცილებლად მოიყვანს გულშემატკივარს სტადიონზე.წარმატებები მერაბს და მთელ ქართულ რაგბს!
სოსო
04 თებერვალი 2023 13:04
3
სოსო )). მაგ დროს ხალხმა არ იცოდა გაჭირვება რა იყო!!!
....
08 თებერვალი 2023 07:55
0
ici ras getyvi saqartveloshi nomer pirveli sporti fexburtia oci tetric rogirdes tqveni tamashi xalxi mainc ar mova tqve zalit gapiarebulebo
Simartle
04 თებერვალი 2023 12:42
6
ნომერ პირველი და მსოფლიო რეიტინგში 101 - ე. ვუ ჰე ჰეე რაგბიში მე 10 ქვეყანა ვართ მსოფლიოში! მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთისგან განსხვავებით კაპიკებით ფინანსდება საქართველოში რაგბი! რომელი არის ახლა გაპიარებული? მე შენ რაგბი თუ ფეხბურთი?
Goga
04 თებერვალი 2023 14:29
1
გორგოძე ამას არ აკადრებდა ქართვველებს. გეტყობა კარგად ცხოვრობ მერაბ და გარტყმაშშიც არ ხარ როგორ უჭირს ხალხს. ღმერთმა ბევრი მოგცეს, მაგრამ ჯობდა არაფერი გეთქვა.
კარგით რა
04 თებერვალი 2023 12:23
10
3-5 ლარი დაადონ ფასი ბილეთს და გაივსება ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი. შარიქაძე მართალს ამბობს, მაგრამ პრობლემა უფრო ბილეთის ფასშია, არამნიშვნელოვან თამაშებში.
პროფესტო
04 თებერვალი 2023 11:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული