ტესტ-მატჩში სამოასთან დამარცხების შემდეგ კომენტარები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მეტოქე გუნდის თავკაცმა სეილალა მაპასუამ გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: "თამაშის განმავლობაში მსაჯმა რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. იმედია, ნახავენ ამ შეხვედრის ჩანაწერს სადაც საჭიროა. წესებში წერია, რომ შემტევის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დამცველზე მოდის და რაც არ უნდა მოხდეს, კისერში ბოჭვა არ უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის ეს წესი რატომღაც არ მოქმედებდა. ეს ის მსაჯია, რომელმაც საფრანგეთთან მატჩი იმსაჯა. კარგი იქნებოდა, ისეთი მაგრები ვყოფილიყავით, მსაჯიანად მოგვეგო, მაგრამ ასეთი მაგრები ვერ აღმოვჩნდით"

ლევან მაისაშვილი: "მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა. სამწუხაროდ წესები ისე იცვლება, რომ ორმაგი სტანდარტი ძალიან ბევრია და მსაჯზე ვერც აქცენტს გავაკეთებთ და ვერც ანალიზს. მიუხედავად ყველაფრისა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 6 ქულას ვიგებდით და ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად მოვიგებდით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ახლა ერთმანეთთან გვაქვს სასაუბრო, რომ საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ. რამდენჯერმე შეგვეძლო ეპიზოდის უკეთ დასრულება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგი სახეზეა. გუშინაც აღვნიშნე, რომ იტალიასთან მარცხის მიუხედავად, სამოა ძალიან ძლიერი გუნდია და დღეს ეს ყველამ დაინახა.

კარგი სასწავლი თამაში იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე საჩუქარი მივეცით და მათ ეს გამოიყენეს. ჩვენ ორჯერ ვიყავით მეტოქის 22-ში და იქიდან უქულოდ გამოვედით. მეორე ტაიმში დავლაგდით და დომინაციაც გვქონდა. რაგბი არ არის განუსაზღვრელი რაოდენობის შანსები და როდესაც ქულების აღების შანსი გაქვს, ის უნდა გამოიყენო. თუმცა, თუ არ თამაშობ, შეცდომებს არ უშვებ და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

ქუნთელიას ვულოცავ დებიუტს. ის ძალიან კარგად შემოვიდა, სტატიკურ ფაზებში კარგად იდგა და ლელოც გაიტანა. ის ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი ელოდება.

უელსი რა გუნდია, ყველამ იცის. საინტერესოა ჩვენთან თამაშისთვის შემადგენლობაში როტაციას თუ განახორციელებენ. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სამოა ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებდა. უელსს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია შეცდომების გამოყენება".

სეილალა მაპუსუა: "უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ იყო ძალიან მძიმე და რთული მატჩი. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი ჯარიმა მივეცით მეტოქეს, მათ კი ჩვენი შეცდომების შედეგად, თავიანთი თამაშის შექმნა შეძლეს. საბედნიეროდ, ბოლო მომენტში დავბრუნდით მატჩში და გავიმარჯვეთ. ბევრი სირთულე იყო და გამარჯვებით ბედნიერი ვარ. შეცდომები და ჯარიმები მეტოქის წნეხის დამსახურებაა. საქართველოში პირველად გავიმარჯვეთ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. ვეთამაშეთ ძალიან მაღალი დონის ნაკრებს. ისინი ყოველწლიურად უფრო იზრდებიან და ასეთ გუნდთან გამარჯვება, ასეთ შესანიშნავ ატმოსფეროში, განსაკუთრებულია".

Rugby.ge

გიორგი-50
მსაჯი არ არის მთავარი მიზეზი... ლევან, მოიკრიფე გამბედაობა, დაელაპარაკე და სთხოვე შერკინებაში რომ გყავს მეგობრები 30-ს ბევრად ზევით, აუხსენი და მეგობრულად გააცილე, თუნდაც დატოვე ,,შავ ლომში''... სამაგიეროდ მოიყვანე ახალგაზრდა მორკინალები, ბიჭები ბრდღვნიან... სასწრაფოდ უელსთან გიგაშვილი, როგორმე... თორემ, შევრცხვებიიით...

მართალია. შერკინების ასეთი მოქნილი მოთამაშეები არ გვყოლია არასოდეს. ახალი თაობა უფრო მოძრავია და რაქში ბევრად უკეთესად თამაშობენ. შერკინება მარტო დგომა და მიწოლა არ არის,რასაც ძველი თაობის ბიჭები თამაშობდნენ. ჯერ მარტო ბექა გორგაძის და საღინაძის თამაში ავიღოთ, ჯალაღონიას მსგავსი უნივერსალი არ გვყოლია არასოდეს. მთავარია, როგორ გამოიყენებს მწვრთნელი
სოსო
პირველ შეკითხვაზე შევეცდები გიპასუხო.ჩვენი ძველი თაიბის მორკინალები,სტატიკაში უძლიერესები იყვნენ,მაგრამ შერკინებიდან გამოტანილ ბურთზე,ჩაკეტვას ვერასოდეს ასწრებდნენ და ლელოებს ვუშვებდით.ძალიან მძიმეები და ნელები იყვნენ,მხოლოდ მიწოლის გაძლიერებაზე ნავარჯიშევები.რაკი მოვინდომეთ,რაგბის თანამედროვე რელსებზე გადავსულიყავით და სწრაფი,ხელდახელ რაგბი გვეთამაშა(ჰეიგი ხომ ამიტომ მოვიყვანეთ),ასეთი მორკინალების ნაცვლად,უფრო მობილური მორკინალების გაზრდაზე გადავიტანეთ აქცენტი და რა თქმა უნდა ეს მიწოლის დასუსტებაზე დაგვეტყო.ეგეც არ იყოს,უამრავი ახალი წესი შემოიტანეს,რომელიც ჩვენს უპირატესობას ამცირებს და მსაჯზე დამოკიდებულს გვხდის.ამ თამაშშიც იყო ეპიზოდები,როცა მეტოქე არღვევდა შერკინების წესებს და მსაჯმა,ჩვენ დაგვაჯარიმა.მესამე მიზეზში გეთანხმები,მოგებული თამაში,ჩვენ თვითონ წავაგეთ.აი მეორე შეკითხვის პასუხი კი,არც მე მაქვს და ძალიანაც მაინტერესებს.
ჟორა
რა თქმა უნდა მსაჯის შეცდომები იყო მაგრამ, როცა ამდენ შეცდომებს უშვებ თამაშის დროს, რაქში, აუტებში, აღარ ვარგიხარ შერკინებაში და რაც მთავარია ვეღარ აზროვნებ, რა დროს დაარტყა კარში და რა დროს გვერდზე გადაიტანო, რა შუაშია მსაჯი?, რაც შეეხება ზოგიერთ კომენტარებში მართლწერას, ამ დალოცვილებს ქართული სკოლა აქვთ დამთავრებული?
simartle
კაპიტანმა თმაში ცააგდოდა წინაც ჩააგდო, მაგრამ შემცვლელი არ ჰყავს...მაგიც საკითხავია. მწრვთნელამ კიდევ ერთხელ აცვენა რაგბის არ ცოდნა, ტაქტიკის არ ქონა და ვერც შეცვლა რაც ჰქონა. თურმე მსაჯოს ბრალი ყოფილა...მსაჯი საფიქრალიც არ უნდა იყოს როდესა ბანანოის რესპუბლიკაში ცხოვრობთ და რაგბიც მაგით დააავადეთ. ხალხი მოსიყდეს, ბავსვებს ტვინი აურიეს, 20 წლიანებში ზაფხულშიც ბევრს არასწორად მოექცნენ და პაეზდკაში წაიყვანეს მეგობრების შვილები, იმათგან არც ერთოისგან მოთამაშე არ დადგება, ვინც კარგად გამოჩნდა არც ერთი მათი მაფიის აღზრდილი არ იყო. სინდისი გეყოთ და წადით... ლელო არ არის საქართველო...
Martali
Stadioni rato ar gaivso? Ai mandedan icYeba yvelaperi !
სოსო
ეს თამაში ჩვენ წავაგეთ,მაგაში გეთანხმები,მაგრამ ხომ უყურე თამაშს და მსაჯმა სრულიად უსამართლო რამდენიმე გადაწყვეტილება რომ მიიღო,ვერ დაინახე თუ არ დაინახე?საბჭოთა კავშირში მსაჯობაზე რომ წერ,მგონი არც იქ გვჩაგრავდა ვინმეო,ვოვა გუცაევს გკითხე,რას უშვრებოდნენ,რეზო ჩელებაძეს ჰკითხე,მაშინდელ გულშემატკივრებს ჰკითხე,რადგან შენ ეტყობა,არ ხარ იმ ხნისა,რომ გახსოვდეს,რას გვიშვრებოდნენ.1977 წლის შემოდგომით,ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ,დავითვალეთ და მსაჯებმა,11 ქულა წაართვეს დინამოს,იმდენი ხალხი დაგვიმტვრიეს,რომ ახალკაცმა ნახევარმცველები დააყენა დაცვაში,4 მცველი რომ ვეღარ გვიქუჩდებოდა.ჩემპიონატის მიწურულს,მოსკოვში,ტორპედოსთან,ბოლო 15 წუთში,2 გოლი და 3 ასპროცენტიანი პენალტი გაგვიუქმა და 3-2 წაგვაგებინა მსაჯმა და მეორე ადგილზე დაგვტოვა.ასეთი რამდენი იყო და შენ მგონიო,აქეთ გვამუნათებ.საბჭოთა კავშირში იმის გამო გვჩაგრავდნენ,რომ ქართველები ვიყავით და არა რუსები,ევროპაში კი,იმიტომ,რომ რუსებად მივაჩნდით,ყველას.ევროთასებზე,პირველად თბილისის დინამო უნდა გასულიყო 1965 წელს,როგორც წინა წლის ჩემპიონი,მაგრამ არ უნდოდათ პორველად ქართული კლუბი გასულიყო და მონაწილეობაზე უარი თქვეს.მიხეილ მესხი,ინგლისში,მსოფლიოს ნაკრების,ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ მიიწვიეს და საკავშირო ფედერაციაში დაუმალეს,იქ კი აცნობეს,მესხი ფორმაში არ არის,ვერ ითამაშებსო.ლევ იაშინი კი,გაგზავნეს და ბრწყინვალედაც ითამაშა.მესხის ვიზით,თუ არ ვცდები,კონსტანტინე ბესკოვი წავიდა.მოსკოვში.,მოსკოველებს რომ მოვუგეთ და მატჩის შემდეგ,მაყურებელი სტადიონზე გადავარდა,ფედერაციამ კი,მატჩი განმეორებით დანიშნა და წინასწარ გააფრთხილა ჩვენები,გამარჯვება არ გაბედოთო,ალბათ არც ეგ გაგიგია,გამწარებული ჩვენი ბიჭები,თვითონვე რომ უტყამდნენ ჩვენს კარში,გვითხარით რამდენი გინდათო,ალბათ არც მაგისათვის მოგიკრავს ყური.სამაგიეროდ გგონია,რომ მგონი ეს ყველაფერი ტყუილი უნდაა იყოსო.მგონი ამერიკაში ცხოვრობ და ეგენი იმასაც გვიმტკიცებენ,საქართველომ,350 000-მდე კი არა,150 000 კაცი დაკარგაო,მეორე მსოფლიო ომში.წამოვიდნენ და მათი ხსოვნისათვის დადგმულ ,ჯერ კიდევ შემორჩენილ ობელისკებს ჰკითხონ,რამდენი ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ ომს.თვითონაც იციან,რომ ასე არ არის,მაგრამ რცხვენიათ,ამისი აღიარება.ამერიკელთა დანაკარგი ხომ დაახლოებით ნახევარი მილიონია და თან სერიოზულად ამტკიცებენ,მეორე მსოფლიო ომში,ჰიტლერის დამარცხებაში,ამერიკამ შეიტანაო,გადამწყვეტი წვლილი.ეეჰ,კარგი რა!
გეგი
შენთვისაა ალბათ ჯვარი აბუჩად ასაგდები და ცრუ რწმენა.ეშმაკსაც აღიზიანებს ისე ჯვარი.
გეგი
აჰა კაი ჩემო ძმაო,რახან შენ იტყვი.
კახაბერი
და კიდევ - მსაჯებზე პრეტენზიებს თავი უნდა დაცანებოთ ყველგან და ყველა თამაშში!!!
კახაბერი
მონდომება,შემართება,ბრძოლის უნარიანობა მაღალია და ამისათვის გვიყვარს ქართველობას რაგბი და რაგბის სამყარო! წაგების 3 მიზეზი ; დღემდე გაურკვეველია-შერკინებაში რატომ დავთმეთ პოზიციები,თან ააე თვალსაჩინოთ (?!), მაშინ როცა ზელანდიას-აც კი ვუგებდით-თანაბარი ბრძოლა გვქონდა(?!), - რატომ ვიღებთ აქცენტს-საჯარიმო დარტმებით მოგებაზე (1-ტაიმში,და როცა16-13 ტი იყო),როცა შეგვიძლია აუტი-მოლი -მიწოლა ლელო,მით მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურ უპირატესობას იძენს,რაც თამაშზე აისახება, 3- ბოლო წუთებში ყურადღების მოდუნებით... თანაბარი ძალის გუნდები ვართ- პროგრესის პოტენციალით...
რეზზზ
სამარცხვინო კომენტარია
დავითი...
ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა, ყველაფერი დადეს,მაგრამ ვაღიაროდ რომ ეს არის ნაკრების მაქსიმუმი,ძალიან ბევრი შეცდომა, ძალიან ხშირი უდისციპლინობა,სად იყო მაისასვილის გამოცხადებული სისტემური თამაში?მწვრთნელის წაგებულია ეს თამაში? სულ ვამბობ არაა ნაკრების დონის მაისაშვილი და არც არავინაა გამშვები მაგისი,თვითონ კი რატო წავა რა.... ვფიქრობ ნაკრებში უნდა თამაშობდნენ საუკეთესოუბი და არ უნდა გამოაკლო პირადი კაპრიზების გულიზე წამყვანი გამოცდილი მოთამაშეები, ღმერთმა ქნას მსოფლიოზე გაგვიმართლოს ცოტათი,ეს მწვრთნელი ასე გააგრძელებს "ლუბიმჩიკების" გამოძახებას..... წარმატებები ნაკრებს და მთლიანად ქართულ რაგბს...
irakli81
ცხვარი უნდა დაეკლათ და მინდორი ნაკურთხი წყლით მოერწყათ და აუცილებლად მოვიგებდით
ანდრი
გეგი-ს ჯვარი ცრურწმენის და ცრუტრადიციის ობიექტად არ უნდა აქციო 'პაკაზუხისთვის'. რელიგიურ ფანატიზმში შევდივართ და რწმენას ვშორდებით, აი ამიტომ ვეხები მოედანზე ჯვრის მომგონს. ბრძოლაში საბრძოლო.წყობით შედიოდა საქართველოს ჯარები და არა ჯვრის და მზის ფორმით.
გორდა
დიახ, მაგ მოსაზრებაში არის ლოგიკა, მაგრამ 3 ქულიანი უპირატესობა ასევე ნიშნავს, რომ ერთი ჯარიმით გითანაბრებს, 6 ქულიანი უპირატესობა კი ნიშნავს, რომ მხოლოდ გარდასახული ლელო სჭირდება. სამწუხაროდ სამოას ეს გამოუვიდა.
გიორგი
თავის მართლების რეჟიმში ყოფანა უკვე ქრონიკული გახდა. თამაშის განმავლობაში ცალკეული გამონათებები არ არის საფუძველი გუნდის შეფასების არამედ სტაბილურად რას აჩვენებს თამაშის განმავლობაში. სიმართლე უნდა ითქვას რომ ერთადერთი სასიამოვნო გამონაკლისი იყო თამაში იტალიასთან როცა თითქმის მთელი თამაში სადავეები ხელიდან არ გაუვია ნაკრებს. მაგრამ ესაც სასიამოვნო გამონაკლისი აღქმოჩნდა. იმაში კი ვეთანხმები 'ტრენერს' რომ უელსი კიდევ უფრო კარგად გამოიყებნებს ამ ჩვენს აიწონა დაიწონას.
Qqq
მწვრთნელი რას აკეთებს ვერ გავიგე. მთელ პირველ ტაიმში ერთი გააზრებული შეტევა არ გვქონია, აუტში ბურთის დაკარგვა და საუგეგმავი კონტრშეტევაბარ ითვლება
ანდრო
სამწუხაროა რომ კაპიტანიც და მწვრთნელიც ძველ სიმღერას, უკვე ათასჯერ მოსმენილს კვლავ ახმიანებენ: მსაჯი, რაღაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზები. ვითომ რაღაც შეცდომები, მაგრამ რა, კონკრეტულად ამას ვერ გაიგებ. ვისი ბრალია, მოთამაშეების?! გაიგიათ, რომ მაისაშვილმა რაიმე თავის ბრალად ცნოს რამე?! სამწუხაროდ ამას არაფერი ეშველება ჩემპიონატამდე. ეგა თქვი ჩემპიონატის შემდეგ თუ ისევ ის დარჩა?! უბედურება ის არის, რომ ამ ვითარებას ეს პროვინციალიზმი დაემატა, ეს გოიმური დიჯეობა, თამაშის წაყვანა. პროვინციალიზმი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ვერავაკეში უნდა იყო დაბადებული. მაგრამ ვინც ეს შეუკვეთა, ის არის გოიმი. მინახაბს სხვა სტადიონებზეც (ტულონში და სხვაგან), მაგრამ მთელი თამაში რომ ერეოდეს ასეთი რამ? ვინ გაგაბედინებს ამას, ასეთ წივილ-კივილს და რაიმე ქაჯობას?! თან ტიპმა ისიც არ იცოდა, რომ ჯარიმის დარტყმისას არა მარტო მოწინააღმდეგეს უშლის ხელს ასეთი ღრიალით, არამედ საკუთარსაც კი უშლიდა. აშკარაა, რომ შორს იყო რაგბისგან ეს ტიპო, დუტა იყო თუ სხვა რა მნივნელობა აქვს?! ტიპი ლელო ლელოს ყვიტოდა როცა გადამწყვეტ მომენტში სამოელები გვიტევდნენ ჩვენს ჩათვლის მოედანთან:) სასაცილოა სატირალი რ არ იყოს. და რაგბს ეს არ უხდება, ეს სხვა თამაშია, სხვა ინტელექტის, მაგრამ ამის აზრზე არა მარტო ის, არამედ მისი დამქირავებელი და ფედერაციის ზოგიერთი ხელმძღვანელიც არ არიან. სამწუხაროა ეს ყველაფერი
ბუჯანგა
მსაჯზე აპელირება ნამდვულად უადგილოა...ვაღიაროთ რომ გვაჯობეს კლასითაც და მომზადებითაც...წლებია ერთი და იგივე შეცდომები მეორდება და არავინ ცდილობს მის გამოსწორებას..ერთი ორი გამონათება თამაშში შედეგს არ წყვეტს..პრობლემებია შუა ხაზშიც და წინა ხაზშიც...საჯარიმოების შესრულება უფრო გაუარესდა ვიდრე აქამდე იყო...ვაგებთ რაქშიც ...რატომ ვკარგავთ ასე უწყინარ სიტუაციებში ამდენჯერ ბურთს...თან ხშირად შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში....სამოა კი არა უფრო დაბალი დონის გუნდები არ გაპატიებს ამ შეცდომებს...ნაკრების გადახალისება რთული პროცესია..ბიჭებს ბრძოლისუნარინოაბს ვერავინ დაუკარგავს...მაგრამ მარტო მონდომბეით არაფერი მოხდება თუ საკუთარი ოსტატობა არ გააუმოჯებესეს და არ დახვეწეს სათამაშო უნარები..
odala
თამაში არის სადაც ჩვენები მსაჯზე არ წუწუნებენ?? ეს ნორალურია?? ძლიერი და სპორტული სული ხალხი ასე არ იქცევა. აქაც რუსები და საბჭოთა კავშირი იყო? მაგრამ მგონი ამათ არც იქ ჩაგრავდა ვინმე. უბრალოდ წუწუნი უსწორდებათ. დაფიქრდით აბა თუ გაიხსენებთ, რამდენი მატჩი გახსენდებათ, სადაც ან კომენტატორს, ან მწვრთნელს, ან მოთამაშეებს მსაჯზე არ გაემახვილებინოთ ყურადღება.
ვერგავიგე
სხვა შედეგებიც დაწერეთ.
დათო
მსაჯმაც თავისი წვლილი დეიტანა სამოას გამარჯვებაში, მაგრამ 16-13 ანგარიშზე მეტოქის 20იანში რო ჯარიმა გაქ, მეტოქე კაცნაკლულია და თამაშის დამთავრებამდე 10იოდე წუთია დარჩენილი - მაგ დროს რატომ უნდ დაარტყა კარში ვერაფრით ვერ გავიგე! ეგეთ სისულელეს ბავშვები არ იზამდნენ. 3 ქულას იგებ თუ 6-ს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოგებული თსმაში მიცეს. ძალიან გულდასაწყვეტია...
semi-ს
იიი ტაში კუკურიი... მეტი ვერაფერი მოიფიქრე საღლაბუცო?მეტ ფანტაზიას ვერ სწვდება შენი ტვინი ისეთი მიხვედრილი ჩანხარ.
გეგი
აი ჯვარს რომ ეხები ცუდად რაღა გინდა?რა დაგიშავა ჯვარმა გარდა იმისა რომ დაგიცვას.ეჰ რა გეშველებათ მართლა რა.
გიორგის
რას ერჩი ბავშვთა რაგბს? მაისაშვილი მაქაც ვერ გაქაჩავს!
გიორგის
რას ერჩი ბავშვთა რაგბს? მაისაშვილი მაქაც ვერ გაქაჩავს!

შენ გჯერა, რომ ეხლა ვინმე მოინდომებს ჩვენი ნაკრების მწვრთნელობას და მსოფლიოსთვის მომზადებას აიღებს თავის თავზე?
რაგბი
ქართული რაგბისგან მინდა მოგიკითხო!!!
ანდრი
იმდენადაც არ გვიჯობნია, რომ მსაჯს გამოვეკიდოთ, დამსახურებულად წავაგეთ. სასარგებლო წაგებაცაა ამ ეტაპზე, ეს ბიჭები მეტს შეძლებენ, კარგად დაღვინდებიან, მაგრამ ეს მწვრთნელი და ჯვარი არ გვიშველის.
:D
მაგარი ექსპერტი ხარ, ლომო! წინ იარე, მალე ჩახვალ

გონივრული ტაქტიკით თამაშის მოგება შეიძლებოდა. მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ თუ პირველ ტაიმში ჩამორჩენის აღმოფხვრის მიზნით 45 მეტრიდან ჯარიმას ვურტყამთ, კაცნაკლულ მეტოქესთან თამაშის ბოლოს ლელოზე. რომ გვეთამაშა და თამაში დაგვესრულებინა , არ შეიძლებოდა? მწვრთნელზე ლაპარაკი დღეს უკვე უადგილოა - იქნება მინიმუმ მსოფლიოს დასრულებამდე. ამიტომ სხვა გზა არ არის - რასაც ვუყურებთ, ფონს ამ რეალობით უნდა გავიდეთ.
QARTVELI
შენ ქართველი ხარ და შენ კაცი ხარ საერთოდ შე უჯიშო უტიფარო ლაწირაკო შენ ჯერ ერთი ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრინციპული კაცური და სამხედრო თამაში. დასავლეთ ევროპაში ეს არის ყველაზე ელიტარული და კაცური უპირატესობის დასამტკიცებელი თამაში. ყველაზე უფრო კაცი ვინ არის. 29 წელი რუსეთთან ომები გვაქ რაგბში და გმირულად რომ არ აგებიბებენ არ ახარებენ საქართველოსთვის და აფხაზეთისთვის იბრძვიან მაგას ვინც არ აფასებს საერთოდ მოსაკვეთი და მოსაჭრელია ქართველობიდან
Semi
ჯვრის ფორმაზე რომ განლაგდით, მაშინ მივხვდი რომ მარტო ღვთის იმედად იყავით დარჩენილები. მამაო გყავთ გამოსაცვლელი :)
Simartle
vax tqveni fafxuri argaishvas neta gamagebina rashi xart magrebi msoflioshi sul ragac 5 qveyana tamashobs amuazro tamashs ra caiget am ragbit tvini didi sasha chivazis tqmis ariyos imistana sportis deda vatire sadac cin pasi arsheizlebao
გენო
უელსთან გამოჩნდება იტალიასთან მოგება გაელვება იყო თუ პროგრესი.
რაგბი
მაისაშვილი შუაში არა თავშია.
რეზო
არასდროს ვყოფილვარ მაისაშვილის ფანი, მაგრამ უსამართლობაც არ შეიძლება. მაისაშვილი არ მინდოდა იმიტომ კი არა, რომ რამეს ვერჩი, უბრალოდ ტოპ მწვრთნელი მინდოდა, ედი ჯონსის კალიბრის. სხვა მხრივ, გუშინდელი წაგება ყველას ბრალი შეიძლება იყოს მაისაშვილის გარდა. გასატანი გარდასახვა უნდა გაიტანო+ ხუთ წუთში მაინცდამაინც ცენტრში ლელო 14 კაცს არ უნდა დაადებინო+საამისოდ ჯარიმა უნდა აგვეკიდებინა, ისე ვერ შემოდიოდნენ+მსაჯი. რა შუაშია მაისაშვილი?
რეზო
ფეხბურთს რას ერჩი? უკეთესი გვყოლია ოდესმე ვინმე? შედეგი გვქონია უკეთესი?
რეზო
უელსი ედი ჯონსის ხელშიც გადაგვირბენს
ანდუყაფარი
და ახალი ფედერაცციის პრეზიდენტი. ასევე ფეხბურთშიც.
Qqq
აღარ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატამდე დრო სასწრაფოდ შესაცვლელია
გიორგი
მაისაშვილის ხელში უელსი გადაგვირბენს, რაც მე ძალიან მეწყინება.
გიორგი
კარგი იქნებოდა მაისაშვილს ნამუსი ჰქონოდეს და საბავშვო რაგბზე გადაერთოს.
ლომი
კარგი იქნებოდა რომ ახალი მწვრთნელი გყავდეს.
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს