საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები გერმანიას მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 42:0 ამარცხებს. 

შეხვედრის მე-4 წუთზე სადებიუტო შეხვედრაში ლელო ოთარ ლაშხმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

მე-9 წუთზე თავისი პირველი ლელოს ავტორი უკვე აკაკი ტაბუცაძე გახდა, გარდასახვაზე კი სიზუსტით უკვე კვლავ ლუკა მატკავა გამოირჩა.

23-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი კვლვ აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა და ეროვნულ ნაკრებში 21-ე ლელო მიითვალა, ლუკა მატკავამ კი მორიგი გარდასახვა გაიტანა.

ეროვნული ნაკრების მე-14 ნომერმა თავისი მესამე ლელო გერმანელებს 31-ე წუთზე დაუდო, გარდასახვაზე
კვლავ ზუსტი მატკავა იყო.

36-ე წუთზე ლელო კონსტანტინე მიქაუტაძემ დადო, ლუკა მატკავამ კი უკვე მე-5 გარდასახვა გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლო ლელო თორნიკე ჯალაღონიამ დადო, მატკავამ გარდასახვა ამჯერადაც არ ააცილა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროკავშირში აღარ მიგვიღებენ. რამ გაგამწარათ :) :) :)
ლუკა
05 თებერვალი 2023 13:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული